სამოქალაქო ხელისუფლება ბიბლიის მუხლები

იოანეს 19:11
მიუგო იესომ: „არ გექნებოდა არავითარი ხელმწიფება ჩემზე, მაღლიდან რომ არ მოგცემოდა. ამიტომ შენს ხელთ ჩემს გადმომცემს უფრო დიდი ცოდვა აქვს.“

რომაელთა 13:1-7
ყველა დაემორჩილოს უმაღლეს ხელმწიფებას. რადგან არ არსებობს ხელმწიფება, თუ არა ღმერთისაგან, ხოლო არსებული ხელმწიფებანი ღმერთის მიერ არიან დადგენილნი. ამიტომ ხელმწიფების მოწინააღმდეგე ეწინააღმდეგება ღმერთის დადგენილებას, ხოლო მოწინააღმდეგენი სასჯელს დაიტეხენ თავზე. რადგან უფროსნი საშიშნი არიან არა კეთილი საქმეებისათვის, არამედ ბოროტთათვის. თუ გსურს, რომ ხელმწიფებისა არ გეშინოდეს, კეთილი აკეთე და ქებას მიიღებ მისგან. რადგან იგი ღმერთის მსახურია შენდა სასიკეთოდ. მაგრამ თუ ბოროტებას იქმ, გეშინოდეს, რადგან ტყუილად როდი ატარებს მახვილს. ის ღმერთის მსახურია და რისხვით შურისმაძიებელი ბოროტმოქმედზე. ამიტომ ჩვენ უნდა დავემორჩილოთ არა მარტო რისხვის შიშის გამო, არამედ სინდისის გამოც. სწორედ ამისათვის იხდით ხარკს, რადგან ისინი ღმერთის მსახურები არიან და დღენიადაგ ამ მსახურებას ასრულებენ. ამრიგად, მიეცით ყველას, რაც ეკუთვნის: ვისაც ხარკი – ხარკი, ვისაც ბაჟი – ბაჟი, ვისაც შიში – შიში, ვისაც პატივი – პატივი.

1 მეფეთა 9:17
როცა დაინახა სამუელმა საული, უთხრა უფალმა: „აჰა, ის კაცი, რომელზეც გელაპარაკე; ის უწინამძღვრებს ჩემ ერს.“

1 მეფეთა 16:1
და უთხრა უფალმა სამუელს: „როდემდის უნდა წუხდე საულის გამო? ხომ მოვიძულე იგი ისრაელზე მეფობისგან? აავსე შენი რქა ზეთით და წადი. ბეთლემელ იესესთან გგზავნი, რადგან მის შვილთა შორის დავინახე ჩემთვის მეფე.”

იგავნი 8:15-16
ჩემი მეშვეობით მეფობენ მეფენი და ხელისუფალნი აწესებენ სამართალს. ჩემით მთავრობენ მთავარნი და დიდებულნი, ქვეყნის ყოველი მოსამართლე.

იერემია 27:6
და ახლა ყველა ეს ქვეყნები მე მივეცი ჩემს მსახურს, ბაბილონის მეფე ნაბუქოდონოსორს, და თვით ველის ნადირთაც მას ვაბარებ რათა ემსახურონ.

იერემია 43:10
და უთხარი მათ: ასე ამბობს ცაბაოთ უფალი, ისრაელის ღმერთი: აჰა, მე ვაგზავნი კაცებს ჩემი მსახურის, ბაბილონის მეფის, ნაბუქოდონოსორის მოსაყვანად, და დავდგამ მის ტახტს ამ ქვებზე, რომლებიც დავმალე, და გადაჭიმავს მათზე თავის სამეფო კარვის ჩარდახს.

დანიელი 2:20-21
და დანიელმა თქვა: „კურთხეულ იყოს ღვთის სახელი უკუნითი უკუნისამდე! რადგან მისია სიბრძნე და ძალი; იგი ცვლის დრო-ჟამს, იგი ამხობს მეფეებს და იგივე აღაზევებს მათ; ბრძენთ სიბრძნეს აძლევს და გონიერთ – ცოდნას;

დანიელი 4:17
ეს სასჯელი არის გუშაგთა ბრძანებით, და განაჩენი – წმიდათა სიტყვით, რათა ცოცხლებმა იცოდნენ, რომ უზენაესი ხელმწიფებს კაცთა სამეფოზე, ვისაც უნდა, იმას აძლევს მას და კაცთაგან ყველაზე დამცირებულს აღაზევებს მასზე.

დანიელი 5:18-21
მეფეო, მაღალმა ღმერთმა უბოძა მამაშენს, ნაბუქოდონოსორს, სამეფო, სიდიადე, პატივი და დიდება. ღვთის მიერ ნაბოძები დიდების გამო ყველა ხალხი, ტომი და ენა მის წინაშე ძრწოლასა და შიშს მოეცვა. ვისაც უნდოდა, ჰკლავდა, ვისაც უნდოდა, ცოცხალს ტოვებდა, ვისაც უნდოდა, აღამაღლებდა და ვისაც უნდოდა, დაამდაბლებდა. მაგრამ, როდესაც გული აღიმაღლა და სული ამპარტავნებით აივსო, სამეფო ტახტიდან ჩამოგდებულ იქნა და პატივაყრილი. მოკვეთილ იქნა ადამიანის ძეთაგან, გულმხეცი გახდა და კანჯრებთან დაიდო ბინა. ბალახს აჭმევდნენ, როგორც ხარს და მისი ტანი ციური ცვარით ინამებოდა, ვიდრე არ შეიგნო, რომ უზენაესი ხელმწიფებს კაცთა სამეფოზე და, ვისაც უნდა, იმას აძლევს მეფობას.

ესაია 45:1
ასე ეუბნება უფალი თავის ცხებულს, კიროსს: შენი მარჯვენა მე მიჭირავს, რათა დაგიმორჩილო ხალხები, სარტყლები შევხსნა მეფეებს წელზე, რათა გაიღოს შენს წინაშე ყველა კარი და კარიბჭენი აღარ დაიკეტოს.

დაბადება 9:6
და ადამიანის სისხლის დამღვრელის სისხლი ადამიანის მიერვე დაიღვრება, რადგან ღვთის ხატადაა შექმნილი ადამიანი.

იგავნი 21:15
სამართლის ქმნა სიხარულია მართლისათვის და შიშის ზარი – ბოროტთათვის.

1 პეტრეს 2:13-14
დაემორჩილეთ ყოველ ადამიანურ ხელმწიფებას უფლის გულისათვის, იქნება ეს მეფე, როგორც უმაღლესი ხელისუფალი თუ განმგებელი, როგორც მის მიერ მოვლინებული ბოროტმოქმედთა დასასჯელად და კეთილისმოქმედთა საქებრად.

ეზრა 7:26
და ვინც არ აღასრულებს შენი ღვთის სჯულსა და მეფის კანონებს, დაუყოვნებლივ აღასრულონ მასზე სამართალი: სიკვდილი ან განდევნა, ფულადი გადასახადი ან დაპატიმრება.“

ფსალმუნები 72:12-14
რადგანაც იგი იხსნის ღარიბს, როდესაც შეჰღაღადებს, და ღატაკს, რომელსაც არა ჰყავს შემწე. შეიწყნარებს დავრდომილსა და ღარიბს, და ღარიბთა სიცოცხლეს დაიხსნის. იხსნის მათ სიცოცხლეს ვერაგობისა და ძალადობისგან, ძვირფასი იქნება მათი სისხლი მის თვალში.

იგავნი 29:4
მეფე სამართლით დააფუძნებს ქვეყანას, ხოლო მექრთამე კაცი დაამხობს მას.

საქმეები 25:11
თუ მართალი არა ვარ და სიკვდილის ღირსი რაიმე ჩამიდენია, არ გავექცევი სიკვდილს. ხოლო თუ ყველაფერი ტყუილია, რაშიც ესენი ბრალს მდებენ, არავის შეუძლია, მათ ხელში მიმცეს. კეისრის სამსაჯავროს მოვითხოვ.”

Advertisements