საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენა ბიბლიის მუხლები

იერემია 9:23-24
ასე ამბობს უფალი: ნუ იამაყებს ბრძენი თავისი სიბრძნით, და ნუ იამაყებს ძლიერი თავისი ძალით, და ნუ იამაყებს მდიდარი თავისი სიმდიდრით. არამედ მან იამაყოს, ვინც იმით ამაყობს, რომ მე მიცნობს, რადგან მე, უფალი, ვიქმ წყალობას, სამართალსა და სიმართლეს ქვეყანაზე, რადგან ეს არის ჩემთვის სასურველი! – ამბობს უფალი. –

რომაელთა 12:16
ერთსულოვანნი იყავით ერთმანეთს შორის. ქედმაღლური ფიქრები ნუ გექნებათ, არამედ მორჩილებს მიხედეთ, ბრძენი ნუ გეგონებათ საკუთარი თავი.

იგავნი 26:12
გინახავს კაცი, რომელსაც თავი ბრძენი ჰგონია? ბრიყვს მეტი ფასი აქვს, ვიდრე მას.

იგავნი 3:7
ნუ იქნები ბრძენი შენს თვალში; გეშინოდეს უფლისა და განერიდე ბოროტებას.

გალატელთა 6:3
რადგან, ვისაც თავისი თავი რაიმე ჰგონია და ამ დროს არაფერიც არ არის, ის თავს იტყუებს.

იგავნი 28:26
საკუთარი თავის იმედით მყოფი ბრიყვია, სიბრძნით მავალი კი გადარჩება.

ესაია 5:21
ვაი მას, ვისაც თავი ბრძენი ჰგონია და გონიერი – თავისი ჭკუით.

რომაელთა 1:22
თავიანთ თავს ბრძენს უწოდებენ და გამოსულელდნენ.

Advertisements