სასოწარკვეთილება ბიბლიის მუხლები

ფსალმუნები 42:5
რას დაღვრემილხარ, სულო ჩემო, და რად დამკვნესი? მიენდე ღმერთს, რადგან კვლავაც ვადიდებ მას, ჩემს მხსნელსა და ჩემს ღმერთს.

იერემია 31:15
ასე ამბობს უფალი: ხმა გაისმა რამაში, ტირილი და მწარე გოდება; რახელი დასტირის თავის ძეთ და არ უნდა ნუგეშისცემა თავისი შვილების გამო, რადგან აღარ არიან ისინი.

1 მეფეთა 31:4
და როცა დაინახა საჭურველთმტვირთველმა, რომ მოკვდა საული, ისიც ზედ დაეგო თავის მახვილს და მოკვდა მასთან ერთად.

2 მეფეთა 17:23
და როცა დაინახა ახითოფელმა, რომ არ გავიდა მისი თათბირი, შეკაზმა სახედარი, გაემზადა და შინ წავიდა, თავის ქალაქში. ანდერძი დაუტოვა თავის სახლს და თავი ჩამოიხრჩო. და მოკვდა და თავისი მამის საძვალეში დამარხეს.

იონა 4:1-3
იონა ძალზე განაწყენდა და გამწარდა.  ლოცვა აღუვლინა უფალს და უთხრა: „განა ამას არ ვამბობდი, უფალო, როცა ჯერ კიდევ ჩემს მიწაზე ვიყავი? თავიდანაც იმიტომ გავრბოდი თარშიშში, რომ ვიცოდი, მოწყალე და მიმტევებელი ღმერთი ხარ, რისხვაგვიანი და დამთმენი; ყოველთვის თავს არიდებ დასჯას. ახლა ბარემ სული ამომხადე, უფალო, რადგან ამ სიცოცხლეს სიკვდილი მირჩევნია.“

გამოცხადება 9:6
იმ დღეებში ადამიანები სიკვდილს დაუწყებენ ძებნას, მაგრამ ვერ ჰპოვებენ მას. ინატრებენ სიკვდილს, მაგრამ სიკვდილი გაექცევა მათ.

იობი 7:6
ჩემი დღეები ჯარაზე სწრაფია და უიმედოდ იწურებიან;

ფსალმუნები 39:11-12
უფალო, ნუ მომაკლებ შენს წყალობას; შენი მადლი და შენი ჭეშმარიტება მუდამ მიცავენ მე! რადგან გარს მერტყმის აურაცხელი უბედურება, წამომეწივნენ ცოდვანი ჩემნი, აღარ ძალმიძს მე გზის დანახვა; ჩემი თმის ბეწვებზე მეტად მომრავლდნენ და გული ჩამწყდა.

ესაია 59:9
ამიტომაა რომ გაგვშორდა სამართალი და სიმართლე ვერ გვეწვევა ჩვენ; სინათლეს ველით, მაგრამ ბნელში ვართ, ველით გამობრწყინებას, მაგრამ წყვდიადში დავდივართ.

საქმეები 27:20
მრავალი დღის განმავლობაში არც მზე ჩანდა, არც ვარსკვლავები და ქარიშხალი ოდნავადაც არ დამცხრალა. ბოლოს, გადარჩენის ყოველგვარი იმედი გადაგვეწურა.

ფსალმუნები 34:17-20
მართალნი მოუხმობენ და ისმენს უფალი, იხსნის მათ ყველა გასაჭირისგან. ახლოა უფალი გულმოდრეკილებთან, და სულით მორჩილებს იხსნის ის. მრავალია სიძნელე მართლისა; მაგრამ ყველაფრისაგან იხსნის უფალი. ის იცავს მის ყოველ ძვალს, მათგან ერთიც არ შეიმუსრება.

2 კორინთელთა 4:8-9
ყველაფერში შევიწროებულნი ვართ, მაგრამ არა ვართ დათრგუნულნი. შეწუხებულნი ვართ, მაგრამ არა სასოწარკვეთილნი. დევნილნი ვართ, მაგრამ არა მიტოვებულნი, გადაყრილნი, მაგრამ არა დაღუპულნი.

1 პეტრეს 5:7
მიანდეთ მას ყველა თქვენი საზრუნავი, რადგან ის ზრუნავს თქვენზე.

1 კორინთელთა 10:13
არ შეგმთხვევიათ ჯერ სხვა განსაცდელი, გარდა ადამიანურისა: ხოლო სარწმუნოა ღმერთი, რომელიც არ დაუშვებს, რომ თქვენს შესაძლებლობაზე მეტად გამოიცადოთ, არამედ განსაცდელში მოგცემთ გამოსავალს, რომ შესძლოთ ატანა.

ებრაელთა 12:6-7
რადგან ვინც უყვარს, იმას წვრთნის უფალი; სცემს ყოველ შვილს, რომელსაც იღებს.“ აიტანეთ წვრთნა! ღმერთი ისე გეპყრობათ, როგორც შვილებს. განა არის ისეთი შვილი, რომელსაც მამა არ წვრთნიდეს?

ფილიპელთა 4:19
ჩემი ღმერთი კი დააკმაყოფილებს თქვენს ყოველ საჭიროებას, თავისი სიმდიდრისამებრ, დიდებით ქრისტე იესოში.

რომაელთა 15:13
ხოლო სასოების ღმერთმა აგავსოთ ყოველგვარი სიხარულით და მშვიდობით რწმენაში, რათა სულიწმიდის ძალით იუხვოთ სასოებაში.

2 კორინთელთა 12:9
და მითხრა: „საკმარისია შენთვის ჩემი მადლი, რადგან უძლურებაში სრულიქმნება ჩემი ძალა.“ ამიტომ უფრო ხალისით დავიქადნი ჩემი უძლურებებით, რათა ქრისტეს ძალა დამკვიდრდეს ჩემში.

გამოცხადება 21:3-4
და გავიგონე ტახტიდან დიდი ხმა, რომელიც ამბობდა: „აჰა, ღმერთის სავანე კაცთა შორის! და ის დამკვიდრდება მათთან, ისინი იქნებიან მისი ხალხი და თავად ღმერთი იქნება მათთან. და მოსწმენდს ყოველ ცრემლს მათი თვალებიდან და აღარ იქნება სიკვდილი, არც გლოვა, არც კვნესა, არც ტკივილი, რადგან წინანდელი უკვე გარდავიდა.“

იოანეს 5:24
ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ვინც ჩემს სიტყვებს ისმენს და ჩემს მომავლინებელს იწამებს, საუკუნო სიცოცხლე ექნება და არ განისჯება, არამედ გადავა სიკვდილიდან სიცოცხლეში.

რომაელთა 12:2
და ნუ მიესადაგებით ამ საუკუნეს, არამედ შეიცვალენით თქვენი გონების განახლებით, რათა შეიცნოთ, რა არის ღმერთის ნება – კეთილი, სასურველი და სრულყოფილი.

ფილიპელთა 4:6-7
არაფერზე იზრუნოთ, არამედ მადლობით ყოველ ლოცვასა და ვედრებაში აუწყეთ თქვენი სათხოვარი ღმერთს. და ღმერთის მშვიდობა, რომელიც ყოველგვარ გონებას აღემატება, დაიფარავს თქვენს გულებს და თქვენს ფიქრებს ქრისტე იესოში.

რომაელთა 8:28
ჩვენ კი ვიცით, რომ ღმერთის მოყვარულებისთვის, მისი განწესებით მოწოდებულებისთვის, ყველაფერი სასიკეთოდ მოქმედებს.

ფსალმუნები 54:22
მიანდე უფალს შენი ბედი და ის განგამტკიცებს, არასოდეს არ დაუშვებს მართლის წაბორძიკებას.

Advertisements