საკუთარი თავის დამდაბლება ბიბლიის მუხლები

ლევიანნი 16:29
და იყოს ეს თქვენთვის სამუდამო წესად: მეშვიდე თვეს, თვის მეათე დღეს, მარხვით დაიმდაბლეთ თავები და არ გააკეთოთ არავითარი საქმე, არც მკვიდრმა და არც თქვენ შორის მცხოვრებმა ხიზანმა.

რიცხვნი 29:7
წმიდა შეკრება გქონდეთ მეშვიდე თვის მეათე დღეს; დაიმდაბლეთ თავები და არავითარი საქმე არ გააკეთოთ.

მათეს 23:12
ვინც თავს აიმაღლებს, დამდაბლდება, ხოლო ვინც თავს დაიმდაბლებს – ამაღლდება.

ლუკას 14:11
რადგან ყველა, ვინც თავს აიმაღლებს, დამდაბლდება, და ვინც თავს დაიმდაბლებს – ამაღლდება.

იაკობი 4:10
დამდაბლდით უფლის წინაშე და ის აგამაღლებთ თქვენ.

ლუკას 18:14
თქვენ გეუბნებით: ეს კაცი უფრო გამართლებული წავიდა შინ, ვიდრე ის, რადგან ყველა, ვინც თავს აიმაღლებს, დამდაბლდება, და ვინც თავს დაიმდაბლებს, ამაღლდება.

1 პეტრეს 5:6
მაშ, დამდაბლდით ღმერთის ძლიერი ხელის ქვეშ, რათა თავის დროზე აგამაღლოთ თქვენ.

იგავები 6:3
თუ ხელში ჩაუვარდი ახლობელს, ასე მოიქეცი შვილო და გადაირჩენ თავს: წადი, თავი დაიმდაბლე და ევედრე.

მათეს 18:4
ვინც თავს დაიმდაბლებს, როგორც ეს ბავშვი, ის იქნება უდიდესი ცათა სამეფოში.

დანიელი 10:12
კვლავ მითხრა: ნუ გეშინია, დანიელ, რადგან პირველივე დღიდან, როცა შენი გული გონიერებას დაუთმე და თავი დაიმდაბლე შენი ღმერთის წინაშე, შესმენილ იქნა შენი ლოცვები და მოვედი შენი სიტყვის საპასუხოდ.

მათეს 20:26
თქვენ შორის ასე ნუ იქნება; არამედ, ვისაც სურს თქვენ შორის დიდი იყოს, ის თქვენს მსახურად იქცეს.

ესაია 58:3
რისთვის ვიმარხულეთ, თუკი არ გვხედავ? რისთვის დავიმდაბლეთ თავი, თუკი არ გვამჩნევ? აჰა, მარხვის დროს საწადელს იკმაყოფილებთ და მუშაკებს ავიწროებთ.

2 კორინთელთა 11:7
ანდა, ნუთუ ცოდვა ჩავიდინე, თავი რომ დავიმდაბლე, რათა თქვენ ამაღლებულიყავით, და უსასყიდლოდ გახარებდით ღვთის სახარებას?

გამოსვლა 10:3
მივიდნენ მოსე და აჰარონი ფარაონთან და უთხრეს, ასე ამბობსო უფალი, ებრაელთა ღმერთი: როდემდე უარყოფ დამდაბლებას ჩემს წინაშე? გაუშვი ჩემი ხალხი, რომ მემსახუროს.

დანიელი 5:22
შენ, მისმა ძემ, ბელშაცარმა, გული არ დაიმდაბლე, თუმცა იცოდი ეს ყველაფერი;

ეზეკიელი 17:14
რათა სამეფო მასზე დამოკიდებული ყოფილიყო და არ გაამპარტავნებულიყო, რომ აღთქმა დაეცვა და გაეძლო.

Advertisements