შურისძიების მაგალითები ბიბლიის მუხლები

ლუკას 6:11
ისინი კი რისხვით აღივსნენ და ურთიერთშორის მსჯელობდნენ, რა ექნათ იესოსთვის.

მათეს 12:14
ფარისეველნი კი გამოვიდნენ და მოითათბირეს მის წინააღმდეგ, თუ როგორ დაეღუპათ იგი.

მარკოზის 3:6
იქიდან გამოსულმა ფარისევლებმა მაშინვე მოითათბირეს ჰეროდიანელებთან ერთად მის წინააღმდეგ, როგორ დაეღუპათ იგი.

დაბადება 4:24
თუ შვიდგზის მიეზღვებათ კა­ენის გამო, ლამექისთვის – სამოცდაათჯერ შვიდგზის მიეზღვებათ!”

3 მეფეთა 19:2
მოციქული გაუგზავნა იეზებელმა ელიას და შეუთვალა: „ასე და ასე მომექცნენ ღმერთები და უარესიც დამმართონ, თუ ხვალ ამ დროს ისევე არ წაგართვა სიცოცხლე, როგორც შენ წაართვი თითოეულ მათგანს”.

3 მეფეთა 22:27
უთხარით, ასე თქვა-თქო მეფემ: საპყრობილეში ჩასვით და ძღომამდე არ აჭამოთ პური და არ ასვათ წყალი, ვიდრე მშვიდობით მოვბრუნდებოდე”.

ეზეკილი 25:15
ასე ამბობს უფალი ღმერთი: იმის გამო, რომ შურისგებით იქცეოდნენ ფილისტიმელნი და შური იძიეს სულის ზიზღით, რათა გაენადგურებინათ იუდა მარადიული მტრობით,

მარკოზის 6:19
ჰეროდიას კი სძულდა იგი და მისი მოკვლა უნდოდა, მაგრამ არ შეეძლო.

საქმეები 23:12
რომ გათენდა, იუდეველთაგან ზოგიერთნი შეითქვნენ და დაიფიცეს, რომ არ ეჭამათ და არ ესვათ, სანამ პავლეს არ მოკლავდნენ.

მსაჯულნი 8:4-9
მიადგნენ დევნისგან დაქანცული გედეონი და მასთან მყოფი სამასი კაცი და გადალახეს იორდანე. სთხოვა მან სუქოთელებს: „მიეცით პური ხალხს, მე რომ მომყვება, რადგან მოიქანცნენ; მიდიანის მეფეებს მივდევ, ზებახს და ცალმუნაყს”.  ჰკითხეს სუქოთის მთავრებმა: „განა უკვე ხელში ჩაიგდე ზებახი და ცალმუნაყი, რომ პური მივცეთ შენს ლაშქარს?”  თქვა გედეონმა: „როცა ხელში ჩამიგდებს უფალი ზებახს და ცალმუნაყს, უდაბნოს ეკლით და კვრინჩხის ტოტებით დაგიფლეთთ ხორცს”.  იქიდან ფენუელს მიადგა და იგივე სთხოვა; ფენუელის მკვიდრებმაც უარი უთხრეს სუქოთელებივით.  მაშინ ფენუელის მკვიდრთაც იგივე უთხრა: „უკან რომ მოვბრუნდები დავანგრევ ამ კოშკს”.

გალატელთა 4:30
თუმცა, აი, რას ამბობს წერილი: „განდევნე მხევალი და მისი ძე, ვინაიდან მხევლის ძე ვერ გახდება მემკვიდრე თავისუფლის ძესთან ერთად!”

მსაჯულნი 16:28-30
მოუხმო სამსონმა უფალს და თქვა: „უფალო ღმერთო, ხელახლა გამიხსენე და ერთხელ კიდევ გამაძლიერე, ღმერთო! ერთბაშად რომ ვიძიო შური ფილისტიმელებზე ჩემი ორი თვალის გამო”.  და მოეჭიდა სამსონი ორ შუათანა სვეტს, რომლებზეც სახლი იდგა, ერთს მარჯვენა ხელი მიაყრდნო, მეორეს მარცხენა.  თქვა სამსონმა: „დაე, მოვკვდე ფილისტიმელებთან ერთად!” და მთელი ძალით მიაწვა. თავზე ჩამოემხოთ სახლი მთავრებსა და შიგმყოფ ხალხს; და დახოცილები, სამსონმა რომ დახოცა თავისი სიკვდილისას, იმაზე მეტნი იყვნენ, სიცოცხლეში რომ ჰყავდა დახოცილი.

1 მეფეთა 25:10-13
ჩემი პური, წყალი და ცხვრის მპარსველთათვის დაკლული საკლავი იმ კაცებს მივცე, რომელთა ასავალ-დასავალიც არ ვიცი?”  გამობრუნდნენ დავითის ჭაბუკნი თავის გზაზე, მივიდნენ და გადასცეს ეს სიტყვები დავითს.  უთხრა დავითმა თავის კაცებს: „შეიბით ყველამ თქვენ-თქვენი მახვილი!” შემოირტყა ყოველმა მახვილი და დავითმაც შეიბა თავისი მახვილი. ოთხასამდე კაცი გაჰყვა დავითს, ორასი კი აღალთან დარჩა.  უთხრა ერთმა ჭაბუკმა აბიგაილს, ნაბალის ცოლს: „აჰა, მოციქულნი გამოგზავნა დავითმა უდაბნოდან ჩვენი ბატონის მოსაკითხად, მან კი აბუჩად აიგდო ისინი.

2 მეფეთა 3:27
დაბრუნდა აბნერი ხებრონს და გაიხმო იგი იოაბმა კარიბჭის შიგნით, ვითომ განმარტოებით სურდა საუბარი; იქ ჩასცა მახვილი მუცელში, თავისი ძმის, ყასაელის სისხლის გამო და მოკვდა აბნერი.

ლუკას 9:51-59
მისი ამაღლების დღეები რომ მოახლოვდა, პირი იერუსალიმში ასასვლელად იბრუნა.  წინდაწინ მიავლინა მაცნეები. ისინიც გაემგზავრნენ და შევიდნენ სამარიელთა სოფელში, რათა ადგილი გაემზადებინათ მისთვის.  მაგრამ იქ არ მიიღეს იგი, ვინაიდან სახე იერუსალიმისკენ წასასვლელად ჰქონდა მიმართული.  ეს რომ მისმა მოწაფეებმა, იაკობმა და იოანემ დაინახეს, უთხრეს: „უფალო, გინდა, ვიტყვით, რომ ცეცხლი ჩამოვიდეს ციდან და მოსპოს ისინი, როგორც ელიამ გააკეთა?”  მაგრამ ის მიბრუნდა მათკენ, გაუჯავრდა და უთხრა: „არ იცით, ვისი სულისანი ხართ!  ვინაიდან, ძე კაცისა ადამიანთა სულების დასაღუპად კი არა, სახსნელად მოვიდა!” და წავიდნენ მეორე სოფელში.  გზას რომ ადგნენ, ვიღაცამ უთხრა: „გამოგყვები, სადაც კი წახვალ”.  იესომ უთხრა: „მელიებს სოროები აქვთ და ცის ფრინველთ – ბუდეები. კაცის ძეს კი თავის მისადრეკი არ გააჩნია”.  მეორეს კი უთხრა: “გამომყევი”. მან თქვა: „უფალო, ნება მომეცი, ჯერ წავიდე და მამაჩემი დავმარხო”.

საქმეები 23:2-5
მღვდელმთავარმა ანანიამ კი თავის წინაშე მდგომთ უბრძანა, რომ სახეში გაერტყათ მისთვის.  მაშინ უთხრა პავლემ: „ღმერთი გცემს შენ, თეთრად შეფეთქილო კედელო! მანდ იმიტომ ზიხარ, რომ რჯულით განმიკითხო და ურჯულოდ კი ბრძანებ ჩემს ცემას”.  უთხრეს იქ მდგომებმა: „ღვთის მღვდელმთავარს შეურაცხჰყოფ?”  უთხრა მათ პავლემ: „არ ვიცოდი, ძმებო, ეგ თუ მღვდელმთავარი იყო, ვინაიდან დაწერილია, შენი ხალხის მთავარზე აუგს ნუ იტყვი”.

1 პეტრეს 2:23
რომელსაც ლანძღავდნენ და ლანძღვით არ უპასუხებდა, იტანჯებოდა და არ იმუქრებოდა, არამედ მიენდო სიმართლით განმკითხველს;

ესაია 53:7
შევიწროებული და დამცირებული იყო, მაგრამ არ გაუხსნია ბაგე; ისე წაიყვანეს, როგორც კრავი მიჰყავთ დასაკლავად და როგორც კრავი დუმს მპარსველთა წინაშე, ისე არ გაუხსნია მას ბაგე.

ლუკას 23:34
თქვა იესომ: „მამაო, მიუტევე ამათ, ვინაიდან არ იციან, რას აკეთებენ”. წილი ჰყარეს და გაიყვეს მისი სამოსელი.

1 მეფეთა 24:1-12
როგორც კი დაბრუნდა საული ფილისტიმელთაგან, შეატყობინეს, აჰა, ყენგედის უდაბნოშიაო დავითი. წაიყვანა საულმა მთელი ისრაელიდან გამორჩეული სამი ათასი კაცი და წავიდა დავითისა და მისი ხალხის საძებრად ველური თხების კლდეებში.  ცხვრის სადგომებიდან გზის ნაპირას გამოქვაბულთან მივიდა და შევიდა საული შიგ მოსასაქმებლად, ხოლო დავითი და მისი ხალხი გამოქვაბულის სიღრმეში ისხდნენ.  უთხრეს დავითს მისმა კაცებმა: „აი, ის დღეც, რომელზეც გითხრა უფალმა, აჰა, ხელში ჩაგიგდებო შენს მტრებს და უყავი, რაც გენებოს”. ადგა დავითი და ჩუმად კიდე მოაჭრა საულის მოსასხამს.  წუხდა ამის შემდეგ გულში დავითი, რადგან კიდე მოაჭრა საულის მოსასხამს.  უთხრა თავის ხალხს: „ღმერთმა დამიფაროს, რომ ასეთი საქმე ვუყო ჩემს ბატონს, უფლის ცხებულს! ხელს არ აღვმართავ მასზე, რადგან უფლის მიერ არის იგი ცხებული”.  ამ სიტყვებით გააჩერა თავისი ხალხი დავითმა და ნება არ მისცა, თავს დასხმოდნენ საულს. გამოვიდა საული გამოქვაბულიდან და წავიდა თავის გზაზე. 8 ადგა დავითი, გამოქვაბულიდან გამოვიდა და გასძახა საულს: „ჩემო მეფევ და ბატონო!” უკან რომ მოიხედა საულმა, მიწამდე პირქვე დაიხარა დავითი და მოიდრიკა მის წინაშე.  უთხრა დავითმა საულს: „რატომ უსმენ ხალხის სიტყვებს, აჰა, ბოროტს გიპირებსო დავითი?  აჰა, შენი თვალით დაინახე, რომ ხელში ჩამიგდო შენი თავი უფალმა გამოქვაბულში. ზოგიერთნი მეუბნებოდნენ, მოკალიო, მაგრამ დაგინდე და ვთქვი, ხელს არ აღვმართავ-მეთქი ჩემს ბატონზე, რადგან უფლის მიერაა ცხებული!  შეხედე, მამაჩემო; დააკვირდი შენი მოსასხამის კიდეს, ხელში რომ მიჭირავს. მოსასხამის კიდის მოჭრისას რომ არ მოგკალი, ამით მიხვდი, რომ არ ვარ ბოროტი და მეამბოხე; არც ბოროტება განმიზრახავს, არაფერი შემიცოდავს შენს წინაშე; შენ კი მოსაკლავად მდევნი.  უფალმა განსაჯოს ჩემსა და შენს შორის და უფალმა მოგიზღოს სამაგიერო ჩემ გამო. მე შენზე ხელს არ აღვმართავ.

1 მეფეთა 12:23
მე კი, არ შემეცოდოს უფლისთვის და არ შემეწყვიტოს თქვენთვის ლოცვა. მე დაგაყენებთ კეთილ და სწორ გზაზე.

ფსალმუნები 27:4
მიუზღე მათ თავისი საქმეებისა და ბოროტმოქმედებისამებრ; მათი ხელის ნამოქმედარის შესაფერისად მიუზღე და დამსახურებისამებრ გადაუხადე.

ფსალმუნები 108:8-14
იყოს დღეები მისი მცირე და მის ადგილს სხვა დაეპატრონოს. 9 მისი შვილები ობლად დარჩნენ და მისი ცოლი – ქვრივად.  იხეტიალონ მისმა შვილებმა, და იმათხოვრონ; ითხოვდნენ პურს თავიანთი ნანგრევებიდან.  მოვალემ მიითვისოს ყოველივე, რაც მას გააჩნია და უცხოებმა დაიტაცონ მისი ნაჯაფი. ნუ ეყოლება სიკეთის მქმნელი და ნურავინ შეიწყალებს მის ობლებს.  მოისპოს მისი შთამომავალობა და მომდევნო თაობაშივე წაიშალოს მისი სახელი.  გაუხსენდეს მისი მამების ბრალი უფლის წინაშე და დედამისის ცოდვა ნუ წაიშლება.

იერემია 15:15
შენ იცი, უფალო. გამიხსენე, მომინახულე და შური იძიე ჩემ გამო ჩემს მდევნელებზე; შენი სულგრძელობით ნუ განმირისხდები. შენ იცი, რომ შენ გამო ვიტან დამცირებას.

Advertisements