საპასექო კრავი ბიბლიის მუხლები

1 კორინთელთა 5:7
სრულად მოიშორეთ  ძველი საფუარი, რათა იყოთ ახალი ცომი, რამდენადაც უფუარნი ხართ, ვინაიდან ჩვენი პასექი, ქრისტე, ჩვენს გამო შეეწირა.

იოანეს 1:29
მეორე დღეს მისკენ მომავალი იესო რომ დაინახა, თქვა: „აჰა, ღვთის კრავი, რომელიც იღებს წუთისოფლის ცოდვებს.

იოანეს 19:36
რადგან ეს მოხდა, რათა აღსრულებულიყო წერილი: „და ძვალი მისი არ შეიმუსრება”.

გამოსვლა 12:3
ასე უთხარით ისრაელის ყოველ თემს: ამ თვის მეათე დღეს აიყვანოს თავისთვის თითოეულმა თითო კრავი ოჯახზე, თითო კრავი სახლეულზე.

ესაია 53:7
შევიწროებული და დამცირებული იყო, მაგრამ არ გაუხსნია ბაგე; ისე წაიყვანეს, როგორც კრავი მიჰყავთ დასაკლავად და როგორც კრავი დუმს მპარსველთა წინაშე, ისე არ გაუხსნია მას ბაგე.

გამოსვლა 12:6
შენახული გყავდეთ ამ თვის მეთოთხმეტე დღემდე და მწუხრის ჟამს დაკლას იგი ისრაელის თემის მთელმა კრებულმა.

გამოსვლა 12:5
უნაკლო, მამალი, ერთწლიანი უნდა იყოს კრავი ან თიკანი.

გამოსვლა 12:13
იყოს ის სისხლი თქვენს სახლებზე ნიშნად, სადაც იმყოფებით; დავინახავ სისხლს და გვერდს აგივლით, არ მოგეკარებათ შემმუსვრელი სენი, როცა განვგმირავ ეგვიპტის ქვეყანას.

გამოსვლა 12:7
აიღონ მისი სისხლი და სცხონ კარის ორივე წირთხლს და ზედა ძელს, სადაც უნდა ჭამონ.

მარკოზის 14:12
უფუარობის პირველ დღეს, როცა საპასექო კრავს სწირავდნენ, ჰკითხეს მოწაფეებმა: „სად გინდა, რომ წავიდეთ და პასექი მოგიმზადოთ საჭმელად?”

1 პეტრეს 1:19
არამედ ქრისტეს ძვირფასი სისხლით, როგორც უბიწო და უმანკო კრავისა,

გამოცხადება 13:8
და თაყვანი სცა მას დედამიწის ყველა მცხოვრებმა, რომელთა სახელებიც არ არის ჩაწერილი სიცოცხლის წიგნში, დაკლულ კრავს რომ აქვს ქვეყნიერების დასაბამიდან.

მათეს 26:2
„თქვენ იცით, რომ ორი დღის შემდეგ პასექი დადგება და ძე კაცისა ჯვარცმისთვის გადაეცემა”.

რიცხვნი 9:12
არ დატოვონ მისგან არაფერი განთიადამდე და ძვლები მისი არ დაამტვრიონ: დადგენილებისამებრ აღასრულონ პასექი.

მათეს 26:26
ჭამისას, აიღო იესომ პური, აკურთხა, გატეხა, მისცა მოწაფეებს და უთხრა: „აიღეთ, ჭამეთ. ეს ჩემი სხეულია”.

ფსალმუნები 33:20
მის ყოველ ძვალს იცავს იგი, მათგან ერთიც არ შეიმუსრება.

1 პეტრეს 1:18-19
რადგან იცით, რომ არა ხრწნადი ვერცხლით ან ოქროთი იქენით გამოსყიდულნი, მამებისგან მემკვიდრეობით გადმოცემული ამაო გზიდან, არამედ ქრისტეს ძვირფასი სისხლით, როგორც უბიწო და უმანკო კრავისა,

იოანეს 18:28
იესო კაიაფასგან პრეტორიუმში წაიყვანეს. თენდებოდა; პრეტორიუმში არ შესულან, რათა არ გაუწმიდურებულიყვნენ, რომ პასექის ჭამა შესძლებოდათ.

გამოსვლა 29:38
აი, რა უნდა შესწირო სამსხვერპლოზე: ორი ერთწლიანი კრავი ყოველდღე, მუდმივად.

მათეს 26:17
უფუარობის პირველ დღესვე მივიდნენ მოწაფეები იესოსთან და ჰკითხეს: „სად გინდა, რომ მოგიმზადოთ საჭმელად პასექი?”

ლუკას 22:7
დადგა უფუარობის დღე, როცა საპასექო კრავი უნდა დაკლულიყო.

დაბადება 22:8
უთხრა აბრაჰამმა: „ღმერთი თვითონ გამოაჩენს სრულადდასაწველ კრავს, შვილო”. ასე მიდიოდნენ ერთად.

2 ნეშტთა 30:15
დაკლეს საპასექო მსხვერპლები მეორე თვის მეთოთხმეტე დღეს. შერცხვათ მღვდლებსა და ლევიანებს, თავები განიწმინდეს და სრულადდასაწველები მოიტანეს უფლის სახლში.

ეზრა 6:19
და აღასრულა ტყვედნამყოფმა ხალხმა პასექი პირველი თვის მეთოთხმეტე დღეს.

გამოსვლა 12:11
ასე ჭამეთ – წელზე სარტყელი გერტყათ, ფეხსაცმელი გეცვათ, კვერთხი ხელში გეჭიროთ, აჩქარებით ჭამეთ; ეს საუფლო პასექია.

2 ნეშტთა 35:11
დაკლეს საპასექო. მღვდლები ხელით აპკურებდნენ, ლევიანები კი ატყავებდნენ.

გამოსვლა 12:46
ერთ სახლში უნდა შეიჭამოს; სახლიდან გარეთ არ გაიტანოთ ეს ხორცი და ძვლები არ დაამტვრიოთ.

გამოსვლა 12:21
მოიწვია მოსემ ისრაელის ყველა უხუცესი და უთხრა: „წადით, აიყვანეთ კრავნი თქვენი სახლეულისთვის და დაკალით პასექი.

2 ნეშტთა 35:6
დაკალით საპასექო, ჯერ თავები განიწმიდეთ და შემდეგ თქვენი ძმებისთვის განამზადეთ კრავები, რათა მოსეს ხელით მოცემული უფლის სიტყვის თანახმად მოიქცნენ”.

2 ნეშტთა 35:13
წესის მიხედვით შეწვეს საპასექო ცეცხლზე, ქვაბებში, ქოთნებსა და ქვაბქოთნებში მოხარშეს წმინდა მსხვერპლები და აჩქარებით ჩამოურიგეს მთელ ხალხს.

Advertisements