შაბათის წელი ბიბლიის მუხლები

გამოსვლა 23:10-11
ექვს წელიწადს თესე შენი მიწა და აიღე მისი ნაყოფი. მეშვიდე წელს კი ნუ დაამუშავებ, არ შეეხოთ მას, რომ საზრდო ჰქონდეს შენი ხალხის ღარიბღატაკებს და ნარჩენები ველურმა პირუტყვმა ჭამოს. ასევე მოიქეცი შენი ვენახისა და ზეთისხილის მიმართ.

ლევიანნი 25:4
მეშვიდე წელი დასვენების შაბათი იყოს მიწისთვის, ეს უფლის შაბათია: არ დათესო ყანა და ნუ გასხლავ ვენახს.

ლევიანნი 26:34
აინაზღაურებს მიწა თავის შაბათებს მისი უკაცრიელების დღეებში, როცა თქვენი მტრების ქვეყანაში იქნებით; მაშინ დაისვენებს იგი და დაკმაყოფილდება თავისი შაბათებით.

ნეემია 10:31
და იმ ქვეყნის ხალხებისგან, რომელთაც შაბათ დღეს გასაყიდად მოაქვთ საქონელი და ყოველგვარი მოსავალი, არაფერს შევიძენდით მათგან შაბათ დღეს – წმიდა დღეს; და ყოველ მეშვიდე წელს მოვასვენებდით მიწას და ყოველ ვალს მივუტევებდით.

მეორე რჯული 15:1-2
„ყოველი მეშვიდე წლის მიწურულს გამოაცხადე პატიება. აი, პატიების რაობა: აპატიოს გამსესხებელმა, ვისაც უსესხებია თავისი მოყვასისთვის, და ნუ მოსთხოვს თავის მოყვასს ან ძმას, რადგან პატიება ცხადდება უფლის სახელით.

მეორე რჯული 15:9
გაფრთხილდი, გულში არ შეგეპაროს ბოროტი ფიქრი და არ თქვა: მოახლოვდა მეშვიდე წელი, პატიების წელი. აითვალწუნებ შენს ღარიბ ძმას და არაფერს მისცემ; შეჰღაღადებს იგი უფალს შენზე და ცოდვა დაგედება.

მეორე რჯული 15:12
თუ მოგეყიდა შენი მოძმე, ებრაელი კაცი ან ქალი, გემსახუროს ექვსი წელი, მეშვიდე წელს კი გაათავისუფლე.

მეორე რჯული 31:10
ასე უბრძანა მოსემ: „ყოველი მეშვიდე წლის ბოლოს, მიტევების წელიწადს, კარვობის დღესასწაულზე,

იერემია 34:14
თითოეულმა თქვენგანმა ყოველი შვიდი წლის შემდეგ გაუშვით თქვენი მოძმე ებრაელი, რომელიც მოგეყიდათ და ექვს წელიწადს გემსახურათ; თავისუფლად გაუშვით იგი თქვენგან! მაგრამ არ მისმინეს თქვენმა მამებმა, ყური არ დამიგდეს.

ლევიანნი 25:8-12
გადაითვალე შაბათის შვიდი წელი, შვიდჯერ შვიდი წელი და იყოს შენთვის დრო ამ შვიდი საშაბათო წლებისა ორმოცდაცხრა წელი. დაჰკარი ბუკს მეშვიდე თვეში და აუწყე თვის მეათე დღეს; აუწყეთ ბუკით გამოსყიდვის დღე მთელ თქვენს მიწაზე. წმიდა ჰყავით ორმოცდამეათე წელი და გამოაცხადეთ თავისუფლება მთელს ქვეყანაში ყველა მისი მცხოვრებისთვის; საზეიმო იყოს იგი თქვენთვის; დაუბრუნდით თითოეული თავის სამფლობელოს, თითოეული თავის ოჯახს დაუბრუნდით. საზეიმო იყოს თქვენთვის ორმოცდამეათე წელი: არ თესოთ და არც თავისით აღმოცენებული არ მოაგროვოთ, არც ყურძენი დაკრიფოთ გაუსხლავი ვაზიდან. რადგან ზეიმია ეს; წმიდა იყოს ის თქვენთვის: ველიდან ჭამდეთ მის მოსავალს.