შეხება განკურნებისთვის ბიბლიის მუხლები

ესაია 6:6-7
და მოფრინდა ჩემთან ერთ-ერთი სერაფიმი, რომელსაც ხელში სამსხვერპლოდან აღებული მოგიზგიზე მუგუზალი ეჭირა მაშით. ბაგეზე შემახო და თქვა: „აჰა, შეეხო მუგუზალი შენს ბაგეს და მოგცილდა ურჯულოება, მიგეტევა შენი ცოდვა”.

დანიელი 10:16-18
და, აჰა, შემეხო ბაგეებზე კაცის ძის მსგავსი, გავხსენი პირი, ავლაპარაკდი და ვუთხარი ჩემს წინ მდგომს: „ბატონო! ამ ხილვის გამო შიგნეული ამემღვრა და ძალა ვეღარ მოვიკრიბე. როგორ შეუძლია ჩემი ბატონის მსახურს ილაპარაკოს ჩემს ბატონთან, როცა აღარც ძალა მაქვს და აღარც სუნთქვა დარჩა ჩემში?” კვლავ შემეხო ადამიანის მსგავსება და გამამაგრა.

მათეს 9:20-21
აჰა, ერთი ქალი, რომელიც თორმეტ წელიწადს იტანჯებოდა სისხლის დენით, უკნიდან მიუახლოვდა და მისი სამოსელის კალთას შეეხო. ვინაიდან ამბობდა თავისთვის: მის სამოსელს მაინც თუ შევეხე, განვიკურნებიო.

მარკოზის 5:27-30
მოისმინა რა იესოზე, ზურგიდან მოუარა და მის სამოსელს შეეხო. რადგან ფიქრობდა, მის სამოსელსაც რომ შევეხო, განვიკურნებიო. იმწამსვე დაიშრიტა მისი სისხლდენის წყარო და იგრძნო თავის სხეულში, რომ განიკურნა წყლულისგან. მყისვე მიხვდა იესო, რომ ძალა გავიდა მისგან. მიუბრუნდა ხალხს და იკითხა: „ვინ შეეხო ჩემს სამოსელს?”

ლუკას 8:45-46
და იკითხა იესომ: „ვინ შემეხო?” ყველამ იუარა. პეტრემ და მასთან მყოფებმა უთხრეს: „მოძღვარო, ხალხი გარს გახვევია და ზედ გაწყდება, შენ კი კითხულობ, ვინ შემეხოო?” ხოლო იესომ თქვა: „ვიღაც შემეხო, რადგან ვიგრძენი, რომ ძალა გავიდა ჩემგან”.

მათეს 14:36
ევედრებოდნენ, რომ მისი მოსასხამის კიდეს მაინც შეხებოდნენ; და ვინც შეეხო, განიკურნა.

მარკოზის 6:56
სადაც შედიოდა, სოფლებში, ქალაქებსა თუ სანახებში, მოედნებზე აწვენდნენ თავიანთ ავადმყოფებს და ევედრებოდნენ, რომ მისი სამოსლის კალთას მაინც შეხებოდნენ და ყველა, ვინც შეეხო, განიკურნა.

მარკოზის 10:16
მოეხვია მათ, ხელები დაასხა და აკურთხა ისინი.

მარკოზის 7:33-35
ცალკე გაიყვანა, ხალხისგან მოშორებით, თითებით ყურები დაუცო, დააფურთხა და შეეხო მის ენას; ცას ახედა, ამოიოხრა და უთხრა მას: „ეფფათა”, რაც ნიშნავს: „განიხსენ”. მყისვე გაეხსნა მას სასმენელი, ენის შებოჭილობაც აეხსნა და გამართულად დაიწყო ლაპარაკი.

მათეს 8:3
გაიწოდა ხელი იესომ, შეახო მას და თქვა: „მინდა, განიწმიდე!” მყისვე განიწმიდა იგი კეთრისგან.

ლუკას 22:51
მაშინ იესომ უთხრა: „თავი დაანებეთ, კმარა!” შეეხო ყურს და გაუმრთელა იგი.

Advertisements