სიამაყის საწყისები ბიბლიის მუხლები

ლუკას 18:11-12
ფარისეველი იდგა და თავისთვის ლოცულობდა: გმადლობ შენ ღმერთო, რომ სხვა ადამიანების მსგავსი არა ვარ – მძარცველი, უსამართლო და მრუში ან როგორიც ეს მებაჟეა. კვირაში ორჯერ ვმარხულობ და მეათედს ვიძლევი ყოველი ჩემი შენაძენიდან.

სოფონია 3:11
აღარ შეგრცხვება იმ დღეს ყველა შენი საქმის გამო, რითაც მიჯანყდებოდი, რადგან მაშინ მოვაშორებ შენი წიაღიდან ამპარტავნებსა და ქედმაღლებს, რომ აღარ იამპარტავნო ჩემს წმიდა მთაზე;

1 კორინთელთა 8:1
ახლა კერპთშენაწირებზე. ვიცით, რადგან ცოდნა ყველას გვაქვს. მაგრამ ცოდნა აამპარტავნებს, სიყვარული კი აშენებს.

1 ტიმოთეს 3:6
ნურც ახალმოქცეული იქნება, რათა არ გაამაყდეს და ეშმაკის სამსჯავროში არ მოხვდეს.

ლევიანნი 26:19
გავტეხ თქვენი სიძლიერის სიამაყეს, რკინად გიქცევთ ცას და სპილენძად – მიწას.

ეზეკიელი 30:6
ასე ამბობს უფალი: დაეცემიან ეგვიპტის მხარდამჭერნი და დამდაბლდება მისი ძლიერების სიამაყე, მიგდოლიდან სევენემდე მახვილით დაეცემიან! – ამბობს უფალი ღმერთი.

4 მეფეთა 20:13
მოუსმინა ხიზკიაჰუმ წარმოგზავნილთ და უჩვენა მათ საუნჯეთა სახლი: ვერცხლი და ოქრო, სურნელებანი და საცხებელი ზეთები, თავისი საჭურველის სახლი და ყველაფერი, რაც საგანძურში მოეპოვებოდა; არაფერი დარჩენილა თავის სახლსა და მთელ თავის სამფლობელოში, რაც არ უჩვენებია მათთვის ხიზკიაჰუს.

Advertisements