სახარებისადმი მორჩილება ბიბლიის მუხლები

საქმეები 6:7
ვრცელდებოდა ღმერთის სიტყვა და დიდად მრავლდებოდა მოწაფეთა რიცხვი იერუსალიმში; მღვდელთაგანიც ბევრი დაემორჩილა რწმენას.

რომაელთა 16:19
რადგან ყველასათვის ცნობილია თქვენი მორჩილება, ვხარობ თქვენ გამო, მაგრამ მინდა, რომ ბრძენნი იყოთ სიკეთისათვის და უბრალონი ბოროტისათვის.

2 კორინთელთა 2:9
ვინაიდან ეს იმისთვისაც მოგწერეთ, რომ გამომეცადეთ, ყველაფერში მორჩილნი ხართ თუ არა.

გალატელთა 5:7
კეთილად რბოდით და ვინ დაგაბრკოლათ, რომ არ დაემორჩილოთ ჭეშმარიტებას?

ფილიპელთა 2:12
ამიტომ, ჩემო საყვარელნო, როგორც ყოველთვის, იყავით მორჩილნი, არა მარტო მაშინ, როცა მანდ ვარ, არამედ უფრო მეტად ახლა, როცა მანდ არა ვარ. შიშითა და ძრწოლით იღვაწეთ თქვენს სახსნელად,

2 თესალონიკელთა 3:4
ჩვენ კი დარწმუნებულნი ვართ უფალში თქვენ გამო, რომ ასრულებთ და კვლავაც შეასრულებთ, რაც გამცნეთ.

1პეტრე 1:22
და რაკი ჭეშმარიტებისადმი მორჩილებით განიწმიდეთ თქვენი სულები – უპირფერო, ძმური სიყვარულისთვის, მტკიცედ და სუფთა გულით გიყვარდეთ ერთმანეთი.

რომაელთა 1:5
რომლის მეშვეობითაც მივიღეთ მადლი და მოციქულობა, რათა მისი სახელით დავუმორჩილოთ რწმენას ყველა ხალხი,

რომაელთა 16:26
ახლა კი გაცხადდა წინასწარმეტყველური წერილებით და მარადიული ღვთის ბრძანებით ეუწყა ყველა ერს, რომ დაემორჩილონ რწმენას –

2 კორინთელთა 9:13
რადგან ხედავენ რა ამ მსახურებას, ღმერთს ადიდებენ თქვენს მიერ ქრისტეს სახარების მორჩილებისა და აღიარების გამო, აგრეთვე ხელგაშლილობისა და იმ წრფელი მოზიარეობის გამო, რასაც არა მხოლოდ მათდამი, არამედ ყველას მიმართ ავლენთ.

რომაელთა 6:17
ხოლო მადლობა ღმერთს, რომ თქვენ ადრე ცოდვის მონები, შემდგომ გულით დაემორჩილეთ იმ მოძღვრებას, რომელსაც გადაეცით თქვენი თავი.

რომაელთა 15:18
რადგან ვერ გავბედავდი, რომ მელაპარაკა ისეთი რამ, რაც არ გაუკეთებია ქრისტეს ჩემი მეშვეობით წარმართთა დასამორჩილებლად სიტყვით და საქმით,

რომაელთა 1:5
რომლის მეშვეობითაც მივიღეთ მადლი და მოციქულობა, რათა მისი სახელით დავუმორჩილოთ რწმენას ყველა ხალხი,

რომაელთა 6:17
ხოლო მადლობა ღმერთს, რომ თქვენ ადრე ცოდვის მონები, შემდგომ გულით დაემორჩილეთ იმ მოძღვრებას, რომელსაც გადაეცით თქვენი თავი.

რომაელთა 10:16-17
მაგრამ ყველამ როდი ისმინა სახარება. რადგან ამბობს ესაია: „უფალო, ვინ ირწმუნა ჩვენგან მოსმენილი?” ამრიგად, რწმენა – მოსმენისაგან, ხოლო მოსმენა – ქრისტეს სიტყვისაგან.


მსგავსი თემები:

სახარება      სახარების აღწერა      სახარების დაპირებები       სახარების მოთხოვნები        სახარების რაობა        სახარების ქადაგება გაბედულად