შედარებითი სიდიდე ბიბლიის მუხლები

დაბადება 41:40
შენ იქნები ჩემი სახლის განმგებელი, შენი სიტყვით წარიმართება მთელი ჩემი ხალხი, მხოლოდ ტახტით ვიქნები შენზე ამაღლებული”.

მსაჯულთა 8:2
მიუგო გედეონმა: „თქვენოდენი რა გამიკეთებია? ეფრემის ყურძნის ნამცვრევი არ სჯობია აბიყეზერის რთველს?

2 კორინთელთა 11:5
მაგრამ, ვფიქრობ, რომ არაფერში ჩამოვუვარდები ესოდენ მაღალ მოციქულებს.

2 კორინთელთა 12:11
უგუნური შევიქენი, რაკი ვიკვეხნი. თქვენ მაიძულეთ. თქვენ გევალებოდათ ჩემი ქება, ვინაიდან არაფრით ვარ ესოდენ მაღალ მოციქულებზე ნაკლები, თუმცა არაფერს წარმოვადგენ.

ეზეკიელი 23:11
დაინახა ეს მისმა დამ, ოჰოლიბამ და მასზე მეტად გაირყვნა; თავისი მეძავობით თავისი დის როსკიპობას გადააჭარბა.

დანიელი 6:3
მთელ მთავრებსა და სატრაპებში გამოირჩეოდა დანიელი, ვინაიდან აღმატებული სული იყო მასში და მეფე მთელ სამეფოზე ფიქრობდა მის დაყენებას.

მათეს 5:20
გეუბნებით თქვენ: თუ თქვენი სიმართლე არ აღემატება მწიგნობართა და ფარისეველთა სიმართლეს, ვერ შეხვალთ ცათა სამეფოში!

მათეს 6:25
ამიტომ გეუბნებით თქვენ: ნუ წუხხართ თქვენთვის, რა ჭამოთ ან რა სვათ, ნურც თქვენი სხეულისთვის, თუ რითი შეიმოსოთ. განა სიცოცხლე საზრდოზე მეტი არ არის და სხეული – სამოსელზე?

მათეს 6:26
შეხედეთ ცის ფრინველებს: არც თესავენ, არც მკიან, არც ბეღლებში აგროვებენ, და თქვენი ზეციერი მამა ასაზრდოებს მათ. განა თქვენ მათზე ბევრად უკეთესები არა ხართ?

1 კორინთელთა 4:7
რადგან ვინ განგასხვავებს? ან რა გაქვს, რაც არ მიგიღია? ხოლო თუ მიიღე, რად იკვეხნი, თითქოს არ მიგეღოს?

Advertisements