სატანის საქმეების განადგურება ბიბლიის მუხლები

სოფონია 1:4
ხელს მოვუღერებ იუდეას და იერუსალიმის ყველა მკვიდრს. მოვკვეთ ამ ადგილიდან ბაყალის ნატამალს, ქურუმთა სახსენებელს მღვდლებთან ერთად,

რომაელთა 6:6
რადგან ვიცით, რომ მასთან ერთად ჯვარს ეცვა ჩვენი ძველი ადამიანი, რათა გაუქმდეს ცოდვის სხეული და აღარ ვიყოთ ცოდვის მონები.

ლევიანნი 26:30
გავანადგურებ თქვენს მაღლობებს და დავაქცევ თქვენი მზის კერპებს, და დავყრი თქვენს გვამებს თქვენს დამსხვრეულ კერპებზე, და შეგიძულებთ ჩემი სული.

ეზეკიელი 6:3-6
და უთხარი: მთანო ისრაელისა! ისმინეთ სიტყვა უფალი ღმერთისა: ასე უთხრა უფალმა ღმერთმა მთებს, ბორცვებს, ველებსა და ღელეებს: აჰა, მე მომაქვს თქვენზე მახვილი და მოვსპობ თქვენს სამსხვერპლო მაღლობებს. და დაინგრევა თქვენი სამსხვერპლოები და დაილეწება თქვენი მზის სვეტები და დაეცემიან თქვენი განგმირულები თქვენი კერპების წინ.   და დავყრი ისრაელიანთა გვამებს მათი კერპების წინ და გავფანტავ თქვენს ძვლებს თქვენი სამსხვერპლოების ირგვლივ.  მთელს თქვენს სამკვიდროში აოხრდება ქალაქები და დაინგრევა სამსხვერპლო მაღლობები, რათა გატიალდეს და განადგურდეს თქვენი სამსხვერპლოები, და დაილეწოს და მოისპოს თქვენი კერპები, და დაემხოს თქვენი მზის სვეტები და აღმოიფხვრას თქვენი ხელით ნაქნარი.

რიცხვნი 33:52
განდევნეთ თქვენგან ყველა მკვიდრი იმ ქვეყნისა და მოსპეთ მათი ღმერთების ყველა გამოსახულება, და ყველა მათი ჩამოსხმული კერპი და ყველა მათი მაღლობი ააოხრეთ.

მარკოზის 1:23-26
და უეცრად იყვირა მათ სინაგოგაში მყოფმა, უწმიდური სულით შეპყრობილმა კაცმა: „რა გინდა ჩემგან, იესო ნაზარეველო? ჩვენს დასაღუპად მოხვედი? გიცნობ, ვინც ხარ, ღმერთის წმიდავ.“ და შერისხა იგი იესომ და უთხრა: „გაჩუმდი და გადი მაგისგან.“ და შეანჯღრია იგი უწმიდურმა სულმა, იყვირა დიდი ხმით და გამოვიდა მისგან.

2 თესალონიკელთა 2:8
მაშინ გამოჩნდება ურჯულო, რომელსაც უფალი იესო გაანადგურებს თავის ბაგეთა სულით და თავისი მოსვლის გაცხადებისას განაქარვებს

1 იოანეს 3:8
ცოდვის ჩამდენი ეშმაკისაგან არის, რადგან დასაბამიდან ეშმაკი სცოდავს. იმისათვის გამოჩნდა ძე ღვთისა, რათა დაერღვია ეშმაკის საქმენი.

ებრაელთა 2:14
რაკი შვილები სისხლისა და ხორცის მოზიარენი არიან, თავადაც ეზიარა სისხლსა და ხორცს, რათა სიკვდილით გააქარწყლოს ის, ვისაც სიკვდილის ხელმწიფება აქვს, ესე იგი ეშმაკი,

გამოცხადება 11:18
და გამძვინვარდნენ ერები და მოვიდა შენი რისხვა და ჟამი, რათა განისაჯონ მკვდრები და საზღაური მიეცეთ შენს მსახურთ – წინასწარმეტყველებს და წმიდებს, და მათ, რომელთაც შენი სახელის ეშინიათ – პატარებს და დიდებს, და შეიმუსრონ დედამიწის შემმუსვრელნი.“

ესაია 25:8
შთანთქავს სიკვდილს საუკუნოდ, და მოწმედს უფალი ღმერთი ცრემლს ყოველ სახეს, და სირცხვილს მოხოცავს თავის ერს მთელს ქვეყანაზე; რადგან ასე ამბობს უფალი.

გამოცხადება 17:8-11
მხეცი, რომელიც შენ იხილე, იყო და არ არის, და აპირებს უფსკრულიდან ამოსვლას და მიემართება დაღუპვისაკენ. დედამიწის მკვიდრებს, რომელთა სახელებიც არ არის ჩაწერილი სიცოცხლის წიგნში ქვეყნიერების დასაბამიდან, გაუკვირდებათ, როცა დაინახავენ მხეცს, რომელიც იყო და არ არის და მოვა. აქ საჭიროა გონება, რომელსაც სიბრძნე აქვს: შვიდი თავი შვიდი მთაა, რომელზეც ეს დედაკაცი ზის. მეფენიც შვიდნი არიან: ხუთი დაეცა, ერთი არის, მეორე კი ჯერ არ მოსულა და, როცა მოვა, მცირე ხანს დარჩება. მხეცი, რომელიც იყო და არ არის, მერვეა, მაგრამ ეკუთვნის შვიდთა რიცხვს და მიდის დასაღუპად.

მეორე რჯული 9:21
ავიღე თქვენი ნაცოდვარი – ხბო, თქვენ რომ გაგეკეთებინათ და დავწვი ცეცხლში, და დავნაყე და დავფქვი, მტვრად ვაქციე და მთიდან მომდინარე ნაკადულში ჩავყარე.

Advertisements