რწმენის ობიექტი ბიბლიის მუხლები

მარკოზის 11:22
პასუხად უთხრა მათ იესომ: „გქონდეთ ღმერთის რწმენა!

იოანეს 14:1
„ნუ შეკრთება თქვენი გული. იწამეთ ღმერთი და მიწამეთ მე.

იოანეს 6:29
იესომ მიუგო: „ეს არის ღმერთის საქმე, რომ ირწმუნოთ ის, ვინც მან მოავლინა”.

საქმეები 20:21
ვუმოწმებდი იუდევლებსა და ბერძნებს ღვთის წინაშე მონანიებას და ჩვენი უფლის იესო ქრისტეს რწმენას.

იოანეს 5:46
რადგან მოსესი რომ გწამდეთ, მეც მიწამებდით, ვინაიდან მან ჩემ შესახებ დაწერა.

საქმეები 24:14
იმას კი ვაღიარებ შენთან, რომ იმ გზით, ესენი მწვალებლობას რომ უწოდებენ, მე ნამდვილად ვემსახურები მამების ღმერთს, და მწამს ყოველივე, რაც ეთანხმება რჯულს და რაც წინასწარმეტყველებმა დაწერეს.

2 ნეშტთა 20:20
დილაადრიანად ადგნენ და თეკოაყის უდაბნოსკენ გავიდნენ. გასვლისას ადგა იოშაფატი და თქვა: „ისმინეთ ჩემი, იუდეველნო და იერუსალიმის მკვიდრნო! ირწმუნეთ უფლის, თქვენი ღმერთის და განმტკიცდებით; ირწმუნეთ მისი წინასწარმეტყველების და წარმატება გექნებათ”.

საქმეები 26:27
წინასწარმეტყველების თუ გწამს, მეფე აგრიპავ? ვიცი, რომ გწამს”.

მარკოზის 1:15
ამბობდა: „აღსრულდა ჟამი და მოახლოვდა ღმერთის სამეფო. მოინანიეთ და იწამეთ სახარება”.

რომაელთა 4:21
რადგანაც გულდანდობით სწამდა, რომ ვინც აღთქმა მისცა, მასვე შეეძლო აღთქმის აღსრულებაც.

ებრაელთა 11:13
რწმენაში დაიხოცა ყველა მათგანი, ისე რომ ვერ მიიღეს აღთქმული, მხოლოდ შორიდან უყურებდნენ, ესალმებოდნენ და აღიარებდნენ, რომ უცხონი და ხიზნები არიან ამ ქვეყანაზე.


მსგავსი თემები:

რწმენა      რწმენა, როგორც გადარჩენის საფუძველი       რწმენის აუცილებლობა        
რწმენის გამოცდა        რწმენის გმირები       რწმენის მაგალითები        რწმენის საწყისები

Advertisements