სახარება ერების მიმართ ბიბლიის მუხლები

ლუკას 2:31
რომელიც შენ განამზადე ყოველი ხალხის წინაშე.

მარკოზის 11:17
ასწავლიდა მათ და ეუბნებოდა: „განა არ წერია: ჩემი სახლი სამლოცველო სახლად იწოდება ყველა ერში? თქვენ კი ავაზაკთა ბუნაგად აქციეთ იგი”.

მარკოზის 16:15
უთხრა მათ: „წადით მთელ ქვეყნიერებაზე და ყველა ქმნილებას უქადაგეთ სახარება.

ლუკას 24:47
და იქადაგება მისი სახელით მონანიება ცოდვათა მისატევებლად იერუსალიმიდან მოყოლებული ყველა ხალხში.

მათეს 24:14
და ექადაგება სამეფოს ეს სახარება მთელ მსოფლიოს ყველა ერისთვის დასამოწმებლად და მაშინ დადგება აღსასრული.

მარკოზის 13:10
მაგრამ ჯერ სახარება უნდა ექადაგოს ყველა ერს.

მათეს 28:19
ამიტომ წადით და დაიმოწაფეთ ყველა ხალხი და მონათლეთ ისინი მამის, ძის და სულიწმიდის სახელით.

იოანეს 4:24
მ დედაკაცს კი უთხრეს: „უკვე გვწამს არა შენი ნათქვამის გამო, არამედ ჩვენ თვითონ მოვუსმინეთ და ვიცით, რომ ჭეშმარიტად ის არის ქვეყნიერების მხსნელი”

რომაელთა 16:26
ახლა კი გაცხადდა წინასწარმეტყველური წერილებით და მარადიული ღვთის ბრძანებით ეუწყა ყველა ერს, რომ დაემორჩილონ რწმენას –

გამოცხადება 7:9
ამის შემდეგ ვიხილე, აჰა, უამრავი ხალხი, დათვლა რომ არავის შეეძლო, ყოველი ერიდან და ტომიდან, ხალხებიდან და ენებიდან; სპეტაკი სამოსელით შემოსილი იდგა ტახტისა და კრავის წინ და ხელთ პალმის რტოები ეჭირა.

გამოცხადება 14:6
და ვიხილე სხვა ანგელოზი, რომელიც შუა ცაში დაფრინავდა. მას ჰქონდა მარადიული სახარება, რათა ეხარა დედამიწის მკვიდრთათვის – ყოველი ერისა და ტომის, ენისა და ხალხისთვის სახარებლად.

გამოცხადება 15:4
ვინ არ შეშინდება, უფალო, და არ განადიდებს შენს სახელს? რადგან მხოლოდ შენა ხარ წმიდა. ამიტომ ყველა ერი მოვა და თაყვანს გცემს შენ, ვინაიდან გამოჩნდა შენი სამართალნი”.

გალატელთა 3:8
წერილმა, რომელმაც თავიდანვე განჭვრიტა, რომ ღმერთი რწმენით გაამართლებდა წარმართებს, წინასწარ ახარა აბრაჰამს: „და იკურთხება შენში ყველა ერი”.

გამოცხადება 5:9
ისინი გალობენ ახალ საგალობელს და ამბობენ: „შენ ღირსი ხარ, აიღო წიგნი და ახსნა მისი ბეჭდები, ვინაიდან დაიკალი და შენი სისხლით გამოგვისყიდე ღვთისთვის ყოველი ტომისა და ენისგან, ხალხისა და ერისგან.

იერემია 16:19
ოჰ, უფალო, ძალავ ჩემო და სიმაგრევ ჩემო, ჩემო თავშესაფარო გაჭირვების დღეს! ქვეყნის კიდეებიდან მოვლენ შენთან ხალხები და იტყვიან: „მხოლოდ სიცრუე დაიმკვიდრეს ჩვენმა მამებმა, მხოლოდ ამაოება, რომელთაგანაც სარგებელი არ არის”.

მიქა 4:2
მრავალი ხალხი მოვა და იტყვის „მოდით, ავიდეთ უფლის მთაზე, იაკობის ღმერთის სახლში; რათა მან გვასწავლოს თავისი გზები და ვიაროთ მისი ბილიკებით, რადგან სიონიდან გამოვა რჯული და იერუსალიმიდან – უფლის სიტყვა”.

ზაქარია 8:22
და მოვლენ ხალხნი მრავალნი და ერნი ძლიერნი, რათა ეძიონ ცაბაოთ უფალი იერუსალიმში და ილოცონ მის წინაშე.

ამოსი 9:12
რათა დაეპატრონონ ედომის ნატამალს და ყველა ერს, რომლებიც ჩემი სახელით იწოდებიან! – ამბობს უფალი, ამის მომქმედი.

საქმეები 15:16
ამის შემდეგ მოვბრუნდები და ავაშენებ დავითის დამხობილ კარავს, აღვადგენ და კვლავ ავაშენებ მის ნანგრევებს,

ფსალმუნები 21:27
გაიხსენებენ და დედამიწის ყოველი კიდიდან დაბრუნდებიან უფალთან და თაყვანს გცემს ყველა ერი.

ფსალმუნები 66:2
რათა შეიცნონ შენი გზები დედამიწაზე და ხსნა შენი – ყველა ერს შორის.

ლუკას 3:6
და ყოველი ხორციელი იხილავს ხსნას ღმერთისას”.

ესაია 52:10
გაიშიშვლა უფალმა წმიდა მკლავი ყველა ერის თვალწინ, რათა დედამიწის ყველა კიდემ იხილოს ჩვენი ხსნა ღვთისმიერი.

ფსალმუნები 66:4
იხარონ და ილხინონ ხალხებმა, რადგან სისწორით განსჯი მათ და მმართველობ ერებს ქვეყანაზე.

მათეს 5:14
თქვენ ხართ ქვეყნიერების სინათლე. მთის წვერზე მდებარე ქალაქი ვერ დაიმალება.

მათეს 13:38
ყანა არის წუთისოფელი; კეთილი თესლი სამეფოს ძენი არიან, ხოლო ღვარძლი – ბოროტის ძენი.

Advertisements