სასჯელი ბიბლიის მუხლები

ლევიანნი 26:28
მეც წამოვალ სისასტიკით თქვენს წინააღმდეგ და დაგსჯით შვიდმაგად თქვენი ცოდვების გამო.

იერემია 31:18
მესმის, რომ ტირის ეფრემი: შენ დამსაჯე მე და დავისაჯე, როგორც უღელდაუდგმელი მოზვერი, დამაბრუნე და დავბრუნდები მე, რადგან შენა ხარ უფალი, ჩემი ღმერთი.

მეორე რჯული 11:2-4
გახსოვდეს ეს დღეს, რაც არ უნახავთ თქვენს ძეთ, რომელთაც არც იციან და არც უნახავთ უფლის, თქვენი ღმერთის, სასჯელი, მისი დიდება, მისი ძლიერი ხელი და მისი აღმართული მკლავი, მისი სასწაულები და მისი საქმენი, რაც ეგვიპტეში დააწია ფარაონს, ეგვიპტის მეფეს და მთელ მის ქვეყანას, და რაც უყო ეგვიპტის ლაშქარს, მის ცხენებსა და მის ეტლებს, როგორ შთაანთქმევინა ისინი მეწამული ზღვის წყალს, როცა ისინი დაგედევნენ; და მოსპო ისინი უფალმა დღემდე,

2 მეფეთა 7:14
მე მამა ვიქნები მისთვის, ის კი შვილი იქნება ჩემთვის. თუ შესცოდავს, გავწკეპლავ კაცთა წესით და ვცემ ადამიანთა ჩვეულებით.

იობი 5:17
აჰა, ნეტარია კაცი, რომელსაც ამხილებს ღმერთი, და ყოვლადძლიერის სასჯელს ნუ უკუაგდებ!

ფსალმუნები 6:1
უფალო! შენი გულისწყრომით ნუ მამხილებ, და შენი რისხვით ნუ დამსჯი.

ფსალმუნები 72:14
და ვიყავი ნაგვემი ყოველდღე, და ვიტანჯებოდი დილდილობით.

ფსალმუნები 88:32
კვერთხით მოვკითხავ მათ დანაშაულს და გვემით – შეცოდებას.

ფსალმუნები 105:41-44
ხელში ჩაუგდო ისინი ერებს და გაბატონდნენ მათზე მათი მოძულენი. 42 ავიწროებდნენ მათ მტრები, და მოიდრიკნენ მათ ხელქვეით. 43 მრავალგზის იხსნა ისინი, მაგრამ ისინი უჯანყდებოდნენ თავიანთი ზრახვებით, და დამდაბლდნენ ბრალით. 44 და მაინც მოხედა მათ გაჭირვებას, როცა ისმინა მათი ღაღადი.

ფსალმუნები 106:17-31
ბრიყვნი თავიანთი უკანონო გზებისა და ცოდვებისთვის იტანჯებოდნენ, ყოველგვარი საჭმელი შეიზიზღა მათმა სულმა და მიუახლოვდნენ სიკვდილის კარიბჭეს. შეჰღაღადეს უფალს გაჭირვების ჟამს და ურვისგან იხსნა ისინი. მოუვლინა სიტყვა თავისი და განკურნა ისინი, იხსნა ისინი საფლავებიდან. დაე, აქონ უფლის წყალობა და საოცრებანი მისნი ადამის ძეთა მიმართ! შესწირონ შესაწირავები ქებისა და აუწყონ მისი საქმეები გალობით! ზღვაში ხომალდებით მოგზაურებმა, დიდ წყლებზე საქმის აღმსრულებლებმა, რომელთაც ნახეს უფლის საქმენი და მისი საოცრებანი სიღრმეებში. ის იტყვის და ამოვარდება ქარიშხალი, და ზეაღიმართებიან ზვირთები, ავლენ ზეცამდე, ჩავლენ უფსკრულში, სული მათი განსაცდელში დაილევა. წრიალებენ და ირყევიან, ვითარცა მთვრალნი, და მთელი მათი სიბრძნე დაინთქა. მაგრამ შეჰღაღადეს უფალს თავიანთი გაჭირვების ჟამს და გამოიყვანა ისინი ურვიდან. დააწყნარა ზღვის ღელვა და დაადუმა მისი ტალღები. გამხიარულდნენ, რადგან დაწყნარდნენ; და წარუძღვა ნანატრ ადგილას, დაე, აქონ უფლის წყალობა და საოცრებანი მისნი ადამის ძეთა მიმართ,

ფსალმუნები 117:18
დასჯით დამსაჯა უფალმა, სიკვდილს კი არ მიმცა.

ესაია 26:16
უფალო! როცა გასაჭირი დგება, შენ დაგეძებთ; როდესაც სასჯელს გვიმზადებ, შიში და ძრწოლა გვიპყრობს.

ესაია 42:25
და გადმოღვარა უფალმა მათზე თავისი რისხვა – ომის მრისხანება! ცეცხლი შემოუნთო მათ ირგვლივ, მაგრამ მათ ვერაფერი გაიგეს, იწვოდნენ, მაგრამ გონთ ვერ მოეგნენ.

ესაია 53:4
მაგრამ მან იტვირთა ჩვენი სნეულებანი და ჩვენი ტკივილებით გაიტანჯა, ჩვენ კი ვფიქრობდით, რომ ნაგვემი იყო, ღმერთის მიერ დასჯილი და დამცირებული.

ესაია 57:16-18
რადგან საუკუნოდ არ ვიდავებ და არც უკუნისამდე ვიმრისხანებ მე, რადგან დაუძლურდება ჩემს წინაშე სული და სამშვინელნი, მე რომ შევქმენი. მისი სიხარბის ცოდვის გამო განვრისხდი და დავცხე მას, დავმალე სახე და ვმრისხანებდი, ის კი, განდგომილი, დადიოდა თვისი გულის გზით. მისი გზები ვიხილე მე, მაგრამ განვკურნავ მას და წავიყვან, ვანუგეშებ და გავამართლებ მის მგლოვიარეთ

იერემია 2:30
„ამაოდ ვცემდი თქვენს ძეთ, დარიგება არ მიიღეს. თქვენმა მახვილმა, როგორც მომსპობმა ლომმა, შეჭამა თქვენი წინასწარმეტყველნი.

იერემია 30:14
ყველა შენმა მეგობარმა დაგივიწყა, არ გკითხულობენ, რადგან მტრის ჭრილობით დაგჭერი მე, სასტიკი სატანჯველით – შენი მრავალი ურჯულოების გამო, რადგან გამრავლდა შენი ცოდვები.

იერემია 46:28
ნუ გეშინია, ჩემო მსახურო იაკობ, – ამბობს უფალი, – რადგან მე შენთანა ვარ. მე მოვსპობ ყველა ხალხს, რომლებთანაც გაგაძევე, შენ კი არ მოგსპობ, მხოლოდ მოგარჯულებ სამართლისამებრ, მაგრამ დაუსჯელიც არ დამრჩები.

გოდება იერემიასი 1:5
მისი მეტოქენი თავში მოექცნენ, მისი მტრები ზეიმობენ, რადგან უფალმა დასაჯა იგი მისი უღმრთოების გამო, მის ბავშვებს ტყვეებად მიერეკებიან მტრები.

ოსია 7:12-14
როგორც კი წავლენ, ჩემს ბადეს მოვისვრი მათზე და ცის ფრინველებივით ჩამოვბერტყავ; დავსჯი მათ, როგორც გაფრთხილებული იყვნენ თავიანთ კრებულში. ვაი მათ, რადგან ზურგი მაქციეს! დაღუპვა მათ, რადგან განმიდგნენ! მე ვიხსენი ისინი, ისინი კი მზაკვრობენ ჩემს წინააღმდეგ! და გულით არ შემომღაღადებდნენ მე, არამედ კვნესოდნენ თავიანთ საწოლებში; პურისა და ღვინისთვის იკრიბებიან, მე კი განმიდგნენ.

ანგია 2:17
გინადგურებდით მთელს ნამუშაკევს ხორშაკით, სიყვითლით და სეტყვით. და მაინც არ მოიქეცით ჩემსკენ, – ამბობს უფალი. –

1 კორინთელთა 11:32
ხოლო განსჯილნი კი ვიწვრთნებით უფლის მიერ, რათა ქვეყნიერებასთან ერთად არ ვიქნეთ მსჯავრდადებულნი.

Advertisements