შაბათის დარღვევა ბიბლიის მუხლები

ეზეკიელი 20:12
მაგრამ უდაბნოში ამიჯანყდა სახლი ისრაელისა, არ დადიოდნენ ჩემი წესებისამებრ, მოიძულეს ჩემი სამართალი, რომელსაც თუ კაცი აღასრულებდა, მისით იცოცხლებდა; დიდად შებღალეს ჩემი შაბათები. ვთქვი: გადმოვღვრი-მეთქი ჩემს გულისწყრომას მათზე უდაბნოში, რათა შთანთქმულიყვნენ ისინი.

ეზეკიელი 20:16
რადგან უკუაგდეს ჩემი სამართალი, ჩემი წესებისამებრ არ დადიოდნენ და შებღალეს ჩემი შაბათები, ვინაიდან კერპებს ელტვოდა მათი გული.

ეზეკიელი 20:21
მაინც ამიჯანყდნენ შვილები, არ იარეს ჩემი წესებით, არ დაიცვეს ჩემი სამართალი, არ აღასრულეს, რომ ეცოცხლათ მისი მეშვეობით; შებღალეს ჩემი შაბათები. ვთქვი: გადმოვღვრი-მეთქი ჩემს გულისწყრომას, რათა ჩემი რისხვა აღვასრულო მათზე უდაბნოში.

ეზეკიელი 20:24
ვინაიდან არ აღასრულებდნენ ჩემს სამართალს, ჩემი წესები მოიძულეს, ჩემი შაბათები შებღალეს და თავიანთი მამების კერპებს ელტვოდა მათი თვალი.

ნეემია 13:15-18
იმ დღეებში ვნახე იუდაში, რომ ზოგიერთნი ყურძენს წურავდნენ შაბათობით, ძნები მოჰქონდათ და ასაპალნებდნენ სახედრებზე, როგორც ღვინოს, ყურძენს და ლეღვს, ასევე ყოველ ტვირთს და ეს ყველაფერი შაბათ დღეს მოჰქონდათ იერუსალიმში; და შევაგონებდი მათ სანოვაგის გაყიდვის დღეს. ცორელები მკვიდრობნდნენ იერუსალიმში; მოჰქონდათ თევზი და ყოველი გასაყიდი და შაბათობით ყიდდნენ იუდასა და იერუსალიმის ძეებზე. გავუწყერი იუდას დიდებულებს და ვუთხარი: „რატომ სჩადიხართ ბოროტებას, რატომ ბღალავთ შაბათ დღეს? განა ასე არ აკეთებდნენ თქვენი მამებიც და ამის გამო არ მოგვივლინა ჩვენმა ღმერთმა ჩვენ და ამ ქალაქს მთელი ეს უბედურება?! ისრაელზე რისხვის მოსაწევად ბღალავთ თქვენ შაბათს!”

ეზეკიელი 22:26
მღვდლები ჩემს რჯულს აყალბებდნენ და ჩემს წმიდას ბღალავდნენ; წმიდასა და წაბილწულს არ არჩევდნენ, უწმიდურსა და სუფთაზე არ მიუთითებდნენ, ჩემს შაბათებს თვალს არიდებდნენ და უპატიოდმყვეს მათ შორის.

გოდება იერემიასი 2:6
ბაღივით ჩადგმული ქოხივით დაანგრია თავისი კარავი, ააოხრა თავისი შესაკრებელი, დაავიწყა უფალმა სიონს დღესასწაული და შაბათი; მოიძულა თავისი წყრომის მრისხანებით მეფე და მღვდელი.

ესაია 1:13
აღარ მომიტანოთ ამაო ძღვენი; თქვენი საკმეველი სისაძაგლეა ჩემთვის, ისევე როგორც ახალმთვარობის და შაბათების სადღესასწაულო შეკრებები; ვერ ვიტან – ურჯულოებას და დღესასწაულს!

ამოსი 8:5
რომ ამბობთ: როდის გაივლის თვე, რომ მარცვლეული გავყიდოთ და შაბათი, რომ ხორბლის ბეღელი გავხსნათ, საწყაო შევამციროთ, შეკელის ფასი გავზარდოთ და მოვატყუოთ ცრუ სასწორებით.

რიცხვნი 15:32-34
და როცა უდაბნოში იყვნენ ისრაელიანები, ნახეს კაცი, რომელიც შეშას აგროვებდა შაბათ დღეს. მიიყვანეს იგი მპოვნელებმა მოსესთან, აჰარონთან და მთელ თემთან. დაატუსაღეს, ვინაიდან ჯერ არ იყო გარკვეული, როგორ მოქცეოდნენ.