რომაელი იმპერატორები ბიბლიის მუხლები

ლუკას 2:1
იმ დღეებში გამოქვეყნდა კეისარ ავგუსტუსის განკარგულება: აღეწერათ მთელი მსოფლიოს მოსახლეობა.

ლუკას 3:1
ტიბერიუს კეისრის მეფობის მეთხუთმეტე წელს, როცა იუდეას პონტოელი პილატე განაგებდა, ჰეროდე გალილეას მეოთხედმთავარი იყო, მისი ძმა ფილიპე – იტირეასა და ტრაქონელთა ოლქის მეოთხედმთავარი, ხოლო ლისანისი – აბილინეს მეოთხედმთავარი.

საქმეები 11:28
ერთი მათგანი, სახელად აგაბოსი, წამოდგა და სულით გამოაცხადა, რომ მთელ ქვეყნიერებაზე დიდი შიმშილობა ჩამოვარდებოდა, რაც მოხდა კიდეც კლავდიუსის დროს.

საქმეები 18:2
ნახა იქ ერთი იუდეველი, სახელად აკვილა, წარმოშობით პონტოელი, რომელიც ახალი დაბრუნებული იყო იტალიიდან თავის ცოლთან, პრისკილასთან ერთად, რადგან კლავდიუსის ბრძანებით, ყველა იუდეველს უნდა დაეტოვებინა რომი; და მივიდა მათთან.

ფილიპელთა 4:22
მოგიკითხავთ ყველა წმიდა, უფ­რო მეტად კი კეისრის სახლე­ულიდან.

საქმეები 25:21
მაგრამ პავლემ მოითხოვა, მისი საქმე ავგუსტუსის განსახილველად დაეტოვებინათ; მეც ვბრძანე, დაცვის ქვეშ იყოლიონ, ვიდრე კეისარს გავუგზავნი”.

საქმეები 27:1
იტალიაში ჩვენი გადაცურვა რომ გადაწყდა, პავლე და ზოგიერთი სხვა პატიმარი ავგუსტუსის კოჰორტის ასისთავს, სახელად იულიუსს გადასცეს.

Advertisements