სიამაყის შედეგები ბიბლიის მუხლები

გალატელთა 6:3
ვინაიდან, ვისაც ჰგონია რომ რაიმეს წარმოადგენს და არაფერიც არ არის, თავს იტყუებს.

ესაია 16:6
გაგონილი გვაქვს მოაბის ამპარტავნება, მეტისმეტი სიამაყე, მისი ქედმაღლობა და მედიდური წყრომა – ფუჭია მისი ტრაბახი.

ესაია 47:10
შენი ბოროტმოქმედების იმედი გქონდა; ამბობდი: ვერავინ მხედავსო. შენმა სიბრძნემ და ცოდნამ გაგრყვნა, გულში ამბობდი: მე ვარ და ჩემს გარდა არავინააო!

იერემია 49:16
საშიში იყავი, გულით გაკადნიერდი და ამან გაცდუნა; კლდის ნაპრალების მკვიდრო, მთის წვერზე გამაგრებულო. არწივივითაც რომ აიმაღლო შენი ბუდე, იქიდანაც ჩამოგაგდებ! ამბობს უფალი.

1 კორინთელთა 8:2
ვინც ფიქრობს, რომ რაიმე იცის, მან ჯერაც არაფერი იცის ისე, როგორც უნდა იცოდეს.

1 ტიმოთეს 6:3-4
ვინც სხვანაირად ასწავლის და არ მიჰყვება ჩვენი უფლის, იესო ქრისტეს ჯანსაღ სიტყვებსა და ღვთისმოსაობის სწავლებას, ის ამპარტავანია და არაფერი იცის, მხოლოდ კამათისა და პაექრობის სენი სჭირს, საიდანაც წარმოიშობა შური, დავა, გმობა და ბოროტი ეჭვი,

მეორე რჯული 8:14
ნუ გადიდგულდები და ნუ დაივიწყებ უფალს, შენს ღმერთს, რომელმაც გამოგიყვანა ეგვიპტის ქვეყნიდან, მონობის სახლიდან;

ნეემია 9:16
მაგრამ გაიმაგრეს ქედი ჩვენმა მამებმა, გაამაყდნენ და არ ისმინეს შენი მცნებანი.

ფსალმუნები 35:2
პირფერობით იტყუებს თავს, თითქოს ეძებს თავის დანაშაულს, რომ შეიძულოს ის.

ფსალმუნები 51:1
რატომ ტრაბახობ ბოროტებით ძლიერო? ღმერთის წყალობა ჩემთანაა მთელ დღეს.

დანიელი 5:20
მაგრამ, როდესაც მისი გული აღზევდა და სული ისე გაუკადნიერდა, რომ ამპარტავნულად იწყო მოქმედება, ჩამოგდებული იქნა სამეფო ტახტიდან და პატივაყრილი.

ფსალმუნები 118:85
ორმოებს მითხრიდნენ ქედმაღალნი, ისინი არ მიჰყვებიან შენს რჯულს.

იგავნი 21:24
ამაყი, ქედმაღალი და დამცინავია მისი სახელი, ვინც ამპარტავნულად მოქმედებს.

იგავნი 13:10
ქედმაღლობასა და თავხედობას მხოლოდ შეხლა-შემოხლა მოსდევს, რჩევის მძებნელთ კი სიბრძნე აქვთ.

ფსალმუნები 118:78
შერცხვნენ ამპარტავნები, რადგან ტყუილად მჩაგრავდნენ, მე კი შენს ბრძანებებს ჩავუკვირდები.

აბაკუმი 2:4-5
აჰა, მედიდურ კაცში გულიც არაწრფელია, მართალი კი თავისი რწმენით იცოცხლებს. ღვინო ცბიერია და არ აძლევს მას მოსვენებას. საფლავივით იფართოებს პირს, სიკვდილივით გაუმაძღარია, თავისთან აგრ­ოვებს ყველა ერს და კრებს ყველა ხალხს.

იგავნი 16:5
ყველა გულით ამაყი საძაგელია უფლისთვის, უსათუოდ დაუსჯელი ვერ გადარჩება ასეთი.

იობი 40:11-12
აბა, გადმოაფრქვიე შენი რისხვის მძვინვარება, დახედე ამაყებს და დაამდაბლე. დახედე ქედმაღალს და მოდრი­კე, ადგილზევე გათელე ბოროტეულნი.

იგავნი 11:2
მოვა ამპარტავნობა და მოჰყვება შერცხვენა, თავმდაბლობას კი სიბრძნე ახლავს.

იგავნი 15:25
ამპარტავანთა სახლს უფალი დაანგრევს, ქვრივის საზღვარს კი განამტკიცებს.

იგავნი 29:23
ქედმაღლობა კაცს დაამდაბლებს, თავმდაბალი სული კი პატივს დაიმკვიდრებს.

ესაია 13:11
მოვინახულებ ქვეყნიერებას ბოროტების გამო და ბოროტეულთ – მათი უმართლობის გამო; ბოლოს მოვუღებ ამპარტავანთა სიამაყეს და მტარვალთა ქედმაღლობას დავამცირებ.

სოფონია 3:11
აღარ შეგრცხვება იმ დღეს ყველა შენი საქმის გამო, რითაც მიჯანყდებოდი, რადგან მაშინ მოვაშორებ შენი წიაღიდან ამპარტავნებსა და ქედმაღლებს, რომ აღარ იამპარტავნო ჩემს წმიდა მთაზე;

მალაქია 4:1
რადგან, აჰა, მოდის დღე ღუმელივით აგიზგიზებული; და იქნება ყველა ქედმაღალი და ბოროტმოქმედი ჩალასავით; და გადაბუგავს მათ მომავალი დღე – ამბობს ცაბაოთ უფალი – არ შეარჩენს არც ფესვსა და არც ყლორტს!

Advertisements