საოცარი ღმერთი ბიბლიის მუხლები

ფსალმუნები 67:35
საოცარი ხარ, ღმერთო, შენს ტაძარში. ღმერთი ისრაელისა – ის აძლევს ძალასა და სიმაგრეს ხალხს; კურთხეულ არს ღმერთი!

რომაელთა 8:28
ჩვენ ვიცით, რომ ღვთის მოყვარეთ, რომელნიც მისი განზრახვით არიან ხმობილნი, ყველაფერი შეეწევათ სასიკეთოდ.

იოანეს 3:16
ვინაიდან ისე შეიყვარა ღმერთმა ქვეყანა, რომ მისცა თავისი მხოლოდშობილი ძე, რათა ყოველი მისი მორწმუნე კი არ წარწყმდეს, არამედ ჰქონდეს საუკუნო სიცოცხლე.

ფსალმუნები 146:5
დიდია უფალი და დიდძალოვანი, მისი გონიერება განუზომელია.

გამოსვლა 14:14
უფალი იბრძოლებს თქვენთვის, თქვენ კი დადუმდით.”

მეორე რჯული 10:17
რადგან უფალი, თქვენი ღმერთი, არის ღმერთთა ღმერთი და მეუფეთა მეუფე, დიდი, ძლიერი და საშინელი ღმერთი, რომელიც მიკერძოებას არ იჩენს და ქრთამს არ იღებს,

2 ტიმოთეს 3:16
მთელი წერილი ღვთივსულიერია და სასარგებლოა სასწავლებლად, სამხილებლად, გამოსასწორებლად, დასარიგებლად სიმართლეში.

რომაელთა 8:38-39
და მწამს, რომ ვერც სიკვდილი და ვერც სიცოცხლე, ვერც ანგელოზები და ვერც მთავრობანი, ვერც ძალნი, ვერც აწმყო და ვერც მყოფადი, ვერც სიმაღლე და ვერც სიღრმე, ვერც ვერავითარი სხვა ქმნილება ვერ შეძლებს ჩვენს ჩამოშორებას ღვთის სიყვარულისაგან ჩვენს უფალ ქრისტე იესოში.

1 იოანეს 4:8
ვისაც არ უყვარს, მას არ შეუცვნია ღმერთი, ვინაიდან ღმერთი სიყვარულია.

რიცხვნი 23:19
ღმერთი კაცი როდია, რომ იცრუოს, და არც ადამიანის ძეა, რომ გადათქვას. თქვას და არ გააკეთოს? ილაპარაკოს და არ აღასრულოს?

ესაია 45:7
მე, სინათლის გამომსახველი და სიბნელის შემქმნელი, მშვიდობის მყოფელი და უბედურების გამჩენი, მე, უფალი, ვიქმ ყოველივე ამას.

2 პეტრეს 1:17
ვინაიდან მან მამა ღვთისაგან მიიღო პატივი და დიდება, როცა მისი დიდმშვენიერი დიდებიდან მასთან მიაღწია ასეთმა ხმამ: „ეს არის ჩემი საყვარელი ძე, რომელიც მე მოვიწონე.”

1 პეტრეს 1:15-16
არამედ თვითონაც იყავით წმიდები ყოველ საქციელში, როგორც წმიდაა იგი, ვინც თქვენ მოგიწოდათ.რადგან სწერია: „იყავით წმიდები, რადგან წმიდა ვარ მე.”

რომაელთა 5:8
მაგრამ ღმერთი თავის სიყვარულს ჩვენდამი ამტკიცებს იმით, რომ ქრისტე მოკვდა ჩვენთვის, როცა ჯერ კიდევ ცოდვილნი ვიყავით.

იოანეს 16:24
აქამდე არაფერი გითხოვიათ ჩემი სახელით. ითხოვეთ და მიიღებთ, რათა თქვენი სიხარული სრულყოფილი იყოს.

2 კორინთელთა 5:17
მაშასადამე, ის, ვინც ქრისტეშია, ის ახალი ქმნილებაა. ძველი გადავიდა და ახლა ყოველივე ახალია.

იერემია 1:5
„სანამ გამოგსახავდი მუცელში, მე გიცნობდი შენ; და სანამ გამოხვიდოდი საშოდან, მე განგწმიდე შენ, ხალხების წინასწარმეტყველად განგაწესე.”

ფსალმუნები 138:2-4
შენთვის ცნობილია, როდის ვჯდები და ვდგები; გაგებული გაქვს ჩემი ზრახვანი შორიდან. ჩემს სიარულსა და ჩემს წოლას შენ განსაზღვრავ, და ყველა ჩემი გზა შენ გამოიკვლიე. თუნდაც ჯერ არ იყოს სიტყვა ჩემს ენაზე, შენ უკვე იცი, უფალო, სრულად.

1 მეფეთა 2:3
აღარ ილაპარაკებთ ქედმაღლურად, აღარ გამოვა თავხედური სიტყვები თქვენი ბაგიდან, რადგან ყოვლისმცოდნე ღმერთია უფალი, ყოველი საქმე მას აბარია.

ებრაელთა 4:13
არცერთი ქმნილება არ არის დაფარული მისი ხედვისგან, არამედ ყოველივე გაშიშვლებული და ღიაა მის თვალთა წინაშე, ვისაც ვაბარებთ ანგარიშს.

ესაია 40:31
ხოლო უფლის მოიმედენი ძალას განიახლებენ; ასწევენ ფრთებს, როგორც არწივები, გაიქცევიან და არ დაიქანცებიან, ივლიან და არ დაიღლებიან.

ფსალმუნები 26:1
უფალი შუქი არის და ხსნაა ჩემი: ვის შევუშინდე? უფალი ბურჯია ჩემი სიცოცხლის: ვისგან შევძრწუნდე?

Advertisements