შევიწროების ბუნება ბიბლიის მუხლები

ფსალმუნები 11:5
ჩაგრულთა დარბევისა და გაჭირვებულთა კვნესის გამო აღვდგები, ამბობს უფალი, მივცემ შველას, ვისაც სწყურია იგი.

ფსალმუნები 10:2
რადგან, აჰა, მოიზიდავენ მშვილდს ბოროტნი, ისარს ლარზე მიამაგრებენ, რომ სიბნელიდან ესროლონ გულმართლებს.

ეზეკიელი 34:4
სუსტებს არ ამაგრებთ და ავადმყოფს არ კურნავთ, მოტეხილს არ უხვევთ და გზააბნეულს უკან არ აბრუნებთ, დაკარგულს არ კითხულობთ და ძალადობითა და სისასტიკით ბატონობთ მათზე.

იგავნი 22:22-23
ნუ გაძარცვავ ღარიბს, რადგან ღატაკია; საწყალს ნუ დაჩაგრავ კარიბჭესთან, რადგან უფალი იდავებს მათ დავას და წაიღებს მათი მძარცველების სიცოცხლეს.

გამოსვლა 23:6
ღარიბი კაცის სამართალს ნუ გაამრუდებ.

მეორე რჯული 15:7
თუ იქნება შენს შორის ღარიბი, ერთი შენი მოძმეთაგანი, შენს რომელიმე კარიბჭეში, იმ მიწაზე, რომელსაც გაძლევს უფალი, შენი ღმერთი, არ გაიქვავო გული და ხელმოჭერილი ნუ იქნები შენი ღარიბი ძმის მიმართ;

იგავნი 22:7
მდიდარი ღარიბზე ბატონობს, მსესხებელი კი გამსესხებელს ემონება.

იგავნი 28:27
ვინც ღარიბს აძლევს, არ გაუჭირდება, ხოლო ვინც თვალს ხუჭავს, მრავალ წყევლას მიიღებს.

ეზეკიელი 22:29
ჩაგრავდა და ძარცვავდა ამ ქვეყნის ხალხი, ღარიბსა და ღატაკს ატყუებდა და ხიზანს უსამართლოდ ავიწროებდა.

ამოსი 2:6-7
ასე ამბობს უფალი: არ დავინდობ ისრაელს სამი დანაშაულის გამო და არ გავაუქმებ მის სასჯელს ოთხის გამო – ვინაიდან მართალს ვერცხლზე ყიდიან და წყვილ ფეხსაცმელზე – ღარიბს. თავზე მიწის მტვერს აყრიან უმწეოთ და გზას უმრუდებენ ჩაგრულთ; მამა-შვილი ერთ ქალთან შედის, რათა შებღალონ ჩემი წმიდა სახელი!

ამოსი 5:11-12
რაკი დიდ ხარკს ახდევინებთ ღარიბებს და უკანასკნელ ხორბალს ართმევთ, თლილი ქვებით აიშენებთ სახლებს, მაგრამ ვერ იცხოვრებთ იქ; საუცხოო ვენახები გექნებათ, მაგრამ მათ ღვინოს ვერ დალევთ. რადგან ვიცი, რომ უამრავია თქვენი დანაშაული და დიდია თქვენი ცოდვა: მართალს ავიწროებთ, ქრთამს იღებთ და ღარიბ-ღატაკს უკან აბრუნებთ კარიბჭიდან.

ამოსი 8:4
გაიგონეთ ეს, გაჭირვებულთა ფეხქვეშ გამთელავნო და გლახაკთა დამღუპველნო,

ზაქარია 7:10
ქვრივს, ობოლს, უცხოტომელსა და ღარიბს ნუ დაჩაგრავთ; ბოროტებას ნუ განიზრახავთ ერთმანეთის მიმართ თქვენს გულებში.

იაკობის 2:6
თქვენ კი უპატიოდ ჰყავით ღარიბი. განა მდიდრები არ გჩაგრავენ და არ მიგათრევენ სამსჯავროებში?

გამოსვლა 22:22
ქვრივსა და ობოლს ნუ შეავიწროვებ.

მეორე რჯული 24:17
ხიზნისა და ობლის სამართალს ნუ გაამრუდებ და ქვრივის სამოსელს გირაოდ ნუ აიღებ.

იობი 24:3
ობოლთა სახედრებს ერეკებიან და ქვრივის ხარი გირაოში მიჰყავთ;

იობი 31:21
ან თუ აღმიმართავს ხელი ობოლზე, კარიბჭესთან მჯდომთა მხარდაჭერის იმედით?

ფსალმუნები 93:5-6
ჩაგრავენ შენს ხალხს უფალო, ტანჯავენ შენს სამკვიდროს. ქვრივსა და ხიზანს ხოცავენ და ობლებს კლავენ.

იგავნი 23:10
ნურც ძველ საზღვარს გადასცდები და ნურც ობოლთა მინდვრებზე გადახვალ,

ესაია 1:23
შენი მთავარნი მეურჩებიან და ქურდებთან მეგობრობენ; ქრთამი უყვართ და საზღაურს ეხარბებიან; ობოლს არ იცავენ და ქვრივის გასაჭირი ვერ აღწევს მათთან.

იერემია 7:6
არ დაჩაგრავთ მწირს, ობოლსა და ქვრივს, არც უდანაშაულო სისხლს დაღვრით ამ ადგილზე და სხვა ღმერთებს არ გამოედევნებით თქვენდა საუბედუროდ,

მალაქია 3:5
მოვალ თქვენთან განსასჯელად და მაშინვე გამოვალ მოწმედ ჯადოქართა და მრუშთა წინააღმდეგ, ცრუმოფიცართა და დაქირავებულთათვის საზღაურის დამკავებელთა წინააღმდეგ, ქვრივ-ობლის მჩაგვრელთა წინააღმდეგ, ხიზნის გამგდებთა და მათ წინააღმდეგ, ვისაც არა აქვს ჩემი შიში! – ამბობს ცაბაოთ უფალი.

საქმეები 7:24
დაინახა, რომ ვიღაცას ჩაგრავდენ. გამოესარჩლა, შური იძია ჩაგრულისთვის და მოკლა ეგვიპტელი.

იაკობის 5:4
აჰა, ღაღადებს მუშაკთა საფასური, რომელიც დაუკავეთ თქვენი ყანების მომკელთ, და ცაბაოთ უფლის ყურამდე აღწევს მომკელთა ღაღადი.

2 ნეშტთა 10:14
მიუგო მათ ყმაწვილკაცების რჩევისამებრ: „ხომ დაგიმძიმათ მამაჩემმა უღელი, მე უფრო დაგიმძიმებთ; მამაჩემი თუ მათრახებით გსჯიდათ, მე მორიელებით დაგსჯით!”

2 ნეშტთა 16:10
განურისხდა ასა მხილველს და საპყრობილეში ჩააგდო, რადგან გაბრაზდა; ავიწროებდა ასა ზოგიერთებს ხალხიდან იმ ხანებში.

იგავნი 21:13
ვინც ყურს მოიყრუებს ღარიბის ღაღადზე, თვითონაც მოუხმობს ერთ დღეს და არავინ უპასუხებს.

ესაია 10:2
რათა გაამრუდოს გაჭირვებულთა სამართალი, დაჩაგროს ჩემი ხალხის ღარიბები, ნადავლად გაიხადოს ქვრივები და გაძარცვოს ობლები.

იერემია 22:3-5
ასე ამბობს უფალი: აღასრულეთ სამართალი და ქმენით სიმართლე, იხსენით გაძარცვული მოძალადის ხელიდან. უცხოტომელს, ობოლსა და ქვრივს ნუ დაჩაგრავთ და უდანაშაულო სისხლს ნუ დაღვრით ამ ადგილზე. თუ ამ სიტყვას შეასრულებთ, მაშინ მეფეები ივლიან ამ სახლის კარიბჭეებში, დასხდებიან დავითის ადგილზე, მის ტახტზე, ეტლებზე და ცხენებზე ამხედრდებიან, თვითონ მეფე, მისი მსახურები და მისი ხალხი. მაგრამ თუ არ შეისმენთ ამ სიტყვებს, ჩემს თავს ვფიცავ, ამბობს უფალი, რომ გაუკაცრიელდება ეს სახლი”.