შურისძიება და სამაგიეროს გადახდა ბიბლიის მუხლები

რომაელთა 12:19
შურს ნუ იძიებთ თქვენთვის, საყვარლებო, არამედ ადგილი მიეცით უფლის რისხვას, ვინაიდან წერია: „ჩემია შურისგება და მე მივაგებ, – ამბობს უფალი”.

დაბადება 4:15
თქვა უფალმა: „ამიტომ შვიდგზის მიეზღვება კაენის მკვლელს”. და დაადო უფალმა ნიშანი კაენს, რომ ყოველ შემხვედრს ვერ მოეკლა იგი.

ლევიანნი 19:18
შური არ იძიო და ბოღმას ნუ ჩაიდებ შენი თვისტომის მიმართ; გიყვარდეს მოყვასი შენი, როგორც თავი შენი. მე ვარ უფალი.

მეორე რჯული 32:35
ჩემია შურისგება და საზღაურის მიზღვა, განსაზღვრულ დროს წაიბორძიკებს მათი ფეხი, რადგან ახლოა მათი უბედურების დღე და მსწრაფლ მოაწევს მათთვის გამზადებული.

იგავნი 20:22
ნუ იტყვი: მივაგებო ბოროტის სანაცვლოდ; უფალს დაელოდე და ის გიხსნის.

მეორე რჯული 19:5-7
წავა თავის მოყვასთან ერთად ტყეში შეშის მოსაჭრელად, ცულს მოიქნევს ხის წასაქცევად, გასძვრება ტარს რკინა, მოხვდება მოყვასს და მოკლავს; გაიქცეს ეს კაცი ერთ ამ ქალაქთაგანში და იცოცხლოს.  რომ ცხელ გულზე არ დაედევნოს მკვლელს მესისხლე, არ დაეწიოს, რადგან დიდია გზა, და არ მოკლას; ის კი არ იმსახურებს სიკვდილს, არ სძულებია იგი არც გუშინ და არც გუშინწინ.  ამიტომ გიბრძანებ: გამოყავი სამი ქალაქი.

მეორე რჯული 23:7
ნუ შეგძაგდება ედომელი, შენი მოძმეა იგი; ნუ შეგძაგდება ეგვიპტელი, რადგან ხიზნად იყავი მის ქვეყანაში;

იგავნი 24:29
ნურც იმას იტყვი: როგორც მომექცა, ისევე მოვექცევი, თავისი ქცევისამებრ მივუზღავო.

იერემია 29:7
მშვიდობა და სიკეთე ეძიეთ იმ ქალაქისთვის, რომელშიც გადაგასახლეთ, ევედრეთ მისთვის უფალს, რადგან მისი სიკეთით თქვენც გექნებათ სიკეთე.

გამოსვლა 21:23-25
აგრამ თუ რაიმე ზიანი მიადგა, მაშინ სიცოცხლე სიცოცხლის წილ ზღონ.   თვალი თვალის წილ, კბილი კბილის წილ, ხელი ხელის წილ, ფეხი ფეხის წილ.  დამწვრობა დამწვრობის წილ, წყლული წყლულის წილ, ჭრილობა ჭრილობის წილ.

მეორე რჯული 19:18-21
კარგად გამოიძიონ მსაჯულებმა და თუ ცრუა ეს მოწმე და ცილი დასწამა თავის ძმას,  ისე მოექეცი მას, როგორც თავად სურდა რომ მოქცეოდა თავის ძმას; ასე აღმოფხვერი ბოროტება შენი წიაღიდან. მოისმენენ დანარჩენები, შეშინდებიან და აღარ ჩაიდენენ ამ ბოროტებას შენს წიაღში.  ნუ შეიბრალებს მას შენი თვალი: სიცოცხლე სიცოცხლის წილ, თვალი თვალის წილ, კბილი კბილის წილ, ხელი ხელის წილ, ფეხი ფეხის წილ.

მათეს 5:38-45
გსმენიათ, რომ თქმულა: თვალი თვალის წილ და კბილი კბილის წილ. 39 მე კი გეუბნებით თქვენ: წინ ნუ აღუდგებით ბოროტს; არამედ, თუ ვინმემ მარჯვენა ლოყაში სილა გაგაწნას, მეორე ლოყაც მიუშვირე. თუ ვინმე სასამართლოში გიჩივლებს და შენი სამოსლის წართმევას მოისურვებს, მოსასხამიც თან გაატანე. ვინც ერთ მილზე წაყოლას გაიძულებს, ორზე გაჰყევი.  ვინც გთხოვოს – მიეცი; და ზურგს ნუ შეაქცევ მას, ვისაც შენგან სესხება სურს.  გსმენიათ, რომ თქმულა: გიყვარდეს მოყვასი შენი და გძულდეს მტერი შენი. მე კი გეუბნებით: გიყვარდეთ თქვენი მტრები, ილოცეთ თქვენი მაწყევრებისთვის, კეთილი უყავით თქვენს მოძულეებს და ილოცეთ მათთვის, ვინც გავიწროებთ და გდევნით.  რათა იყოთ თქვენი ზეციერი მამის ძენი, რომელსაც თავისი მზე ამოჰყავს ბოროტთა და კეთილთა თავზე და წვიმას უგზავნის მართლებსაც და უმართლოებსაც.

რომაელთა 12:17
არავის მიაგოთ ბოროტის წილ ბოროტი; კეთილს ცდილობდეთ ყველა ადამიანის წინაშე.

1 თესალონიკელთა 5:15
თვალი გეჭიროთ, რომ ბოროტის წილ ვინმეს ბოროტი არავინ მიაგოს; არამედ მუდამ ეცადეთ სიკეთეს მისდიოთ, ერთმანეთის მიმართ იქნება ეს, თუ ყველას მიმართ.

1 პეტრეს 3:9
ნუ მიაგებთ ბოროტს ბოროტის წილ, ნურც ლანძღვას ლანძღვის წილ; პირიქით, აკურთხეთ, რადგან ამისთვის ხართ მოწოდებულნი, რათა კურთხევა დაიმკვიდროთ.

მსაჯულნი 15:1-8
გამოხდა ხანი, მიაკითხა სამსონმა თავის ცოლს ხორბლის მკის დროს და საჩუქრად თიკანი მიართვა. თქვა: „შევალ ჩემს ცოლთან ოთახში!” მაგრამ ქალის მამამ არ დართო შესვლის ნება.  უთხრა სიმამრმა: „ვიფიქრე, რომ მოიძულე იგი და შენს მაყარს მივათხოვე. აი, მისი უმცროსი და მასზე მშვენიერია; გთხოვ, ის იყოს შენთვის ცოლად მის მაგიერ”.  მიუგო სამსონმა: „ამიერიდან უდანაშაულო ვიქნები ფილისტიმელთა წინაშე, ბოროტიც რომ გავუკეთო მათ”.  წავიდა სამსონი, სამასი მელია დაიჭირა, აიღო ჩირაღდნები, კუდებით ერთმანეთზე გადააბა მელიები და ორ კუდს შორის თითო ჩირაღდანი ჩაამაგრა. ცეცხლი მოუკიდა ჩირაღდნებს, მიუშვა მელიები ფილისტიმელთა სამკალზე და გადაუწვა ზვინები, ვენახები და ზეთისხილის ბაღები.  იკითხეს ფილისტიმელებმა: „ეს ვინ გაგვიკეთა?” უთხრეს: „სამსონმა, თიმნათელის სიძემ, რადგან მისი ცოლი მაყარს მიათხოვეს”. ავიდნენ ფილისტიმელნი და ცეცხლში დაწვეს ის ქალი და მამამისი.  უთხრა მათ სამსონმა: „რაკი ასე იქცევით, უსათუოდ შურს ვიძიებ თქვენზე და შემდეგ დაგეხსნებით”.  უმოწყალოდ ურტყა წვივებზე და თეძოებზე, მერე ჩავიდა და ყეტამის კლდის ნაპრალს შეეფარა.

რომალეთ 12:18
თუ შესაძლებელია, თქვენის მხრივ ყველა ადამიანთან მშვიდობიანად იყავით.

1 პეტრეს 4:8
უპირველეს ყოვლისა კი, იქონიეთ გულითადი სიყვარული ერთმანეთისადმი, რადგან ცოდვათა სიმრავლეს სიყვარული ფარავს.

მათეს 10:23
როცა ერთ ქალაქში დევნას დაგიწყებენ, მეორისკენ გაიქეცით. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ვერ მოასწრებთ ისრაელის ქალაქების შემოვლას, რომ ძე კაცისაც მოვა.

1 კორინთელთა 6:7
ისიც მეტად დამამცირებელია თქვენთვის, რომ ერთმანეთს ედავებით. რატომ არ არჩევთ უსამართლობის ატანას? რატომ არ არჩევთ დაზარალებულად დარჩენას?

საქმეები 22:25
ღვედებით რომ დააბეს, პავლემ იქვე მდგომ ასისთავს უთხრა: „რა უფლება გაქვთ, რომ განუკითხავად გაშოლტოთ რომის მოქალაქე?”

1 კორინთელთა 6:1-6
როგორ ბედავს ვინმე თქვენგანი, მეორესთან რომ აქვს დავა, უმართლოთაგან განიკითხოს და არა წმიდანთაგან?  ნუთუ არ იცით, რომ წმიდანები განიკითხავენ წუთისოფელს? ხოლო თუ თქვენგან განიკითხება წუთისოფელი, განა მცირე საქმეთა განკითხვის ღირსნი არა ხართ?  ნუთუ არ იცით, რომ ანგელოზებს განვიკითხავთ, მით უმეტეს – ყოფით საქმეებს!  თქვენ კი, როცა ყოფითი საქმეები გაქვთ, თქვენს განმკითხველებად მათ აყენებთ, ვინც არაფრად არის მიჩნეული ეკლესიაში.  თქვენდა სამარცხვინოდ ვამბობ ამას: ნუთუ თქვენში ერთი ბრძენიც არ მოიპოვება, რომ თავის ძმებს შორის დავის განსჯა შეეძლოს?  მაგრამ ძმა ძმას ედავება და თანაც ურწმუნოთა წინაშე.

ლუკას 23:34
თქვა იესომ: „მამაო, მიუტევე ამათ, ვინაიდან არ იციან, რას აკეთებენ”. წილი ჰყარეს და გაიყვეს მისი სამოსელი.

მეორე რჯული 32:43
მის ხალხთან ერთად იზეიმეთ ერებო, რადგან შურს იძიებს თავის მსახურთა სისხლისთვის, საზღაურს მიაგებს თავის მტრებს და გაწმენდს თავის მიწასა და ერს”.

1 მეფეთა 24:12
უფალმა განსაჯოს ჩემსა და შენს შორის და უფალმა მოგიზღოს სამაგიერო ჩემ გამო. მე შენზე ხელს არ აღვმართავ.

4 მეფეთა 9:7
შენ მოსპობ შენი ბატონის, ახაბის სახლს და შურს იძიებ ჩემი წინასწარმეტყველი მსახურების სისხლისა და უფლის ყველა მსახურის სისხლის გამო.

ფსალმუნები 17:47
ღმერთია ჩემთვის შურისმაძიებელი და ის მიმორჩილებს ერებს.

გამოცხადება 6:10
დიდი ხმით ღაღადებდნენ და ამბობდნენ: „ხელმწიფევ, წმიდაო და ჭეშმარიტო, როდემდე არ განიკითხავ და არ იძიებ შურს დედამიწის მკვიდრებზე ჩვენი სისხლისთვის?”

გამოცხადება 19:2
რადგან ჭეშმარიტად და სამართლიანად განიკითხავს; მან განიკითხა დიდი მეძავი, დედამიწა რომ გარყვნა თავისი მეძავობით, და მისი ხელიდან იძია თავისი მონების სისხლი”.

Advertisements