სესხება ბიბლიის მუხლები

ფსალმუნები 36:25-26
ყმაწვილი ვიყავი, კიდეც მოვხუცდი და არ მინახავს მართალი კაცი მიტოვებული და მისი შთამომავლობა პურზე ხელგაწვდილი.  ის ყოველდღე მოწყალებას გაიღებს და გაასესხებს, კურთხეულია მისი შთამომავალი.

მეორე რჯული 11:15
რადგან არ დაილევა ღარიბი ამ ქვეყანაზე, ამიტომ გიბრძანებ, ხელგაშლილი იყავი ღარიბი და გაჭირვებული ძმის მიმართ შენს ქვეყანაში.

იგავნი 3:27-28
ნუ დაუკავებ სიკეთეს მას, ვინც ამას იმსახურებს, თუკი ძალუძს შენს ხელს ამის გაკეთება,  ნუ ეტყვი მოყვასს: „წადი, ხვალ მოდი და მაშინ მოგცემ!” თუ მისაცემი თან გაქვს.

მათეს 5:42
ვინც გთხოვოს – მიეცი; და ზურგს ნუ შეაქცევ მას, ვისაც შენგან სესხება სურს.

ლევიანნი 25:35-36
თუ შენი მოძმე გაღარიბდა და შენთან მოვიდა, დაეხმარე მას როგორც მწირს ან ახალმოსახლეს და იცხოვროს შენთან არ აიღო მისგან ვახში და სარგებელი, გეშინოდეს შენი ღმერთისა და იცხოვროს შენმა ძმამ შენთან.

მარკოზის 14:7
რადგან ღარიბნი მუდამ თქვენთან გეყოლებათ და როცა მოისურვებთ, შეგეძლებათ სიკეთე უყოთ მათ. მე კი მუდამ არ გეყოლებით.

იგავნი 22:7
მდიდარი ღარიბზე ბატონობს, მსესხებელი კი გამსესხებელს ემონება.

მეორე რჯული 15:6
რადგან გაკურთხებს უფალი, შენი ღმერთი, როგორც აღგითქვა და ასესხებ მრავალ ხალხს, თვითონ კი არ ისესხებ. იბატონებ მრავალ ხალხზე, შენზე კი არავინ იბატონებს.

გამოსვლა 22:14
თუ კაცი მოყვასისაგან პირუტყვს ინათხოვრებს და პატრონის იქ არ ყოფნისას დაუშავდება ან მოუკვდება, მაშინ უსათუოდ უნდა ზღოს;

4 მეფეთა 6:5
მაგრამ, როცა ერთი მათგანი მორს აქცევდა, ცულის თავი წყალში ჩაუვარდა. და შეჰყვირა: „ვაი, ბატონო, ნათხოვარი მქონდა!”

მეორე რჯული 23:19
ვახშით არ მისცე შენს მოძმეს, არც ფული, არც საჭმელი და არც რაიმე, რაც ვახშით გასესხდება.

ფსალმუნები 14:5
ვინც ვახშით არ გასცემს ფულს და ქრთამს არ აიღებს უდანაშაულოს წინააღმდეგ; ამის მოქმედს არასოდეს დაუსხლტება ფეხი.

ეზეკიელი 18:8
ვახშს არ იღებს და სარგებლისთვის არ ასესხებს, უმართლობას ხელს არიდებს და კაცთა შორის დავას სამართლიანად განსჯის,

იგავნი 19:17
ღატაკის მწყალობელი უფალს სესხს აძლევს და ის გადაუხდის მას მისი კეთილი საქმისთვის.

ფსალმუნები 111:5
კარგია კაცი მოწყალე და გამსესხებელი, სამართლიანად რომ წარმართავს თავის საქმეს;

მათეს 5:7
ნეტარ არიან მოწყალენი, რადგან ისინი იქნებიან შეწყალებულნი.

მარკოზის 11:3
თუ ვინმემ გკითხოთ, ამას რას შვრებითო, უთხარით, უფალს სჭირდება და მალე ისევ აქ დააბრუნებს-თქო”.

Advertisements