შფოთვა ბიბლიის მუხლები

იერემია 49:23
დამასკოზე: „შერცხვებიან ხამათი და არფადი, რადგან ავი ამბავი მოისმინეს და სულით დაეცნენ; ზღვასავით ღელავენ, არ შეუძლიათ დაწყნარება.

დაბადება 41:8
შეშფოთდა დილით მისი სული, მოახმობინა ეგვიპტის ყველა გრძნეული და ბრძენი და უამბო მათ თავისი სიზმრები, მაგრამ ვერავინ განუმარტა ისინი ფარაონს.

იგავნი 15:16
მცირედი სჯობია უფლისმოშიშებაში, ვიდრე დიდი საუნჯე შფოთვაში.

დანიელი 2:1
თავისი მეფობის მეორე წელს სიზმრები იხილა ნაბუქოდონოსორმა. აუფორიაქდა სული და ძილი გაუტყდა.

ფსალმუნები 37:3-10
ჯანსაღი ადგილი აღარ შემრჩა სხეულზე შენი რისხვის გამო; სიმშვიდე დაეკარგა ჩემს ძვლებს, ჩემი ცოდვის გამო.  რადგან ჩემს თავს გასცილდნენ ცოდვანი ჩემნი, მძიმე ტვირთივით დამძიმდნენ ჩემზე.  ჭრილობები ამიყროლდა და დამიჩირქდა, ჩემი უგუნურობის გამო.  მოვიდრიკე და დავმდაბლდი, მთელ დღეს მგლოვიარე დავიარები. რადგან ჩემი წელი სიცხითაა გათანგული და ჯანსაღი ადგილი აღარ შერჩა ჩემს სხეულს. მეტისმეტად დავუძლურდი და დავძაბუნდი, ვღრიალებ ჩემი გულის სატკივრით.  უფალო, შენ წინაშეა ყველა ჩემი სურვილი და ჩემი ოხვრაც არაა დაფარული შენგან. თრთის ჩემი გული, ძალღონემ მიმატოვა და აღარც თვალის სინათლეა ჩემთან.

რუთი 3:18
უთხრა ნაყომიმ: „დაელოდე, ჩემო ასულო, ვიდრე გაიგებ, რით დასრულდება ეს საქმე; არ გაჩერდება ის კაცი, სანამ დღესვე არ მოათავებს ყველაფერს”.

დაბადება 27:40
შენი მახვილით იცხოვრებ, შენს ძმას მოემსახურები; და იქნება როცა აღუდგები, გადაიგდებ მის უღელს ქედიდან”.

ლუკას 8:29
რადგან ამ კაცისგან გამოსვლა უბრძანა არაწმიდა სულს, ვინაიდან დიდხანს სტანჯავდა მას, ჯაჭვებითა და ბორკილებით ჰკრავდნენ, რომ დაეკავებინათ იგი, მაგრამ ის საკვრელებს წყვეტდა და ეშმაკის მიერ უდაბნოში იდევნებოდა.

მათეს 12:43
როცა არაწმიდა სული გამოდის ადამიანიდან, დადის უწყლო ადგილებში მოსვენების ძიებაში და ვერ პოულობს.

ლუკას 11:24
როცა ადამიანიდან არაწმიდა სული გამოვა, დადის უწყლო ადგილებში, მოსვენების საძებნელად, მაგრამ ვერ პოულობს; მაშინ იტყვის: დავბრუნდებიო ჩემს სახლში, საიდანაც გამოვედი.

იერემია 14:10
ასე ამბობს უფალი ამ ხალხზე: „რაკი ხეტიალი უყვართ, რაკი ფეხებს ვერ აკავებენ, არც უფალი მიიღებს მათ; გაიხსენებს მათ ურჯულოებას და ცოდვებს მოჰკითხავს”.

იერემია 50:6
დაკარგული ცხვარია ჩემი ხალხი, მწყემსებმა გადაახვევინეს გზიდან, მთებისკენ მიაბრუნეს, მთიდან ბორცვზე ახეტიალეს, თავიანთი მოსასვენებელი ადგილი დაავიწყეს.

ფსალმუნები 106:40
სირცხვილს დაატეხს მთავრებს და უგზო-უკვლოდ ახეტიალებს.

ფსალმუნები 108:10
იხეტიალონ მისმა შვილებმა, და იმათხოვრონ; ითხოვდნენ პურს თავიანთი ნანგრევებიდან.

ამოსი 8:12
იწანწალებენ ზღვიდან ზღვამდე და იხეტიალებენ ჩრდილოეთიდან აღმოსავლეთამდე უფლის სიტყვის სათხოვნელად, მაგრამ ვერ იპოვნიან.

ზაქარია 10:2
ვინაიდან მზაკვრობას ლაპარაკობენ თერაფიმები და ტყუილს ხედავენ მხილველნი. ყალბ სიზმრებს ხედავენ და ლაპარაკობენ, ამაოებით ანუგეშებენ, ამიტომაც ცხვრებივით დახეტიალობენ და იტანჯებიან, რადგან არა ჰყავთ მწყემსი.

ფილიპელთა 4:6
არაფერზე იდარდოთ, არამედ ყოველგვარ ლოცვასა და ვედრებაში მადლიერებით აუწყეთ თქვენი სურვილი ღმერთს

ფსალმუნები 45:10
შეჩერდით და შეიცანით, რომ მე ვარ ღმერთი; ავმაღლდები ერებს შორის, ავმაღლდები დედამიწაზე.

ესაია 32:17
სამართალი შექმნის მშვიდობას და იქნება სიმშვიდე და უსაფრთხოება უკუნისამდე.

Advertisements