სასჯელის კანონიერი ასპექტები ბიბლიის მუხლები

დაბადება 3:23
და გაიყვანა იგი უფალმა ღმერთმა ედემის ბაღიდან, რათა დაემუშავებინა მიწა, რომლიდანაც იყო აღებული.

ეზრა 7:26
ის, ვინც არ დაემორჩილება შენი ღვთის რჯულსა და მეფის კანონს, მყისვე გაასამართლონ და აღასრულონ სამართალი: სიკვდილი თუ განდევნილება, ქონების ჩამორთმევა თუ დატუსაღება”.

იობი 18:18
ნათლიდან ბნელში განიდევნება და მიწისპირიდან აღიგვება.

იერემია 29:4
„ასე ეუბნება ცაბაოთ უფალი, ისრაელის ღმერთი, ყველა დევნილს, ვინც იერუსალიმიდან ბაბილონში განიდევნა:

ზაქარია 5:3
მითხრა: „ეს არის წყევლა, რომელიც მთელი დედამიწის პირზე გადმოვა, ვინაიდან ყოველი ქურდი მოისპობა გრაგნილის ერთ გვერდზე დაწერილის მიხედვით და ყოველი ცრუმოფიცარი მოისპობა გრაგნილის მეორე გვერდზე დაწერილისამებრ.

მეორე რჯული 25:2-3
თუ ცემის ღირსი იქნება დამნაშავე, წამოაქცევინოს იგი მოსამართლემ და აცემინოს თავის წინაშე, მისი დანაშაულის კვალობაზე, რამდენსაც იმსახურებს. ორმოცჯერ დაარტყან, მეტად არა, თორემ თუ გადააჭარბეს და ბევრი ურტყეს, დამცირდება შენს თვალში შენი მოძმე.

დანიელი 3:6
ვინც არ დაემხობა და თაყვანს არ სცემს, მაშინვე ცეცხლით გავარვარებულ ღუმელში იქნება ჩაგდებული!”

ეზრა 10:8
და ყველას, ვინც სამ დღეში არ მოვიდოდა, მთელი ქონება ჩამოერთმეოდა მთავართა და უხუცესთა გადაწყვეტილებით და მოკვეთილი იქნებოდა გადასახლებაში ნამყოფთა კრებულიდან.

იესო ნავეს ძე 8:25
იმ დღეს ჰაღაის მცხოვრებთაგან თორმეტი ათასი სული, მამაკაცი და დედაკაცი დაეცა.

გალატელთა 3:13
ქრისტემ გამოგვისყიდა რჯულის წყევლისგან და ჩვენს ნაცვლად გახდა წყეული, ვინაიდან დაწერილია: „წყეულია ყველა, ვინც ძელზეა დაკიდებული”.

ეზრა 6:11
ასევე გავეცი განკარგულება, რომ თუ ვინმე დაარღვევს ამ ბრძანებას – გამოიღონ ძელი მისი სახლიდან, აღმართონ და ზედ ჩამოკიდონ იგი; მისი სახლი კი ნაგვის გროვად აქციონ ამის გამო.

მათეს 27:26
მაშინ გაუთავისუფლა მათ ბარაბა, ხოლო იესო გააშოლტვინა და გადასცა, რომ ჯვარცმულიყო.

იოანეს 19:1
მაშინ წაიყვანა პილატემ იესო და გააშოლტვინა.

ესაია 53:5
ის კი ჩვენი ცოდვებისთვის იყო დაჭრილი, ჩვენი ურჯულოებისთვის იყო შემუსვრილი; ჩვენი სასჯელი იყო მასზე და მისი ჭრილობებით ჩვენ განვიკურნეთ.

2 კორინთელთა 11:24
ხუთჯერ მივიღე იუდეველთაგან ორმოცზე ერთით ნაკლები დარტყმა.

გამოცხადება 20:4
და ვიხილე ტახტები და მათზე მხსდომნი; და გადაეცათ მათ სამსჯავრო; და იესოს მოწმობისა და ღვთის სიტყვისთვის თავმოკვეთილთა სულები, რომლებმაც არც მხეცს სცეს თაყვანი, არც მის ხატებას და არც მისი ნიშანი მიიღეს შუბლსა და ხელზე. ისინი გაცოცხლდნენ და მეფობდნენ ქრისტესთან ერთად ათას წელს.

დანიელი 6:16
მაშინ ბრძანა მეფემ, მოიყვანეს დანიელი და ლომების ხაროში ჩააგდეს. და უთხრა მეფემ დანიელს: „შენი ღმერთი, რომელსაც ერთგულად ემსახურები, ის გიხსნის შენ!”

ებრაელთა 11:36
ზოგმა გინება და გვემა, ბორკილები და საპყრობილეები დაითმინა.

Advertisements