შერიგება მორწმუნეებში ბიბლიის მუხლები

დაბადება 27:41
შეიძულა ესავმა იაკობი იმ კურთხევისთვის, რომლითაც მამამ აკურთხა. და თქვა გულში: „ახლოვდება მამაჩემზე გლოვის დღეები და მაშინ მოვკლავ ჩემს ძმას, იაკობს”.

დაბადება 37:4-5
დაინახეს ძმებმა, რომ მამას იგი ყველა თავის ძეზე მეტად უყვარდა და მოიძულეს. არ შეეძლოთ მასთან მშვიდობიანად ლაპარაკი.  და დაესიზმრა იოსებს სიზმარი. უამბო თავის ძმებს და უფრო მეტად შეიძულეს იგი.

1 მეფეთა 15:12-14
მეორე დღეს დილაადრიანად ადგა სამუელი და საულთან შესახვედრად წავიდა; უთხრეს სამუელს: „აჰა, ქარმელს ასულა საული და სვეტი აღუმართავს იქ თავისთვის, შემდეგ კი მობრუნებულა და გილგალში ჩასულა”.  მივიდა სამუელი საულთან და უთხრა მას საულმა: „კურთხეული ხარ უფლისგან; აღვასრულე უფლის ბრძანება”.  მაგრამ თქვა სამუელმა: „მაშ ცხვრისა და საქონლის ბღავილი რატომ ესმის ჩემს ყურებს?”

2 მეფეთა 14:28
ორი წელი იცხოვრა აბესალომმა იერუსალიმში ისე, რომ არ უხილავს მეფის სახე.

გალატელთა 2:11
ჰოდა, როცა კეფა ანტიოქიაში მოვიდა, საჯაროდ წინ აღვუდექი მას, ვინაიდან საჩივარი იყო მასზე.

მათეს 5:9
ნეტარ არიან მშვიდობისმყოფელნი, რადგან ისინი ღმერთის ძეებად იწოდებიან.

ლუკას 12:38
როცა მეტოქესთან ერთად მიდიხარ მთავართან, ეცადე გზაშივე გათავისუფლდე მისგან, რომ მოსამართლესთან არ მიგიყვანოს, მოსამართლემ მოხელეს არ გადაქცეს და მოხელემ საპყრობილეში არ ჩაგაგდოს.

მათეს 5:44
მე კი გეუბნებით: გიყვარდეთ თქვენი მტრები, ილოცეთ თქვენი მაწყევრებისთვის, კეთილი უყავით თქვენს მოძულეებს და ილოცეთ მათთვის, ვინც გავიწროებთ და გდევნით.

მათეს 18:15-17
თუ შენი ძმა შესცოდავს, მიდი და ამხილე იგი, როცა მარტონი იქნებით; თუ გაიგონებს, შეგიძენია შენი ძმა.  ხოლო თუ არ გაიგონებს, წაიყოლე კიდევ ერთი ან ორი სხვა, რათა ორი ან სამი მოწმის პირით განმტკიცდეს ყოველი სიტყვა.  თუ არც მათ გაუგონებს, ეკლესიას უთხარი; ხოლო თუ არც ეკლესიას გაუგონებს, მაშინ იყოს იგი შენთვის, როგორც წარმართი ან მებაჟე.

იოანეს 17:20-23
მხოლოდ ამათთვის არ გთხოვ, არამედ იმათთვისაც, ვინც მათი სიტყვით მირწმუნებს.  რათა ყველა ერთი იყოს, როგორც შენ ჩემში, მამავ, მე კი – შენში, რათა ისინიც იყვნენ ჩვენში და ირწმუნოს წუთისოფელმა, რომ შენ წარმომგზავნე.  დიდება, შენ რომ მომეცი, მათ მივეცი, რათა ერთი იყვნენ, როგორც ჩვენ ვართ ერთი.  მე მათში და შენ ჩემში, რათა სრულყოფილნი იყვნენ ერთობაში და იცოდეს წუთისოფელმა, რომ შენ მომავლინე და ისე შეიყვარე ისინი, როგორც მე შემიყვარე.

რომაელთა 12:18-21
თუ შესაძლებელია, თქვენის მხრივ ყველა ადამიანთან მშვიდობიანად იყავით.  შურს ნუ იძიებთ თქვენთვის, საყვარლებო, არამედ ადგილი მიეცით უფლის რისხვას, ვინაიდან წერია: „ჩემია შურისგება და მე მივაგებ, – ამბობს უფალი”.  ამიტომ, თუ შენი მტერი მშიერია, დააპურე იგი; თუ სწყურია, დაალევინე, ვინაიდან ამის გაკეთებით ნაკვერჩხლებს აგროვებ მის თავზე.  არ დაგძლიოს ბოროტმა, არამედ შენ სძლიე ბოროტს კეთილით.

2 თესალონიკელთა 3:14-15
ხოლო თუ ვინმე არ შეისმენს ჩვენი წერილის დარიგებას, შენიშნული გყავდეთ და ნუ გექნებათ მასთან ურთიერთობა, რათა შერცხვეს.  ოღონდ მტრად ნუ მიიჩნევთ, არამედ ძმასავით დაარიგეთ.

ეფესელთა 2:14-22
ვინაიდან ის არის ჩვენი მშვიდობა, რომელმაც ორი ერთად აქცია და დაანგრია მათ შუა აღმართული ზღუდე.  თავისი სხეულით გააუქმა მტრობა – მცნებებისა და დებულებების კანონი – რათა ორისგან ერთი ახალი კაცი შეექმნა თავის თავში და მშვიდობა დაემყარებინა; და ორთავე ერთ სხეულში ჯვრის მეშვეობით შეერიგებინა ღმერთთან, მტრობის მოკვდინებით მასში.  მოვიდა და მშვიდობა გახარათ თქვენ – შორეულთ და ახლობელთ. ვინაიდან მისი მეშვეობით ორივეს გვაქვს მამასთან მისადგომი ერთი სულით.  მაშასადამე, თქვენ, უკვე აღარ ხართ ხიზნები და უცხონი, არამედ წმიდათა თანამოქალაქენი და ღვთის სახლეულნი,  შენდებით რა მოციქულთა და წინასწარმეტყველთა საძირკველზე, სადაც თვითონ ქრისტე იესოა ქვაკუთხედი,  რომელზეც მთელი შენობა, ერთად შერწყმული იზრდება წმიდა ტაძრად უფალში,  რომელშიც თქვენც შენდებით, რათა იყოთ ღვთის სამკვიდრებელი სულში.

ეფესელთა 4:32
იყავით გამოსადეგნი ერთმანეთისთვის, თანაუგრძნეთ და მიუტევეთ ერთმანეთს, როგორც თქვენ მოგიტევათ ქრისტეში ღმერთმა.

დაბადება 33:4
და გამოიქცა ესავი მის შესახვედრად, გადაეხვია, ყელზე მოეჭდო, გადაკოცნა და ატირდა ორივე.

ლუკას 23:12
იმ დღეს პილატე და ჰეროდე ერთმანეთს დაუმეგობრდნენ, თუმცა მანამდე მტრობდნენ ერთიმეორეს.

1 კორინთელთა 7:11
ხოლო თუ გაეყარა, დაე, უქორწინოდ დარჩეს ანდა ქმარს შეურიგდეს. და ნურც ქმარი დატოვებს თავის ცოლს.

Advertisements