სატანა ბიბლიის მუხლები

იობი 1:6-7
და მივიდნენ ერთ დღეს ღვთის ძენი უფლის წინაშე წარსადგომად და სატანაც მივიდა მათ შორის. ჰკითხა უფალმა სატანას: „საიდან მოხვედი?” მიუგო სატანამ უფალს: „ქვეყნად დავწანწალებდი და მიმოვდიოდი”.

იაკობის 4:7
ამიტომ დაემორჩილეთ ღმერთს, წინ აღუდექით ეშმაკს და გაიქცევა თქვენგან.

მათეს 4:1-11
მაშინ უდაბნოში წაიყვანა სულმა იესო ეშმაკისგან გამოსაცდელად. იმარხულა ორმოც დღეს და ორმოც ღამეს და ბოლოს მოშივდა. მიუახლოვდა მაცდური და უთხრა: „თუ ღმერთის ძე ხარ, თქვი, რომ პურებად იქცნენ ეს ქვები”. იესომ მიუგო პასუხად: „დაწერილია, არა მხოლოდ პურით ცოცხლობს კაცი, არამედ ღმერთის პირიდან მომდინარე ყოველი სიტყვით”. მაშინ წაიყვანა იგი ეშმაკმა წმიდა ქალაქში და დააყენა ტაძრის ქიმზე. უთხრა: „თუ ღმერთის ძე ხარ, გადავარდი აქედან, რადგან დაწერილია: თავის ანგელოზებს უბრძანებს შენზე და ისინი ხელში აყვანილს გატარებენ, რათა ქვას არ წამოკრა ფეხი”. იესომ უპასუხა: „ასევე დაწერილია: არ გამოსცადო უფალი, ღმერთი შენი”. ისევ წაიყვანა იგი ეშმაკმა ძალიან მაღალ მთაზე, და უჩვენა მას ქვეყნიერების ყველა სამეფო და მათი დიდება. უთხრა: „ყოველივე ამას შენ მოგცემ, თუ დაემხობი და თაყვანს მცემ”. იესომ კი უპასუხა: „განვედ, სატანავ, რადგან დაწერილია: უფალს, შენს ღმერთს ეცი თაყვანი და მხოლოდ მას ემსახურე”. მაშინ მიატოვა იგი ეშმაკმა. და აჰა, ანგელოზები მიეახლნენ და ემსახურნენ მას.

ეფესელთა 4:27
ადგილი არ მისცეთ ეშმაკს.

2 კორინთელთა 2:11
რათა ზიანი არ მოგვაყენოს სატანამ; ვინაიდან ჩვენთვის უცნობი არ არის მისი ზრახვები.

2 კორინთელთა 14:11
თუმცა არ მიკვირს, რადგან თვით სატანაც ხომ ნათლის ანგელოზის სახეს ღებულობს.

1 პეტრეს 5:8
იყავით მღვიძარენი, იფხიზლეთ, რადგან თქვენი მოწინააღმდეგე ეშმაკი დაძრწის როგორც მბრდღვინავი ლომი და ეძებს, ვინ ჩაყლაპოს.

1 იოანეს 3:10
ამით შეიცნობიან ღვთის შვილნი და ეშმაკის შვილნი: ყოველი, ვინც სიმართლით არ იქცევა და ისიც, ვისაც თავისი ძმა არ უყვარს, ღვთისგან არ არის.

რომაელთა 16:20
ხოლო მშვიდობის ღმერთი მალე თქვენს ფერხთით შემუსრავს სატანას. ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მადლი თქვენთან. ამინ!

2 კორინთელთა 11:3
მაგრამ ვშიშობ, რომ როგორც გველმა აცდუნა ევა თავისი მზაკვრობით, ასევე არ გაიხრწნას თქვენი გონება და არ გადაუხვიოთ უბრალოებასა და სიწმიდეს ქრისტეში.

ლუკას 22:31
და თქვა უფალმა: „სიმონ, სიმონ! აჰა, სატანამ მოითხოვა, რომ ხორბალივით გაგცხრილოთ.

იოანეს 8:44
თქვენი მამა ეშმაკია და მამათქვენის გულისთქმის შესრულება გწადიათ. ის კაცის მკვლელი იყო თავიდან და ჭეშმარიტებაში ვერ დადგა, რადგან არაა მასში ჭეშმარიტება. როცა სიცრუეს ამბობს, თავისას ამბობს, რადგან ცრუა იგი და სიცრუის მამაა.

გამოცხადება 20:7-10
ათასი წელი რომ შესრულდება, გათავისუფლდება სატანა თავისი საპყრობილედან; და გამოვა, რათა დედამიწის ოთხივე კუთხეში შეაცდინოს ერები, გოგი და მაგოგი; და საბრძოლველად შეკრიბოს ისინი, რომელთა რიცხვი ზღვის ქვიშასავითაა. და გამოვიდნენ დედამიწის მთელ სივრცეზე, გარს შემოერტყნენ წმიდანთა ბანაკს და საყვარელ ქალაქს; და ჩამოვიდა ცეცხლი ზეციდან და შთანთქა ისინი. ხოლო ეშმაკი, მათი მაცდუნებელი, ჩაგდებულ იქნა ცეცხლისა და გოგირდის ტბაში, სადაც მხეცი და ცრუწინასწარმეტყველი იმყოფებიან, და იტანჯებიან დღე და ღამე უკუნითი უკუნისამდე.

გამოცხადება 12:12
ამიტომ იმხიარულეთ, ცანო და თქვენ, ვინც მათში მკვიდრობთ! ვაი, მიწასა და ზღვას, ვინაიდან თქვენთან ჩამოვარდა ეშმაკი დიდი მძვინვარებით, რადგან იცის, რომ მცირე დროღა დარჩა.

მათეს 16:23
ის მიუბრუნდა პეტრეს და უთხრა: „გამშორდი, სატანავ! საცდური ხარ ჩემთვის, რადგან იმაზე კი არ ფიქრობ, რაც ღვთიურია, არამედ იმაზე, რაც ადამიანურია”.

2 კორინთელთა 12:7
და რომ არ გავმედიდურდე მეტისმეტი გამოცხადებებით, ეკალი მომეცა სხეულში, სატანის ანგელოზი, რომ დამქენჯნოს – რათა არ გავმედიდურდე.

გამოცხადება 2:9
ვიცი შენი გასაჭირი და სიღატაკე, თუმცა მდიდარი ხარ, და გმობა მათგან, რომლებიც თავის თავზე ამბობენ, იუდეველები ვართო, და არ არიან, არამედ სატანის საკრებულო არიან.

1 თესალონიკელთა 2:18
ამისთვის გვინდოდა, განსაკუთრებით კი მე, პავლეს, ერთი-ორჯერ თქვენთან მოსვლა, მაგრამ სატანა გვაბრკოლებდა.

ეფესელთა 6:16
და ყოველივე ამასთან ერთად აიღეთ რწმენის ფარი, რომლითაც შეძლებთ ბოროტის გავარვარებული ისრების ჩაქრობას.