საუკუნო სიცოცხლის ნიჭი (საჩუქარი) ბიბლიის მუხლები

იოანეს 5:39-40
იკვლევთ წერილებს, რადგან გგონიათ, რომ მათში გაქვთ საუკუნო სიცოცხლე. ისინი კი ჩემზე მოწმობენ. თქვენ ჩემთან მოსვლა არა გსურთ, რათა სიცოცხლე გქონდეთ.

გალატელთა 3:11-12
ცხადია, რომ რჯულით ვერავინ გამართლდება ღვთის წინაშე, ვინაიდან მართალი რწმენით იცოცხლებს. ხოლო რჯული რწმენით არ არის, მაგრამ, ვინც მას შეასრულებს, მისით იცოცხლებს.

რომაელთა 3:20
იმიტომ, რომ რჯულის საქმეებით ვერცერთი ხორციელი ვერ გამართლდება მის წინაშე, ვინაიდან რჯულით შეიცნობა ცოდვა.

1 იოანეს 5:11-12
ეს არის მოწმობა, რომ ღმერთმა მოგვანიჭა საუკუნო სიცოცხლე და ეს სიცოცხლე მის ძეშია. ვისაც ძე ჰყავს, სიცოცხლე აქვს. ვისაც ძე ღვთისა არა ჰყავს, სიცოცხლე არა აქვს.

იოანეს 11:25-26
უთხრა მას იესომ: „მე ვარ აღდგომა და სიცოცხლე. ვინც მე მიწამებს, კიდეც რომ მოკვდეს, იცოცხლებს. ყველა, ვინც ცოცხალია და მე მიწამებს, არ მოკვდება უკუნისამდე. გწამს ეს?“

იოანეს 14:6
ეუბნება მას იესო: „მე ვარ გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე. ვერავინ მივა მამასთან, თუ არა ჩემი მეშვეობით.

რომაელთა 5:21
რათა, როგორც ცოდვა მეფობდა სიკვდილით, ასევე მადლმა იმეფოს სიმართლის მეოხებით საუკუნო სიცოცხლისათვის ჩვენი უფლის, იესო ქრისტეს მიერ.

ებრაელთა 5:9
და იგი, სრულქმნილი, საუკუნო ხსნის წყარო გახდა ყველა მისი მორჩილისათვის,

ებრაელთა 9:12
არა ვაცთა და ზვარაკთა სისხლით, არამედ საკუთარი სისხლით შევიდა ერთხელ წმიდათა წმიდაში და მოგვიპოვა საუკუნო გამოსყიდვა.

2 ტიმოთეს 1:1
პავლე, ღმერთის ნებით ქრისტე იესოს მოციქული ქრისტე იესოში სიცოცხლის აღთქმისამებრ,

1 იოანეს 5:20
ისიც ვიცით, რომ მოვიდა ძე ღვთისა და მოგვცა გონება, რათა შევიცნოთ ჭეშმარიტი და ვიყოთ ჭეშმარიტში, მის ძე იესო ქრისტეში. ეს არის ჭეშმარიტი ღმერთი და საუკუნო სიცოცხლე.

რომაელთა 6:23
რადგან ცოდვის საზღაური სიკვდილია, ხოლო ღმერთის მადლი – საუკუნო სიცოცხლე ქრისტე იესოში, ჩვენს უფალში.

იოანეს 6:27
ნუ ირჯებით ხრწნადი საზრდოსათვის, არამედ იმ საზრდოსათვის გაისარჯეთ, რომელიც რჩება საუკუნო სიცოცხლისათვის, რომელსაც კაცის ძე მოგცემთ თქვენ, რადგან მას დაასვა ბეჭედი მამა ღმერთმა.“

იოანეს 10:28
მე მათ საუკუნო სიცოცხლეს ვაძლევ და არ დაიღუპებიან უკუნისამდე, და ხელიდან ვერავინ გამომტაცებს მათ.

რომაელთა 2:7
მათ, ვინც კეთილი საქმის გამუდმებული კეთებით ეძებს დიდებას, პატივსა და უხრწნელებას – საუკუნო სიცოცხლეს,

რომაელთა 5:15-17
მაგრამ მადლის ნიჭი არაა დანაშაულივით. რადგან თუ ერთის დანაშაულით მრავალი გაწყდა, რამდენად უმეტესია ღმერთის მადლის და ნიჭის სიმდიდრე, რომელიც მიეცა ადამიანებს ერთი კაცის, იესო ქრისტეს, მადლით. ხოლო მადლის ნიჭი იგივე არ არის, რაც შედეგი ერთი შეცოდებისა, რადგან ერთის გამო გამოვიდა მსჯავრი, მადლის ნიჭით კი მრავალი დანაშაულის გამართლება მოხდა. რადგან, თუ ერთის დანაშაულით სიკვდილი გამეფდა, მით უმეტეს, მადლისა და სიმართლის ნიჭის უხვად მიმღებელნი იმეფებენ სიცოცხლეში ერთის, იესო ქრისტეს, მეშვეობით.

ეფესელთა 2:8-9
რადგან მადლით ხართ გამოხსნილნი, რწმენის წყალობით, და ეს თქვენი კი არა, ღმერთის ნიჭია, არა საქმეთაგან, რათა არავინ დაიქადოს,

1 პეტრეს 3:7
თქვენც, ქმრებო, ასევე გონივრულად მოეპყარით ცოლებს, როგორც შედარებით უძლურ ჭურჭელს, პატივი ეცით, როგორც სიცოცხლის მადლის თანამემკვიდრეებს, რათა ლოცვა არ დაგიბრკოლდეთ.

2 პეტრეს 1:3
მისმა ღვთიურმა ძალამ მოგვანიჭა ყოველივე, რაც სიცოცხლისა და ღვთისმოსაობისათვის გვჭირდება, მისი შემეცნების მეშვეობით, ვინც მოგვიწოდა თავის დიდებასა და სათნოებაში,

იოანეს 3:16
რადგან ისე შეიყვარა ღმერთმა ქვეყანა, რომ მისცა თავისი მხოლოდშობილი ძე, რათა ყოველი, ვინც მას ირწმუნებს, არ დაიღუპოს, არამედ საუკუნო სიცოცხლე ჰქონდეს.

იოანეს 5:24
ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ვინც ჩემს სიტყვებს ისმენს და ჩემს მომავლინებელს იწამებს, საუკუნო სიცოცხლე ექნება და არ განისჯება, არამედ გადავა სიკვდილიდან სიცოცხლეში.

იოანეს 6:40
ჩემი მამის ნება ისაა, რომ ყველას, ვინც ძეს იხილავს და ირწმუნებს, საუკუნო სიცოცხლე ჰქონდეს, და მე აღვადგენ მას უკანასკნელ დღეს.“

იოანეს 20:30-31
ბევრი სხვა სასწაულიც მოიმოქმედა იესომ მოწაფეების წინაშე, რაც ამ წიგნში არ დაწერილა. ეს კი დაიწერა, რათა ირწმუნოთ, რომ იესო არის ქრისტე, ძე ღმერთისა, და რომელთაც ირწმუნეთ, გქონდეთ სიცოცხლე მისი სახელით.

1 ტიმოთეს 1:16
სწორედ იმიტომ ვიქენი შეწყალებული, რომ ჩემში იესო ქრისტეს პირველად ეჩვენებინა მთელი თავისი სულგრძელება სამაგალითოდ მათთვის, ვინც ირწმუნებს მას საუკუნო სიცოცხლისათვის.

იოანეს 12:25-26
ვისაც თავისი სული უყვარს, დაკარგავს მას: და ვისაც თავისი სული სძულს ამ ქვეყნად, საუკუნო სიცოცხლისათვის შეინახავს მას. ვინც მე მემსახურება, მევე გამომყვეს, და სადაც მე ვიქნები, იქვე იყოს ჩემი მსახურიც. ვინც მე მემსახურება, მას პატივს მიაგებს მამა.

მათეს 7:14
რადგან ვიწროა კარიბჭე და ვიწროა გზა, რომელსაც სიცოცხლისაკენ მიჰყავს, და მცირედნი არიან, ვინც ჰპოვებს მას.

მარკოზის 8:37-38
ანდა რას მისცემს კაცი თავისი სულის სანაცვლოდ? რადგან ვისაც ვერცხვინები მეცა და ჩემი სიტყვებიც ამ მემრუშე და ცოდვილ მოდგმაში, ძეც კაცისა სამარცხვინოდ მიიჩნევს მას, როდესაც მოვა მამის თვისის დიდებითა და წმიდა ანგელოზთა თანხლებით.

საქმეები 11:18
ეს რომ მოისმინეს, დამშვიდდნენ, ადიდეს ღმერთი და თქვეს: ეტყობა, ღმერთმა წარმართთაც მისცა სინანული სიცოცხლისთვისო.

რომაელთა 6:8-11
და თუ ჩვენ ქრისტესთან ერთად მოვკვდით, გვწამს, რომ მასთან ვიცოცხლებთ კიდეც, რადგან ვიცით, რომ მკვდრეთით აღმდგარი ქრისტე აღარ კვდება და სიკვდილი აღარ ბატონობს მასზე. რადგან, ის რომ მოკვდა, ცოდვისათვის მოკვდა ერთხელ, ხოლო რომ ცოცხლობს, ღმერთისათვის ცოცხლობს. თქვენც ასევე შერაცხეთ თქვენი თავი ცოდვისათვის მკვდრებად და ღმერთისათვის ცოცხლებად ქრისტე იესოში.


მსგავსი თემები:

საუკუნო კურთხევა        საუკუნო გამოხსნა       საუკუნო სიკვდილი        საუკუნო ერთგულება
საუკუნო საკუთრება       საუკუნო ქება-დიდება       საუკუნო სასჯელი      მარადიული უსაფრთხოება
უცვლელი ჭეშმარიტება      მარადისობის ბუნება        მარადიულობის განცდა