საგალობლების წერა ბიბლიის მუხლები

ფსალმუნები 39:3
ახალი სიმღერა მისცა ჩემს ბაგეებს ჩვენი ღმერთის განსადიდებლად. მრავალნი იხილავენ შეშინდებიან და მიენდობიან უფალს.

მეორე რჯული 31:19
ახლა, ჩაიწერეთ ეს გალობა და ასწავლეთ ისრაელის ძეებს, ჩაუდეთ ბაგეებში, რათა ეს გალობა მემოწმებოდეს ისრაელის ძეებთან,

3 მეფეთა 4:30-32
ისე გაუმრავლა სიბრძნე სოლომონს, რომ აღმოსავლეთის ძეთა სიბრძნესა და ეგვიპტის მთელ სიბრძნეს აღემატებოდა. ყველას აღემატებოდა სიბრძნით; ეთან ეზრახელს, ჰემანს, ქალქოლსა და დარდას – მახოლის ძეებზე მეტად ბრძენი იყო; განითქვა მისი სახელი გარშემო ყველა ერში. სამი ათასი იგავი გამოთქვა და ათას ხუთი საგალობელი.

მეორე რჯული 31:22
და დაწერა მოსემ ეს გალობა იმ დღეს და შეასწავლა ისრაელის ძეებს.

მეორე რჯული 32:44
და მივიდა მოსე ხალხთან და ხმამაღლა წარმოთქვა ამ სიმღერის ყოველი სიტყვა; იეშუა ნავეს ძეც თან ახლდა მას.

ფსალმუნები 32:3
უმღერეთ მას ახალი სიმღერა, ოსტატურად ააწყვეთ ჰანგი, მხიარულად შემოსძახეთ.

ფსალმუნები 95:1
უმღერეთ უფალს ახალი სიმღერა, უმღერე უფალს, მთელო ქვეყნიერებავ!

Advertisements