სამეფო სამღვდელოება ბიბლიის მუხლები

1 პეტრეს 2:8-10
დაბრკოლების ლოდად და წაბორძიკების კლდედ, რაზედაც ბრკოლდებიან, რადგან ეურჩებიან სიტყვას და სწორედ ამისთვის არიან დადგენილნი.  თქვენ კი რჩეული მოდგმა ხართ, სამეფო სამღვდელოება, წმიდა ერი, წილხვედრი ხალხი, რათა გამოაცხადოთ მისი სათნოება, ვინც სიბნელიდან თავისი საკვირველი სინათლისკენ გამოგიხმოთ.  ოდესღაც ხალხი რომ არ იყავით, ახლა კი ღვთის ხალხი ხართ; ოდესღაც – არაშეწყალებულნი, ახლა კი – შეწყალებულნი.

გამოსვლა 19:6
იქნებით ჩემთვის მღვდელთა სამეფოდ და წმიდა ერად. აჰა, სიტყვები, რომელთაც ეტყვი ისრაელის შვილებს!”

1 პეტრეს 2:5
თქვენც აშენდით ცოცხალი ქვებივით სულიერ სახლად, წმიდა სამღვდელოებად, რათა იესო ქრისტეს მეშვეობით შესწიროთ ღვთისთვის სასურველი სულიერი მსხვერპლები,

გამოცხადება 1:6
და გვქმნა ჩვენ სამეფოდ, და მღვდლებად ღმერთისა და თავისი მამისთვის, მას დიდება და ძლიერება უკუნითი უკუნისამდე, ამინ!

მეორე რჯული 14:2
რადგან წმიდა ხალხი ხართ უფლისთვის, თქვენი ღმერთისთვის; მან ამოგირჩიათ თავის ხალხად – ყველა ხალხთაგან, დედამიწის პირზე.

ესაია 61:6
და უწოდებენ უფლის მღვდლებს, ჩვენი ღვთის მსახურნიო – იტყვიან მათზე; ერთა სიმდიდრეს შეჭამენ და მათი დიდებით დაიტრაბახებენ.

მეორე რჯული 7:6
რადგან წმიდა ხალხი ხარ შენ უფლისთვის, შენი ღმერთისთვის; და ამოგარჩია უფალმა, შენმა ღმერთმა, რომ მისი სამკვიდრო იყო მისთვის ყველა ერს შორის, მთელ დედამიწის ზურგზე.

ესაია 62:3
მშვენიერების გვირგვინად იქნები უფლის ხელში და სამეფო შარავანდედად შენი ღმერთის მარჯვენაში.

იერემია 33:18
არც ლევიან მღვდლებს მოეკვეთებათ ჩემ წინაშე კაცი, სრულადდასაწველისა და ძღვენის აღმავლენელი და მსხვერპლის შემომწირველი ყოველდღიურად”.

ებრაელთა 7:11
მაშ, ლევიანური მღვდელმსახურებით რომ მიიღწეოდეს სრულქმნა (ვინაიდან მისი საშუალებით მიეცა ხალხს რჯული), რაღა საჭირო იქნებოდა სხვა მღვდლის აღდგომა მელქისედეკის წესით, ნაცვლად იმისა, რომ აჰარონის წესით წოდებულიყო?

გამოსვლა 19:5
ამიერიდან თუ მართლაც მოუსმენთ ჩემს ხმას და დაიცავთ ჩემს აღთქმას, გამოგარჩევთ ყველა ხალხისგან ჩემს საკუთრებად, რადგან ჩემია მთელი დედამიწა.

მარკოზის 2:26
როგორ შევიდა ღვთის სახლში აბიათარ მღვდელმთავრის დროს და ჭამა საწინაშეო პური, რისი ჭამის ნებაც მღვდლების გარდა არავის ჰქონდა, და თავისთან მყოფთაც დაურიგა?”

ფსალმუნები 109:4
დაიფიცა უფალმა და არ შეინანებს: შენ ხარ მღვდელი უკუნისამდე, მელქისედეკის წესით.

ტიტეს 2:14
ვინც თავი დასდო ჩვენთვის, რათა გამოვესყიდეთ ყოველგვარი ურჯულოებისგან და თავისთვის განეწმიდა რჩეული ხალხი, კეთილ საქმეებს მოწყურებული.

Advertisements