შესაფერისი დრო ადამიანებისთვის ბიბლიის მუხლები

იგავნი 15:23
კაცის სიხარული მისი ბაგეების პასუხშია; კარგია თავის დროზე ნათქვამი სიტყვა.

გალატელთა 6:10
მაშასადამე, სანამ დრო გვაქვს, ყველასთვის კეთილი ვაკეთოთ; განსაკუთრებით კი მათთვის, ვინც მორწმუნეა.

ეფესელთა 5:16
გამოისყიდეთ დრო, ვინაიდან ბოროტნი არიან დღენი.

კოლასელთა 4:5
ბრძნულად მოიქეცით გარეშეთა მიმართ და გამოისყიდეთ დრო.

1 კორინთელთა 16:12
რაც შეეხება ძმა აპოლოსს, ძალიან ვეხვეწე, მოსულიყო თქვენთან ძმებითურთ, მაგრამ ახლა არ ისურვა წამოსვლა. მოვა, როცა შეძლებს.

ფილიპელთა 4:10
მე კი დიდად გავიხარე უფალში, რადგან ახლა კვლავ იწყეთ ჩემზე ზრუნვა. უწინაც ცდილობდით ზრუნვას, მაგრამ ვერ ახერხებდით.

საქმეები 24:25
პავლემ სამართლიანობაზე, თავშეკავებასა და მომავალ განკითხვაზე ილაპარაკა, ამიტომ ფელიქსი შეშინდა და უთხრა: „ახლა წადი და როცა მოვიცლი, დაგიძახებ”.

მათეს 26:16
მას მერე ეძებდა ხელსაყრელ დროს, რომ გაეცა იგი.

მარკოზის 14:11
ეს რომ მოისმინეს, გაიხარეს და ვერცხლის მიცემას შეპირდნენ. ის კი მარჯვე შემთხვევას ეძებდა, რათა გაეცა იგი.

ლუკას 22:6
მანაც აღუთქვა და მარჯვე შემთხვევას ეძებდა, რომ ხალხის დაუსწრებლად გაეცა იგი.

მარკოზის 6:21
დადგა მარჯვე ჟამი, როცა ჰეროდემ თავის დაბადების დღეს ვახშამი გაუმართა თავის მთავრებს, ათასისთავებს და გალილეველ წარჩინებულთ;

იერემია 46:17
ხმამაღლა აცხადებენ: დიდი ხმაურის გარდა არაფერია ფარაონი, ეგვიპტის მეფე! გაეპარა მიცემული დრო.

ებრაელთა 11:15
ხოლო თუ გაიხსენებდნენ, საიდან გამოვიდნენ, ექნებოდათ იქ დაბრუნების დრო.

ანგია 1:4
იმის დრო ხომ დადგა, რომ შეფიცრულ სახლებში ცხოვრობდეთ, ეს სახლი კი მიგდებული იყოს?

იოანეს 7:6
ამაზე იესომ უთხრა მათ: „ჩემი ჟამი ჯერ არ მოსულა, თქვენი დრო კი ყოველთვის არის.

დაბადება 29:21
უთხრა იაკობმა ლაბანს: „მომეცი ჩემი ცოლი, რადგან გავიდა ვადა და შევალ მასთან”.

ეკლესიასტე 10:17
კურთხეული ხარ, ქვეყანავ, თუ კეთილშობილთა ძეა შენი მეფე და თავის დროზე ჭამენ პურს შენი მთავრები, ძალღონის მოსაკრებად და არა სათრობად.

ესთერი 4:14
რადგან თუ დადუმდები ასეთ დროს, მაშინ შვება და ხსნა სხვა მხრიდან მოვა ებრაელთათვის, შენ და მამაშენის სახლი კი დაიღუპებით; ვინ იცის, იქნებ ამ ჟამისთვის ეწიე დედოფლობას?”

Advertisements