რწმენის შენარჩუნება ბიბლიის მუხლები

საქმეები 16:5
ეკლესიები კი, მტკიცდებოდნენ რწმენაში და დღითი დღე იზრდებოდა მათი რიცხვი.

რომაელთა 12:3
ჩემთვის მოცემული მადლით ვეუბნები ყოველ თქვენგანს: თქვენს თავზე იმაზე მეტად ნუ იფიქრებთ, ვიდრე უნდა იფიქროთ, არამედ იფიქრეთ თავმდაბლურად, იმ რწმენის საზომით, ღმერთმა რომ გიწილადათ თითოეულს.

2 ტიმოთეს 1:5
მახსენდება შენი წრფელი რწმენა, უწინ დიდედაშენ ლოისში და დედაშენ ევნიკეში რომ იყო დამკვიდრებული და მწამს, რომ იგი შენშიცაა;

2 ტიმოთეს 3:10
შენ კი მე მომყვებოდი მოძღვრებაში, ქცევაში, განზრახვაში, რწმენაში, მოთმინებაში, სიყვარულში, გამძლეობაში,

1 ტიმოთეს 1:18-19
ამ მცნებას შენ განდობ, შვილო ტიმოთე, შენზე მოვლენილი უწინდელი წინასწარმეტყველების თანახმად, რათა მისი მეშვეობით იომო, როგორც კეთილმა მეომარმა, გქონდეს რწმენა და კეთილი სინდისი, რაც ზოგიერთმა უარყო და, რამაც დაამსხვრია მათი რწმენის ხომალდი.

1 ტიმოთეს 4:12
აბუჩად არავინ აგიგდოს შენი სიჭაბუკის გამო, არამედ ნიმუში იყავი მორწმუნეთათვის – სიტყვაში, საქმეში, სიყვარულში, სულში, რწმენაში, სიწმიდეში.

2 ტიმოთეს 3:14-15
შენ კი დარჩი იმაში, რაც გისწავლია და რაშიც დარწმუნებულხარ, ვინაიდან იცი, ვისგან ისწავლე; რადგან შენ ხომ ბავშვობიდანვე იცი საღვთო წერილები, რომელთაც ძალუძთ შენი დაბრძენება გადასარჩენად ქრისტე იესოს რწმენის მეშვეობით,

ტიტეს 2:2
რათა ბერიკაცები იყვნენ ფხიზელნი, ღირსეულნი, აზრიანნი, საღნი სარწმუნოებაში, სიყვარულში, მოთმინებაში.

1 თესალონიკელთა 1:3
განუწყვეტლივ გვახსოვს თქვენი რწმენის საქმე, სიყვარულის შრომა და თქვენი იმედიანი მოთმინება ჩვენს უფალ იესო ქრისტეში, ჩვენი ღმერთისა და მამის წინაშე.

ფილიპელთა 2:17
მაგრამ თუ ჩემი სისხლი დაიღვრება მსხვერპლად და ღვთისმსახურებად თქვენი რწმენისათვის, მიხარია და ვხარობ თქვენთან ერთად.

ებრაელთა 13:7
გახსოვდეთ თქვენი წინამძღოლნი, რომლებიც ღვთის სიტყვას გიქადაგებდნენ; მათი სიცოცხლის აღსასრულის შემყურენმა მიბაძეთ მათ რწმენას.

იაკობის 1:2-3
ყოველივე სიხარულად ჩათვალეთ, ჩემო ძმებო, როცა სხვადასხვა განსაცდელში ვარდებით. რაკი იცით, რომ თქვენი რწმენის გამოცდა მოთმინებას ქმნის;

იაკობის 2:5
ისმინეთ, ჩემო საყვარელო ძმებო: განა ღმერთმა წუთისოფლის ღარიბები არ აირჩია რწმენით მდიდრებად და იმ სამეფოს მემკვიდრეებად, რომელიც მის მოყვარულებს აღუთქვა?

2 პეტრეს 1:1
სიმონ-პეტრე, იესო ქრისტეს მონა და მოციქული, მათ, ვინც ჩვენსავით მიიღო იგივე ძვირფასი რწმენა, ჩვენი ღმერთისა და მაცხოვრის, იესო ქრისტეს სიმართლით:

2 პეტრეს 1:5-7
და ამიტომ ყოველი ღონე იხმარეთ, რომ შესძინოთ თქვენს რწმენას სათნოება, სათნოებას – შემეცნება, შემეცნებას – თავშეკავება, თავშეკავებას – მოთმინება, მოთმინებას – ღვთისმოსაობა, ღვთისმოსაობას – ძმათმოყვარეობა, ძმათმოყვარეობას კი – სიყვარული.

გამოცხადება 2:9
ვიცი შენი საქმეები, სიყვარული, რწმენა, მსახურება და მოთმინება; და რომ შენი უკანასკნელი საქმეები პირველზე მეტია.

გალატელთა 5:5
ჩვენ კი სულით, რწმენის იმედით მოველით სიმართლეს;

2 ტიმოთეს 1:13
ჩაეჭიდე საღი სიტყვების ნიმუშს, რაც ჩემგან მოისმინე რწმენითა და სიყვარულით, რომლებიც ქრისტე იესოშია.

გამოცხადება 13:10
ვისაც ტყვე მიჰყავს, თვითონაც ტყვედ წავა; ვინც მახვილით ჰკლავს, თვითონაც მახვილით მოკვდება. ამაშია წმიდათა მოთმინება და რწმენა.

1 ტიმოთეს 6:10-12
ვინაიდან ვერცხლისმოყვარეობაა ყოველგვარი ბოროტების ფესვი და ზოგიერთები, ვინც ამან გაიტაცა, განშორდნენ რწმენას და თავიანთ თავს მრავალი ტკივილი მიაყენეს. შენ კი, ღვთის კაცო, გაერიდე ამას და მისდიე სიმართლეს, ღვთისმოსაობას, რწმენას, სიყვარულს, მოთმინებასა და სიმშვიდეს. იბრძოლე რწმენის კეთილი ბრძოლით, ჩაეჭიდე მარადიულ სიცოცხლეს, რომლისკენაც ხარ მოწოდებული, და მრავალი მოწმის წინაშე აღიარე კეთილი აღსარება.

2 ტიმოთეს 2:22
ყმაწვილკაცურ გულისთქმებს გაექეცი. მისდიე სიმართლეს, რწმენას, სიყვარულს, მშვიდობას ყველასთან, ვინც სუფთა გულით მოუხმობს უფალს.

Advertisements