შეგონების უარყოფა ბიბლიის მუხლები

იგავნი 5:12
იტყვი: „როგორ შევიძულე დარიგება და უკუაგდო შეგონება ჩემმა გულმა;

იგავნი 10:17
დარიგების შემნახველი სიცოცხლის ბილიკით დადის, შეგონების წამყრუებელი კი გზას ასცდა.

იგავნი 12:1
შეგონების მოყვარულს ცოდნა უყვარს, ბრიყვს კი ეჯავრება მხილება.

იგავნი 15:10
მკაცრი სასჯელი ელის სწორი გზის მიმტოვებელს; მხილების მოძულე მოკვდება.

იგავნი 13:1
ბრძენი შვილი მამის წვრთნას ღებულობს, ბრიყვი კი საყვედურს არ ისმენს.

იგავნი 15:12
დამცინავს არ უყვარს თავისი მამხილებელი, ბრძენთან არ წავა იგი.

იგავნი 1:25
უკუაგდეთ ჩემი რჩევები; ყური არ ათხოვეთ ჩემს შეგონებებს.

იგავნი 1:30
არ მიიღეს ჩემი რჩევა და მოიძულეს ჩემი ყველა შეგონება.

Advertisements