საქმის ეთიკა ბიბლიის მუხლები

იგავნი 10:4
გლახაკად აქცევს მოშვებული მაჯა, მუყაითთა ხელი კი ამდიდრებს.

იგავნი 13:4
ზარმაცის სულს სწადია და არა აქვს, ბეჯითთა სული კი გამსუყდება.

იგავნი 22:29
გინახავს შენ კაცი, სწრაფი თავის საქმეში? მეფეთა წინაშე წარდგება იგი, არ წარდგება ბნელთა წინაშე.

2 პეტრეს 3:14
ამიტომ, საყვარელნო, რაკი ამას ელოდებით, იბეჯითეთ, რომ შეუბღალავნი და უბიწონი წარდგეთ მშვიდობით მის წინაშე,

ლევიანნი 19:36
სწორი სასწორი, სწორი საწონი, სწორი ეფა და სწორი ჰინი გქონდეთ თქვენ. მე ვარ უფალი, ღმერთი თქვენი, რომელმაც გამოგიყვანეთ ეგვიპტის ქვეყნიდან.

მეორე რჯული 25:13
ნუ გექნება ქისაში ორგვარი საწონი – დიდი და მცირე.

დაბადება 39:6
და დატოვა ყველაფერი, რაც ებადა, იოსების ხელში. და აღარაფერზე ფიქრობდა, გარდა ჭამა-სმისა. და იყო იოსები მშვენიერი თვალად და ტანად.

4 მეფეთა 12:15
და ანგარიშს არ სთხოვდნენ იმ პირებს, რომელნიც სამუშაოთა მწარმოებლებს აბარებდნენ ხელში ვერცხლს, რადგან პატიოსნად იქცეოდნენ.

დანიელი 6:4
მაშინ მთავრებმა და სატრაპებმა საბაბს დაუწყეს ძებნა, რომ დანიელისთვის სამეფოს მართვის საქმეში ბრალი დაედოთ. მაგრამ რაიმე საბაბისა და შეცოდების პოვნა ვერ მოახერხეს, რადგან ერთგული იყო იგი და რაიმე შეცდომა ან დანაშაული არ აღმოაჩნდა.

ლევიანნი 19:35
„‘არა ქმნათ უსამართლობა სამართალში, ზომა-წონაში და საწყაოში.

იგავნი 11:1
მრუდი სასწორი სისაძაგლეა უფლის წინაშე, სრული წონა კი – მისი მოსაწონი.

იგავნი 6:6-8
წადი ჭიანჭველასთან, ზარმაცო, ნახე მისი გზები და დაბრძენდი. არა ჰყავს მას არც უფროსი, არც ზედამხედველი და არც ბატონი. იმზადებს ზაფხულში თავის პურს, აგროვებს მკის დროს თავის საზრდოს.

იგავნი 10:5
ზაფხულში მომკრეფი ჭკვიანია, მკის დროს მძინარე – სირცხვილის შვილი.

იგავნი 12:11
თავისი მიწის დამმუშავებელი პურით გაძღება, ამაოების მდევნელი კი უგნურია.

იგავნი 13:11
ქონება, ამაოებით შეძენილი, მცირდება, ხელით შემკრებელი კი გაამრავლებს მას.

იგავნი 19:1
სჯობს ღარიბი თავისი უბიწობით მავალი მრუდებაგიან მდიდარს და თანაც ბრიყვს.

ესაია 10:12
და როდესაც დაასრულებს უფალი მთელ თავის საქმეს სიონის მთაზე და იერუსალიმში, იტყვის: „მე დავსჯი აშურის მეფეს მისი დიდგულების ნაყოფის გამო.”

ეზეკიელი 22:12
ქრთამს იღებდნენ შენში, რათა დაეღვარათ სისხლი. ვახშსა და სარგებელს იღებდი და ძალით ართმევდი შენს მოყვასს, მე კი დამივიწყე!” – სიტყვა უფალი ღმერთისა. –

ამოსი 5:11
ამიტომ, რაკი თრგუნავთ ბეჩავ ხალხს და უკანასკნელ ლუკმას აცლით, თლილი ქვებით ააგებთ სახლებს, მაგრამ იქ ვერ იცხოვრებთ; საუცხოო ვენახებს გააშენებთ, მაგრამ ვერ შესვამთ მათ ღვინოს.

იგავნი 18:9
საქმეში არხეინი მფლანგველის ძმაა.

იგავნი 24:30
გადავიარე ზარმაცი კაცის ყანა და ჭკუათხელი ადამიანის ვენახი;

იგავნი 16:8
უკეთესია მცირედი, ოღონდ სიმართლით, ვიდრე დიდძალი მოგება უსამართლობით.

იგავნი 21:6
სიცრუით მოხვეჭილი განძი წარმავალი ორთქლია და სიკვდილის ხაფანგი.

იერემია 17:11
მწყერი აზის კვერცხებს, რომლებიც თავად არ დაუდვია. ასეთია კაცი, რომელიც უსამართლოდ იხვეჭს ქონებას; ცხოვრების შუაძალზე გამოეცლება ხელიდან და საბოლოოდ ცარიელზე დარჩება.

მეორე რჯული 24:15
თავის დროზე გადაუხადე გასამრჯელო და ნუ დაუცდი მზის ჩასვლას, რადგან ღარიბია იგი და შენი იმედი აქვს; არ გიჩივლოს უფალთან და ცოდვა არ დაგედოს.


მსგავსი თემები:

საზოგადოებრივი ეთიკა       პირადი ეთიკა       ეთიკის საფუძვლები

Advertisements