სიბრძნის სწავლება ბიბლიის მუხლები

ფსალმუნები 104:22
რათა თავისი სურვილისამებრ მოქცეოდა მის თავადებს და განებრძნო მისი მოხუცებულნი.

იობი 33:33
და თუ არა – მე მომისმინე, დადუმდი და გასწავლი სიბრძნეს”.

ფსალმუნები 89:10
ჩვენი დღეების რიცხვი სამოცდაათი წელიწადია, ხოლო ჯანმაგრობის დროს – ოთხმოცი წელიწადი; ამათგან კი უმეტესი ჯაფა და წუხილია, რადგან სწრაფად გადის და ჩვენც მივფრინავთ.

იგავნი 1:1-7
იგავნი სოლომონისა, დავითის, ისრაელის მეფის ძისა.  სიბრძნისა და დარიგების შესაცნობად, გონივრული ნათქვამის გასაგებად;  ბრძნული დარიგების, სიმართლის, სამართლისა და სამართლიანობის მისაღებად;  გულუბრყვილოთათვის საზრიანობის, ხოლო ყმაწვილთათვის ცოდნისა და განსჯის უნარის მისაცემად.  მოისმენს ბრძენი და ცოდნას გაიმრავლებს, გონიერი და – დაკვალიანდება;  იგავის, ქარაგმის, ბრძენთა სიტყვებისა და არაკების გასაგებად.  უფლის შიში ცოდნის სათავეა, ბრიყვებს კი სძულთ სიბრძნე და დარიგება.

იგავნი 4:7
სიბრძნის დასაწყისი სიბრძნის მოხვეჭაშია, მთელი შენი ქონებით გონიერება შეიძინე.

კოლასელთა 3:16
უხვად დამკვიდრდეს უფლის სიტყვა თქვენში სრული სიბრძნით; ასწავლეთ და შთააგონეთ ერთმანეთი ფსალმუნით, გალობით და სულიერი სადიდებლებით, და უგალობეთ ღმერთს თქვენს გულებში მადლიერებით.

ფსალმუნები 36:30
მართლის ბაგენი სიბრძნეს წარმოთქვამენ და მისი ენა სიმართლეს ლაპარაკობს.

იობი 21:22
განა ღმერთს სიბრძნე ესწავლება, როცა ის თვითონ დიდებულთ განიკითხავს?

მათეს 13:54
მივიდა თავის სამშობლოში და ასწავლიდა მათ სინაგოგაში. იქ უკვირდათ და ამბობდნენ: “საიდან აქვს მას ეს სიბრძნე და ძალა?

მარკოზის 6:2
შაბათი რომ დადგა, სინაგოგაში დაიწყო სწავლება. მრავალი მსმენელი გაოცებული ამბობდა, საიდან აქვს ეს ყველაფერი? რა არის ეს სიბრძნე, მას რომ აქვს მიცემული და სასწაულები მისი ხელით რომ ხდება?

საქმეები 18:11
წელიწადნახევარს დარჩა იქ და ასწავლიდა მათ ღვთის სიტყვას.

იაკობის 1:5
თუ რომელიმე თქვენგანს აკლია სიბრძნე, დაე, სთხოვოს ღმერთს, ყველასთვის უხვად და დაუყვედრებლად გამცემს, და მიეცემა

ფსალმუნები 26:11
მიწინამძღვრე, უფალო, შენს გზაზე დამაყენე და სწორ კვალზე გამიძეხი, ჩემი მტრების გამო.

ფსალმუნები 24:4
შენი გზები შემაცნობინე უფალო და მასწავლე შენი ბილიკები.

Advertisements