სამართლიანი ბიბლიის მუხლები

იგავნი 16:11
სასწორი და სწორი პინები აქვს უფალს, მისი საქმეა აბგის ყველა საწონი ქვა.

ესაია 11:5
და იქნება სიმართლე სარტყელი მისი წელისა და ჭეშმარიტება – სარტყელი მისი თეძოებისა.

ესაია 33:15
ვინც სიმართლით დადის და წრფელად ლაპარაკობს, ეზიზღება ძარცვით მონაპოვარი; ვინც ხელს იფერთხავს ქრთამისაგან, იცობს ყურს, რათა არ ესმოდეს სისხლიანი ამბები, და თვალს ხუჭავს, რათა არ ხედავდეს ბოროტებას,

ესაია 56:1
ასე თქვა უფალმა: „დაიცავით სამართალი და ქმენით სიმართლე, რადგან ჩემი ხსნა მალე მოვა, და ჩემი სიმართლე გამოჩნდება.

ეზეკიელი 18:5-9
და თუ კაცი მართალი იქნება და იქმს სამართალსა და სიმართლეს, მთებზე შეწირულისაგან არა ჭამს და თვალი ისრაელის სახლის კერპებისაკენ არა აქვს მიპყრობილი, და მოყვასის ცოლს არ ბილწავს და წიდოვან ქალთან არ წვება, არავის არ ჩაგრავს და თავის მევალეს ვალს უბრუნებს, ძარცვით არ ძარცვავს, თავის პურს მშიერს აძლევს და შიშველს სამოსით მოსავს. ვახშით არ აძლევს და სარგებელს არ იღებს, უსამართლობისგან ხელს იკავებს და კაცსა და კაცს შორის სწორ სამართალს აჩენს, ჩემი წესებით დადის და ჩემს სამართალს იცავს, რომ ქმნას ჭეშმარიტება – ის არის მართალი, სიცოცხლით იცოცხლებს,” – სიტყვა უფალი ღმერთისა. –

კოლოსელთა 4:1
ბატონებო, მიაგეთ მონებს რაც სწორი და სამართლიანია, იცოდეთ, რომ თქვენც გყავთ უფალი ზეცაში.

რომაელთა 2:11
რადგან ღმერთთან არ არსებობს მიკერძოება.

ეფესელთა 6:9
თქვენ კი, ბატონებო, მათაც ასევე მოექეცით, თავი შეიკავეთ სისასტიკისაგან და იცოდეთ, რომ მათაც და თქვენც უფალი გყავთ ცაში და მის წინაშე არ არსებობს პირმოთნეობა.

მეორე რჯული 25:4
ლეწვისას პირს ნუ აუკრავ ხარს.

საქმეები 10:34
გახსნა პეტრემ ბაგე და თქვა: „ჭეშმარიტად ვრწმუნდები, რომ ღმერთი მიკერძოებული არ არის,

გალატელთა 3:28
უკვე აღარ არსებობს არც იუდეველი და არც ბერძენი, არც მონა და არც თავისუფალი, არც მამრი და არც მდედრი, ვინაიდან თქვენ ყველანი ერთი ხართ ქრისტე იესოში.

დაბადება 29:15
შემდეგ უთხრა ლაბანმა იაკობს: „მუქთად ხომ არ უნდა მემსახურო, რაკი ჩემი ნათესავი ხარ? მითხარი, რა არის შენი საზღაური?”

1 ტიმოთეს 5:17-18
ხუცესნი, რომლებიც წესიერად ასრულებენ საქმეს, ორმაგი პატივის ღირსნი უნდა იყვნენ, უფრორე კი ისინი, რომელნიც იღწვიან ქადაგებითა და დამოძღვრით. ვინაიდან წერილი ამბობს: „პირს ნუ აუკრავ ხარს ლეწვისას.” და კიდევ: „მშრომელი ღირსია თავისი საზღაურისა”.

გალატელთა 6:6
სიტყვაში დამოძღვრილი ყოველივე სიკეთეს უზიარებდეს დამმოძღვრელს.

Advertisements