სამართალი ბიბლიის მუხლები

ფსალმუნი 105:3
ნეტარ არიან სამართლის დამცველნი და სიმართლის მოქმედნი ყოველ ჟამს.

ლევიანნი 19:15
უსამართლობა არა ქმნათ სასამართლოში; გლახაკს ზედმეტად ნუ მოუფონებ და ძლიერს ნუ მიეპირფერები: სიმართლით განსაჯე შენი მოყვასი.

ესაია 61:8
რადგან მე, უფალს, მიყვარს სამართალი და მძულს ძარცვა და უმართლობა; სამართლიანად მივცემ მათ თავიანთ საზღაურს და სამარადისო აღთქმას დავუდებ მათ.

ლუკას 18:7
მაშ, განა ღმერთი არ დაიცავს თავის რჩეულებს, რომლებიც დღედაღამ მას შეჰღაღადებენ, და არ იქნება სულგრძელი მათდამი?

საქმეები 17:31
რადგან მან დაადგინა დღე, როცა განიკითხავს ქვეყნიერებას სიმართლით, წინასწარ დადგენილი კაცის მეშვეობით; და ყველას მისცა მოწმობა, მკვდრეთით აღადგინა რა იგი”.

ფსალმუნი 111:5
კარგია კაცი მოწყალე და გამსესხებელი, სამართლიანად რომ წარმართავს თავის საქმეს;

ესაია 9:7
განივრცობა მისი ხელმწიფება და არ ექნება დასასრული მის მშვიდობას დავითის ტახტსა და მის სამეფოზე, რათა განამტკიცოს იგი და დააფუძნოს სამართლითა და სიმართლით ამიერიდან უკუნისამდე; ცაბაოთ უფლის მოშურნეობა აღასრულებს ამას.

გამოცხადება 19:11
ვიხილე გახსნილი ცა, და აჰა, თეთრი ცხენი და მისი მხედარი, ერთგულად და ჭეშმარიტად რომ იწოდება, რომელიც სიმართლით განიკითხავს და იბრძვის.

იგავები 29:4
მეფე სამართლით განამტკიცებს ქვეყანას, ქრთამის ამღები კაცი კი დააქცევს მას.

ესაია 1:17
სიკეთის ქმნა ისწავლეთ, სამართალი ეძიეთ; ჩაგრულს დაეხმარეთ, ობოლი განიკითხეთ, ქვრივს გამოესარჩლეთ.

მეორე რჯული 16:20
სამართალს, სამართალს მისდიეთ, რათა იცოცხლოთ და დაიმკვიდროთ ქვეყანა, რომელსაც გაძლევთ უფალი, თქვენი ღმერთი.

მეორე რჯული 27:19
წყეულიმც იყოს მწირისა და ქვრივ-ობლების სამართლის გამმრუდებელი! მიუგებს მთელი ერი და იტყვის: ამინ!

იობი 37:23
ვერ მივაგენით ყოვლადძლიერს, ძალაშია ამაღლებული, სიმართლესა და მრავალმოწყალებაში – არავის ჩაგრავს.

ფსალმუნი 32:5
უყვარს სიმართლე და სამართალი; უფლის წყალობითაა სავსე ქვეყანა;

ფსალმუნი 139:12
იცი, რომ უფალი მოისმენს ჩაგრულის საჩივარს და ღარიბს სამართალს გაუჩენს.

იგავები 28:5
ბოროტს სამართლის არაფერი გაეგება, უფლის მაძიებელნი კი ყველაფერს ხვდებიან.

ესაია 30:18
მაინც დაგელოდებათ უფალი, რათა შეგიწყალოთ; მაღლობზე იცდის, რომ შეგიბრალოთ, რადგან სამართლის ღმერთია უფალი, ნეტარია ყველა, ვინც მას მოელის.

ესაია 51:4-5
ყური მომაპყარ, ჩემო ხალხო, და ჩემო ერო, ყური დამიგდე! ვინაიდან ჩემგან გამოვა რჯული და ხალხების სინათლედ დავადგენ ჩემს სამართალს.  ახლოსაა ჩემი სიმართლე, გამოვიდა ჩემი ხსნა, ჩემი მკლავი გაასამართლებს ხალხებს, მე მენდობიან ზღვისპირელნი და ჩემს მკლავს დაეყრდნობიან.

ებრაელთა 9:27
და როგორც ადამიანთათვის არის დადგენილი ერთხელ სიკვდილი და მერე გასამართლება,

ფსალმუნი 36:8-9
მოეშვი რისხვას და მიატოვე გულისწყრომა; ნუ განრისხდები, არ გაბოროტდე. რადგან მოიკვეთებიან ბოროტმოქმედნი, უფალზე მინდობილნი კი ქვეყანას დაიმკვიდრებენ.

მეორე რჯული 32:4
სალი კლდეა იგი, სრულყოფილია მისი საქმენი, რადგან სამართლიანია მისი ყველა გზა; ჭეშმარიტი ღმერთია ის, არ არის მასში უსამართლობა; მართალია იგი და წრფელი.

Advertisements