რწმენის საქმეები ბიბლიის მუხლები

იაკობის 2:14
ჩემო ძმებო, რა სარგებელია, თუ ვინმე იტყვის, რომ რწმენა აქვს, საქმენი კი არ გააჩნია? ასეთ რწმენას არ ძალუძს მისი ხსნა!

იაკობის 2:17-26
ასევეა რწმენაც – თუ საქმენი არ გააჩნია, თავისთავად მკვდარია. მაგრამ ვინმე იტყვის: „შენ გაქვს რწმენა, მე კი მაქვს საქმენი”. მაჩვენე შენი რწმენა საქმეთა გარეშე და გაჩვენებ ჩემს რწმენას ჩემს საქმეთაგან. შენ გწამს, რომ ღმერთი ერთია? კარგს შვრები. მაგრამ ეშმაკებსაც სწამთ იგი და თრთიან. შენ კი, ფუჭო ადამიანო, გსურს გაიგო, რომ რწმენა საქმის გარეშე მკვდარია? განა მამაჩვენი აბრაჰამი, საქმით არ გამართლდა, როცა თავის ძეს ისაკს სამსხვერპლოზე სწირავდა? ხედავ, რწმენა მოქმედებდა მის საქმეებთან ერთად. საქმეებით კი სრული შეიქმნა რწმენა; და აღსრულდა წერილი, რომელიც ამბობს: „ერწმუნა აბრაჰამი უფალს, ეს სიმართლედ ჩაეთვალა მას და ეწოდა ღვთის მეგობარი”. ხომ ხედავთ, საქმით მართლდება კაცი და არა მხოლოდ რწმენით. ასევე რახაბ მეძავიც განა საქმეებით არ გამართლდა, როცა შინ მიიღო წარგზავნილნი და სხვა გზით გაისტუმრა? რადგან როგორც სხეულია მკვდარი სულის გარეშე, ასევე მკვდარია რწმენაც საქმეთა გარეშე.

2 თესალონიკელთა 3:10
როცა თქვენთან ვიმყოფებოდით, ამას გამცნებდით: „ვისაც შრომა არ სურს, ნურც შეჭამს”,

დანიელი 11:32
თვალთმაქცური ენით მიიმხრობს აღთქმის მიმართ უკეთურად მოქმედთ, თავისი ღმერთის მცოდნე ხალხი კი სიმტკიცეს გამოიჩენს და იმოქმედებს.

საქმეები 26:20
პირველად დამასკოსა და იერუსალიმის მკვიდრთ, მერე კი იუდეის მთელ ქვეყანას და აგრეთვე წარმართებს ვუქადაგებდი მონანიებას, ღვთისკენ მოქცევას, და მონანიების ღირსი საქმეების აღსრულებას.

2 თესალონიკელთა 1:11
ამიტომ გამუდმებით ვლოცულობთ თქვენთვის, რომ ჩვენმა ღმერთმა გაგხადოთ მოწოდების ღირსნი და ძალით სრულყოს ყოველგვარი სასიკეთო სურვილი და რწმენის საქმე.

ფილიპელთა 2:12
ამიტომ, ჩემო საყვარელნო, როგორც ყოველთვის, იყავით მორჩილნი, არა მარტო მაშინ, როცა მანდ ვარ, არამედ უფრო მეტად ახლა, როცა მანდ არა ვარ. შიშითა და ძრწოლით იღვაწეთ თქვენს სახსნელად,

1 ტიმოთეს 6:18
ქველმოქმედებისა და კეთილი საქმეებით გამდიდრებისთვის, რათა გულუხვნი იყვნენ და გამზიარებელნი.

ტიტეს 3:8
სარწმუნოა ეს სიტყვა და მსურს, რომ მტკიცედ ილაპარაკო ამაზე, რათა ღვთის მორწმუნენი გულმოდგინედ ცდილობდნენ კეთილი საქმეების კეთებას; ეს კარგი და სასარგებლოა ადამიანთათვის.

ტიტეს 3:14
ჩვენიანებმაც უნდა ისწავლონ კეთილი საქმეების კეთება უკიდურეს გასაჭირში დასახმარებლად, რათა უნაყოფონი არ იყვნენ.

მათეს 5:16
ასევე ანათებდეს თქვენი სინათლე ადამიანთა წინაშე, რათა ხედავდნენ ისინი თქვენს კეთილ საქმეებს და ადიდებდნენ თქვენს მამას, რომელიც ზეცაშია.

1 პეტრეს 2:12
კეთილად მოიქეცით წარმართთა შორის, რათა რაშიც გაძაგებენ, როგორც ბოროტმოქმედებს, იმაში დაინახონ თქვენი კეთილი საქმეები და ადიდონ ღმერთი მონახულების დღეს.

იოანეს 3:21
ხოლო ჭეშმარიტების მოქმედი სინათლისკენ მიდის, რათა ცხადი გახდეს მისი საქმიანობა, ვინაიდან ღმერთშია ქმნილი”.

მათეს 24:46
ნეტარია მონა, რომლის ბატონიც მოვა და ამგვარად მოქმედს ჰპოვებს მას.

1 თესალონიკელთა 1:3
განუწყვეტლივ გვახსოვს თქვენი რწმენის საქმე, სიყვარულის შრომა და თქვენი იმედიანი მოთმინება ჩვენს უფალ იესო ქრისტეში, ჩვენი ღმერთისა და მამის წინაშე.

1 კორინთელთა 15:58
ამიტომ, ჩემო საყვარელო ძმებო, იყავით მტკიცენი და შეურყეველნი, მუდამ იუხვეთ უფლის საქმეში, რადგან იცით, რომ ფუჭი არ არის თქვენი შრომა უფალში.

იოანეს 14:12
ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, ვისაც ჩემი სწამს, საქმეებს, მე რომ ვაკეთებ, ისიც გააკეთებს, და მათზე დიდსაც გააკეთებს, რადგან მე მამასთან მივდივარ.

Advertisements