სამადლობელი მსხვერპლი ბიბლიის მუხლები

ლევიანნი 7:15
სამადლობელი და სამშვიდობო მსხვერპლის ხორცი შეწირვის დღეს უნდა შეიჭამოს; დილამდე არაფერი დარჩეს მისგან.

ლევიანნი 22:29
როცა სამადლობელ მსხვერპლს შესწირავთ უფალს, ისე გააკეთეთ, რომ მიიღოს თქვენი მსხვერპლი.

ლევიანნი 7:12-13
თუ სამადლობელს სწირავს, მაშინ სამადლობელის შეწირვისას შესწიროს ზეთში შეზელილი უფუარი პურები და ზეთწაცხებული უფუარი ნამცხვრები და ზეთში მოზელილი წმიდა პურის ფქვილის ქადაპურები.  გაფუებული პურის ნამცხვრებთან ერთად შესწიროს თავისი შესაწირი, მადლობის სამშვიდობო შესაწირთან ერთად.

ლევიანნი 7:14
ერთი ნაწილი თითოეული შესაწირიდან უფლისადმი აღსამართი იყოს; იგი ეკუთვნის მღვდელს, რომელიც სამშვიდობო შესაწირის სისხლს აპკურებს.

ლევიანნი 22:29-30
როცა სამადლობელ მსხვერპლს შესწირავთ უფალს, ისე გააკეთეთ, რომ მიიღოს თქვენი მსხვერპლი.  იმავე დღეს შეიჭამოს იგი, არ დატოვოთ მისგან განთიადამდე. მე ვარ უფალი.

ფსალმუნები 49:23
მადლობის შემომწირავი განმადიდებს მე და ვინც სწორ გზას ადგას, მას ვუჩვენებ ხსნას ღმერთისას.

ფსალმუნები 106:21-22
დაე, მადლობდნენ უფალს წყალობისთვის, საოცრებათათვის ადამის ძეთა მიმართ.  შესწირონ სამადლობელი მსხვერპლები და სიხარულით ილაპარაკონ მის საქმეებზე.

ფსალმუნები 55:12-13
ღმერთო, ჩემს დაპირებებს შენდამი აღვასრულებ; მადლიერების მსხვერპლებს შემოგწირავ. რადგან მიხსენი მე სიკვდილისგან, ფეხი ჩემი – წაბორძიკებისგან, რათა ვიარო ღვთის წინაშე სიცოცხლის სინათლეში.

ფსალმუნები 7:17
განვადიდებ უფალს მისი სიმართლისამებრ და ვუგალობებ უზენაესი უფლის სახელს.

ფსალმუნები 65:13-14
სრულადდასაწველით მოვალ შენს სახლში და აგისრულებ ჩემს აღთქმებს,  რომლებიც წარმოთქვეს ჩემმა ბაგეებმა და ჩემმა პირმა აღგითქვა გაჭირვების ჟამს.

2 ნეშტთა 29:31
მიუგო ხიზკიაჰუმ და თქვა: „ახლა უკვე განწმედილნი ხართ უფლისთვის; მოდით, მოიტანეთ მსხვერპლები და სამადლობელნი უფლის სახლში”. მოიტანა მთელმა კრებულმა მსხვერპლები და სამადლობელნი, ხოლო ვისაც გულით სურდა მოიტანა სრულადდასაწველი.

2 ნეშტთა 33:15-16
მოაშორა უფლის სახლიდან უცხო ღმერთები და კერპი, ასევე სამსხვერპლოები, რომლებიც მან ააშენა უფლის სახლის მთაზე და იერუსალიმში და ქალაქის გარეთ გადაყარა. აღადგინა უფლის სამსხვერპლო და შესწირა მასზე სამშვიდობო და სამადლობელი მსხვერპლები და უბრძანა იუდევლებს, ემსახურათ უფლისთვის, ისრაელის ღმერთისთვის.

იერემია 17:26
და მოვლენ იუდას ქალაქებიდან და იერუსალიმის შემოგარენიდან, ასევე ბენიამინის ქვეყნიდან, ბარიდან, მთიდან და სამხრეთიდან, მოიტანენ ყოვლადდასაწველსა და მსხვერპლს, ძღვენს და გუნდრუკს, მადლიერების მსხვერპლს უფლის სახლში.

იერემია 33:11
კვლავ გაისმება ხმა ლხინისა და სიხარულისა, ხმა ნეფისა და პატარძლისა, ხმა მოლაპარაკისა: ადიდეთ უფალი ცაბაოთი, რადგან კეთილია უფალი და უკუნისამდეა წყალობა მისი! მადლიერებით შედით უფლის სახლში, ვინაიდან დავაბრუნებ ტყვეებს ამ მიწისას, როგორც თავდაპირველად იყო, – ამბობს უფალი.

Advertisements