როგორ ვიმარხულო ბიბლიის მუხლები

ესთერი 9:31
რათა აღესრულებინათ ფურიმის ეს დღეები თავის დროზე, როგორც ამას მორდექაი და დედოფალი ესთერი აღასრულებდნენ და როგორც დაიდგინეს თავისთვის და თავისი შთამომავლობისთვის, მარხვებისა და ლოცვების დღეებში.

ესაია 58:6
განა ეს არ არის მარხვა, მე რომ ავირჩიე – დახსნა ბოროტების საკვრელნი, დაგლიჯო უღლის აპეურები, გაათავისუფლო ჩაგრულნი და დალეწო ყველა უღელი?

ფსალმუნები 34:13
მე კი ძაძებს ვიცვამდი მათი სნეულების ჟამს, ჩემს სულს მარხვით ვიძაბუნებდი, მაგრამ ჩემი ლოცვა უკან მიბრუნდებოდა.

მათეს 6:16
როცა მარხულობთ, ნუ იქნებით მწუხარენი, როგორც თვალთმაქცნი, დამწუხრებულ სახეებს რომ ღებულობენ, რათა ადამიანებს მარხულად აჩვენონ თავი. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: მათ უკვე მიიღეს თავიანთი საზღაური.

ესაია 58:3
რისთვის ვიმარხულეთ, თუკი არ გვხედავ? რისთვის დავიმდაბლეთ თავი, თუკი არ გვამჩნევ? აჰა, მარხვის დროს საწადელს იკმაყოფილებთ და მუშაკებს ავიწროებთ.

ზაქარია 7:5
უთხარი ქვეყნის მთელ ხალხს და მღვდლებს: ამ სამოცდაათი წლის მანძილზე რომ მარხულობდით და გლოვობდით მეხუთე და მეშვიდე თვეში, განა ჩემთვის მარხულობდით?

Advertisements