საძმო ბიბლიის მუხლები

ფსალმუნები 132:1
აჰა, რა კარგია და რა საამურია, ერთად რომ ცხოვრობენ ძმები!

1 იოანეს 4:20
თუ ვინმე ამბობს, ღმერთი მიყვარსო, თავისი ძმა კი ეჯავრება, იგი ცრუა, ვინაიდან ვისაც არ უყვარს თავისი ძმა, რომელსაც ხედავს, როგორღა ეყვარება ღმერთი, რომელსაც ვერ ხედავს?

1 პეტრეს 2:17
ყველას პატივი მიაგეთ, გიყვარდეთ საძმო, ღვთისა გეშინოდეთ, მეფეს პატივი ეცით.

მალაქია 2:10
განა ერთი მამა არა გვყავს ყველას? განა ერთმა ღმერთმა არ გაგვაჩინა? მაშ, რატომ ვემუხანათებით ერთმანეთს? რომ შევლახოთ ჩვენი მამების აღთქმა?

მათეს 23:8
თქვენ კი ნუ გიწოდებენ რაბის, ვინაიდან ერთია თქვენი მოძღვარი – ქრისტე და თქვენ ყველანი ძმები ხართ.

მათეს 25:40
მიუგებს მეფე და ეტყვის მათ: ‘ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: რაც გაუკეთეთ ერთს ამ ჩემს უმცირეს ძმათაგანს, მე გამიკეთეთ.’

ებრაელთა 13:1
ძმური სიყვარული დარჩეს.

იოანეს 20:17
ეუბნება მას იესო: „არ შემეხო, რადგან ჯერ არ ავსულვარ მამასთან. წადი ჩემს ძმებთან და უთხარი: ავდივარ ჩემს მამასთან და თქვენს მამასთან, ჩემს ღმერთთან და თქვენს ღმერთთან.”

რომაელთა 12:10
ძმათმოყვარეობაში – ერთმანეთისადმი გულთბილი სიყვარულით, პატივისცემაში ერთმანეთს დაასწარით.

ფილიპელთა 2:2
შეავსეთ ჩემი სიხარული, რათა ერთსა და იმავეს ფიქრობდეთ, გქონდეთ ერთი და იგივე სიყვარული, იყოთ ერთსულოვანნი, და ერთაზროვანნი.

ეფესელთა 6:23
მშვიდობა ძმებს და სიყვარული რწმენითურთ მამა ღვთისაგან და უფალ იესო ქრისტესაგან.

კოლოსელთა 1:2
კოლოსეში მყოფ წმიდათ და მორწმუნე ძმებს ქრისტეში.

კოლოსელთა 4:15
მოიკითხეთ ლაოდიკიელი ძმები, ნუმფა და მისი საშინაო ეკლესია.

ეფესელთა 4:29
არავითარი უშვერი სიტყვა არ დაგცდეთ პირიდან, არამედ მხოლოდ კეთილი აღსაშენებლად, რათა მადლი მიანიჭოს გამგონეთ.

იოანეს 13:34
ახალ მცნებას გაძლევთ თქვენ: გიყვარდეთ ერთმანეთი. როგორც მე შეგიყვარეთ თქვენ, თქვენც ისე გიყვარდეთ ერთმანეთი.

გალატელთა 3:28
უკვე აღარ არსებობს არც იუდეველი და არც ბერძენი, არც მონა და არც თავისუფალი, არც მამრი და არც მდედრი, ვინაიდან თქვენ ყველანი ერთი ხართ ქრისტე იესოში.

1 თესალონიკელთა 4:9-10
ხოლო ძმათმოყვარეობაზე საჭირო არ არის თქვენთვის მოწერა, თქვენ ღვთივგანსწავლულნი ხართ ერთიმეორის სიყვარულში. რადგან ასევე იქცევით ყველა ძმის მიმართ მთელ მაკედონიაში. მაგრამ შეგაგონებთ, ძმანო, უფრო და უფრო

1 თესალონიკელთა 5:26
მოიკითხეთ ყველა ძმა წმიდა ამბორით.

1 ტიმოთეს 5:1
ნუ შერისხავ ბერიკაცს, არამედ შეაგონე, როგორც მამას, ყმაწვილკაცებს კი – როგორც ძმებს,

2 ტიმოთეს 4:21
ისწრაფე, რომ ზამთრამდე მოხვიდე. მოგიკითხავენ ევბულოსი და პუდენსი, ლინოსი და კლავდია და ყველა ძმა.

ებრაელთა 2:11
ვინაიდან განმწმედელი და განწმედილნიც ყველანი ერთისაგან არიან, ამიტომ არ რცხვენია, მათ ძმები უწოდოს,

1 პეტრეს 1:22
რაკი ჭეშმარიტებისადმი დამორჩილებით განიწმიდეთ თქვენი სულები უთვალთმაქცო ძმათმოყვარებისათვის: სუფთა გულით შეიყვარეთ ერთმანეთი მტკიცედ.

1 პეტრეს 3:8
ბოლოს: იყავით ყველანი ერთი აზრისანი, თანამგრძნობნი, ძმათმოყვარენი, შემწყნარებელნი, თავმდაბალნი.

1 პეტრეს 5:9
წინაღუდექით მას მტკიცე რწმენით და იცოდეთ, რომ მსგავსი სატანჯველი თქვენს საძმოსაც ხვდება სოფელში.

2 პეტრეს 1:7
ღვთისმოსაობას – ძმათმოყვარეობა, ძმათმოყვარეობას – სიყვარული.

1 იოანეს 3:14
ჩვენ ვიცით, რომ სიკვდილიდან სიცოცხლეში გადავედით, რადგან გვიყვარს ძმები. ვისაც არ უყვარს, სიკვდილში რჩება.

გამოცხადება 19:10
დავემხე მის ფერხთით, რომ თაყვანი მეცა მისთვის, მაგრამ მან მითხრა: „ამას ნუ იზამ. შენი და შენი ძმების თანამსახური ვარ, რომელთაც იესოს მოწმობა აქვთ. თაყვანი ეცი ღმერთს, ვინაიდან იესოს მოწმობა წინასწარმეტყველობის სულია”.

გამოცხადება 22:9
მითხრა მე: „ნუ იზამ ამას, ვინაიდან მე თანამსახური ვარ შენი და შენი წინასწარმეტყველი ძმებისა და იმათი, ვინც ინახავს ამ წიგნის სიტყვებს. ღმერთს ეცი თაყვანი”.

ზაქარია 11:14
გავტეხავ მეორე კომბალს – საკვრელებს, რათა გავტეხო სიყვარული იუდასა და ისრაელს შორის.

Advertisements