საუკუნო სასჯელი ბიბლიის მუხლები

გამოცხადება 20:10
ხოლო ეშმაკი, რომელმაც აცდუნა ისინი, ჩაგდებულ იქნა ცეცხლისა და გოგირდის ტბაში, სადაც არიან მხეცი და ცრუწინასწარმეტყველი, და დაიტანჯებიან ისინი დღე და ღამე, უკუნითი უკუნისამდე.

2 თესალონიკელთა 1:9
ისინი სასჯელად მიიღებენ მარადიულ დაღუპვას უფლის პირისაგან და მისი ძლიერების დიდებისაგან,

მათეს 25:41
და მაშინ ეტყვის იმათაც, ვინც მარცხნივაა: ‘წადით ჩემგან, წყეულნო, საუკუნო ცეცხლში, რომელიც გამზადებულია ეშმაკისა და მისი ანგელოზებისათვის.

ებრაელთა 6:1-2
ამიტომ წინ წავიდეთ ქრისტეს სიტყვის საწყისებიდან და ვისწრაფოთ სრულყოფისაკენ, ნუ შევჩერდებით კვლავ საძირკველის ჩაყრაზე – მკვდარ საქმეთა მონანიებაზე და ღმერთის რწმენაზე, ნათლობათა, ხელდასხმის, მკვდართა აღდგომისა და საუკუნო სასჯელის მოძღვრებაზე.

მათეს 25:46
და წავლენ ესენი საუკუნო სატანჯველში, ხოლო მართალნი – საუკუნო სიცოცხლეში.“

მარკოზის 9:43-48
თუ შენი ხელი გაცდუნებს, მოიკვეთე იგი. გიჯობს, ხეიბარი შეხვიდე სიცოცხლეში, ვიდრე ორი ხელის მქონე შეხვიდე ჯოჯოხეთში, უშრეტ ცეცხლში, სადაც მათი მატლი არ კვდება და ცეცხლი არ ნელდება. თუ შენი ფეხი გაცდუნებს, მოიკვეთე იგი. გიჯობს, კოჭლი შეხვიდე სიცოცხლეში, ვიდრე ორი ფეხი გქონდეს და ჯოჯოხეთში ჩაგაგდონ, სადაც მათი მატლი არ კვდება და ცეცხლი არ ნელდება. თუ შენი თვალი გაცდუნებს, ამოითხარე იგი. გიჯობს, ცალთვალა შეხვიდე ღმერთის სასუფეველში, ვიდრე ორი თვალი გქონდეს და ჯოჯოხეთში ჩაგაგდონ,  სადაც მათი მატლი არ კვდება და ცეცხლი არ ნელდება.

იოანეს 5:29
და კეთილის მოქმედნი სიცოცხლის აღდგომისთვის გამოვლენ, სიავის მოქმედნი კი განკითხვის აღდგომისათვის.

დანიელი 12:2
და მრავალი მიწის მტვერში მიძინებული გამოიღვიძებს, ზოგი საუკუნო სიცოცხლისათვის, ზოგი საუკუნო გმობისა და შერცხვენისათვის.


მსგავსი თემები:

საუკუნო კურთხევა        საუკუნო გამოხსნა       საუკუნო სიკვდილი        საუკუნო ერთგულება
საუკუნო საკუთრება       საუკუნო ქება-დიდება      მარადიული უსაფრთხოება
უცვლელი ჭეშმარიტება      მარადისობის ბუნება        საუკუნო სიცოცხლის ნიჭი (საჩუქარი)
მარადიულობის განცდა

Advertisements