საუკუნო სიმშვიდე ბიბლიის მუხლები

ებრაელთა 4:3-4
სიმშვიდეში კი შევდივართ მორწმუნენი, როგორც მან თქვა: „ამიტომ დავიფიცე ჩემი რისხვისას, რომ ვერ შემოვლენ ისინი ჩემს სიმშვიდეში”; თუმცა ღვთის საქმენი დასრულებულნი იყვნენ ჯერ კიდევ წუთისოფლის დასაბამიდან.  ვინაიდან სადღაც ასე აქვს ნათქვამი მეშვიდე დღეზე: “და დაისვენა ღმერთმა მეშვიდე დღეს ყოველი თავისი საქმისგან”.

დაბადება 2:2-3
დაასრულა ღმერთმა მეშვიდე დღისთვის თავისი საქმე და დაისვენა მეშვიდე დღეს ყოველი საქმისაგან, რასაც აკეთებდა.  აკურთხა ღმერთმა მეშვიდე დღე და წმიდაჰყო იგი, რადგან ამ დღეს დაისვენა მან ყოველი საქმისაგან, რასაც აკეთებდა.

ებრაელთა 4:8
რადგან იეშუა ნავეს ძეს რომ მიენიჭებინა მათთვის სიმშვიდე, ამის შემდეგ სხვა დღეზე აღარაფერს იტყოდა.

მეორე რჯული 31:7
მოუხმო მოსემ იეშუას და უთხრა მას მთელი ისრაელის თვალწინ: „გამაგრდი და განმტკიცდი, რადგან შენ შეხვალ ამ ხალხთან ერთად იმ მიწაზე, რომლის მიცემაც ფიცით აღუთქვა უფალმა მათ მამებს და შენ დაუმკვიდრებ მას.

იესო ნავეს ძე 22:4
ხლა კი დაასვენა უფალმა, თქვენმა ღმერთმა, თქვენი ძმები, როგორც ნათქვამი ჰქონდა მათთვის; ახლა გაბრუნდით და წადით თქვენ-თქვენს კარვებში, თქვენს სამკვიდრო მიწაზე, რომელიც მოგცათ მოსემ, უფლის მსახურმა, იორდანეს მეორე მხარეს.

ებრაელთა 4:9
ესეიგი, შაბათის სიმშვიდე კვლავ რჩება ღვთის ხალხისთვის.

გამოცხადება 14:13
და გავიგონე ხმა ციდან, რომელიც მეუბნებოდა: „დაწერე: ნეტარ არიან მკვდარნი, რომელნიც ამიერიდან უფალში იხოცებიან. დიახ, ამბობს სული, რათა განისვენონ თავიანთი შრომისგან; და მათი საქმეები თან წაჰყვება მათ”.

ლუკას 23:43
იესომ უთხრა: „ჭეშმარიტად გეუბნები შენ: დღესვე ჩემთან ერთად იქნები სამოთხეში”.

იოანეს 14:3
როცა წავალ და ადგილს მოგიმზადებთ, ისევ მოვალ და ჩემთან წაგიყვანთ, რათა, სადაც მე ვარ, თქვენც იქ იყოთ.

ფილიპელთა 1:23
ორივე მიზიდავს: მსურს წავიდე და ვიყო ქრისტესთან, რაკი ეს ბევრად უკეთესია.

გამოცხადება 3:4
თუმცა გყავს სარდეში რამდენიმე კაცი, სამოსი რომ არ წაუბილწავთ; ისინი ჩემთან ერთად ივლიან თეთრებში, რადგან ღირსნი არიან.
ამიტომაც არიან ღმერთის ტახტის წინ და ემსახურებიან მას დღე და ღამე მის ტაძარში; და ტახტზე მჯდომი გაშლის თავის კარავს მათზე.

2 კორინთელთა 5:8
თუმცა მხნედ ვართ და გვირჩევნია განვშორდეთ სხეულს, რათა უფალთან დავბინავდეთ.
ლუკას 13:29
მოვლენ აღმოსავლეთიდან და დასავლეთიდან, ჩრდილოეთიდან და სამხრეთიდან, და დასხდებიან ღმერთის სამეფოში.
ფსალმუნები 15:11
მასწავლე გზა სიცოცხლისა, სიხარულის სისავსეა შენი სახის წინაშე, შენს მარჯვნივ ყოფნა ნეტარებაა უკუნისამდე.
ეზეკიელი 47:1-12
ტაძრის შესასვლელთან დამაბრუნა და, აჰა, წყალი გამოედინება ტაძრის ზღურბლის ქვემოდან აღმოსავლეთისკენ, რადგან აღმოსავლეთისკენ იყო მიმართული ტაძარი. წყალი გამოედინება ქვემოდან, ტაძრის მარჯვენა მხრიდან, სამსხვერპლოს სამხრეთით. ჩრდილოეთის კარიბჭის გზით გამიყვანა, გარე გზით გამატარა, გარე კარიბჭისკენ, კარიბჭის გზით, აღმოსავლეთისკენ რომ არის მიმართული; და, აჰა, გამოედინება წყალი მარჯვენა მხრიდან.  აღმოსავლეთისკენ წავიდა ეს კაცი ზონარით ხელში, გაზომა ათასი წყრთა და წყალში გამიყვანა: კოჭებამდე იყო წყალი. კიდევ გაზომა ათასი და გამატარა წყალში: მუხლებამდე იყო წყალი; კიდევ გაზომა ათასი, გამატარა და წელამდე იყო.  კიდევ გაზომა ათასი და უკვე მდინარე იყო, რომელშიც ვეღარ გავიარე, რადგან ამაღლდა წყალი და გადასაცურავი გახდა; ფეხით ვერ გაივლიდი მდინარეში.  მითხრა: „ძეო კაცისავ, დაინახე?” წამიყვანა და მდინარის ნაპირას დამაბრუნა.  დავბრუნდი. აჰა, ბევრი ხე დამხვდა მდინარის ნაპირზე, ორივე მხარეს.  მითხრა: „ეს წყლები აღმოსავლეთის მხარეს მიედინება, ყარაბაში ჩადის, ზღვისკენ მიემართება და ზღვას უერთდება; და განიკურნება წყლები.  ყოველი ცოცხალი არსება, რომელიც ყველგან ფუთფუთებს, სადაც მდინარე ჩაივლის, იცოცხლებს; მრავლად იქნება თევზი, რადგან, სადაც ეს წყლები ჩაივლის, ყველაფერს განკურნავს და ყველაფერი იცოცხლებს იქ, სადაც ეს მდინარე ჩაივლის. დადგებიან მასთან მეთევზეები, ყენ-გადიდან ყენ-ეგლაიმამდე იქნება ბადეთა გასაშლელი ადგილი, იმდენივე გვარის თევზი ექნებათ მათ, როგორც დიდ ზღვაშია, ფრიად მრავალი. მაგრამ მისი ჭაობები და ჭანჭყობები არ განიკურნება, მარილს მიეცემა. მდინარესთან, ორივე ნაპირზე, გაიზრდება ყოველგვარი ხე, საკვების მომცემი; მისი ფოთოლი არ დაჭკნება და მისი ნაყოფი არ მოილევა; ყოველ თვეს ნაყოფს გამოიღებს, რადგან საწმიდარიდან იდინებს მისი წყლები; მისი ნაყოფი საჭმელად იქნება და მისი ფოთოლი – განსაკურნებლად”.
გამოცხადება 7:14
ვუპასუხე: „უფალო, შენ იცი”. მან მითხრა: „ესენი არიან დიდი გასაჭირიდან მოსულები; რომელთაც გაირეცხეს თავიანთი სამოსი და გაასპეტაკეს კრავის სისხლით.

ესაია 57:2
ის სიმშვიდეში შედის, თავის სარეცელზე განისვენებს, სწორი გზით მავალი.
ებრაელთა 4:1-11
ამიტომ გვეშინოდეს, რათა, ვიდრე მის სიმშვიდეში შესასვლელი აღთქმა რჩება, ვინმე თქვენგანი დაგვიანებული არ აღმოჩნდეს.  რადგან კი გვეხარა, როგორც მათ, მაგრამ მოსმენილ სიტყვას სარგებლობა არ მოუტანია მათთვის, რადგან მსმენელთა რწმენას არ შეერწყა.  სიმშვიდეში კი შევდივართ მორწმუნენი, როგორც მან თქვა: „ამიტომ დავიფიცე ჩემი რისხვისას, რომ ვერ შემოვლენ ისინი ჩემს სიმშვიდეში”; თუმცა ღვთის საქმენი დასრულებულნი იყვნენ ჯერ კიდევ წუთისოფლის დასაბამიდან.  ვინაიდან სადღაც ასე აქვს ნათქვამი მეშვიდე დღეზე: “და დაისვენა ღმერთმა მეშვიდე დღეს ყოველი თავისი საქმისგან”. და კიდევ, იქვე: „ვერ შემოვლენ ჩემს სიმშვიდეში”.  ჰოდა, რაკი ზოგისთვის დღემდე რჩება შესასვლელი, ისინი კი, უწინ რომ ეხარათ, ურჩობის გამო ვერ შევიდნენ,  კვლავ აწესებს გარკვეულ დღეს და ამბობს დავითის მეშვეობით: „დღეს, – ესოდენ ხანგრძლივი დროის გასვლის შემდეგ, როგორც ზემოთაა ნათქვამი – თუ გაიგონებთ მის ხმას, ნუ გაიქვავებთ გულებს”.  რადგან იეშუა ნავეს ძეს რომ მიენიჭებინა მათთვის სიმშვიდე, ამის შემდეგ სხვა დღეზე აღარაფერს იტყოდა.  ესეიგი, შაბათის სიმშვიდე კვლავ რჩება ღვთის ხალხისთვის. ვინაიდან ვინც მის სიმშვიდეში შევიდა, მანაც ისევე დაისვენა თავისი საქმეებისგან, როგორც ღმერთმა თავისისგან.  მაშ, ვეცადოთ იმ სიმშვიდეში შესვლას, რათა მათ მსგავსად ურწმუნოებით არ დავეცეთ.
Advertisements