სიძლიერის შეზღუდვები ბიბლიის მუხლები

1 მეფეთა 2:9
იცავს თავის წმიდანთა ნაბიჯებს, ბოროტეულნი სიბნელეში დადუმდებიან, რადგან საკუთარი ძალით ვერ გაიმარჯვებს კაცი.

ფსალმუნები 146:10
არც ცხენის ძლიერებას ისურვებს, არც კაცის მუხლმაგრობას ინებებს.

ფსალმუნები 32:16
ვერ უშველის მეფეს ჯარის სიმრავლე და დიდი ძალა ვერ იხსნის მებრძოლს.

იობი 36:19
გიშველის ყვირილი გასაჭირში, ოქრო ან მთელი შენი ძალისხმევა?

ეკლესიასტე 9:11
ესეც ვიხილე მზის ქვეშ, რომ არც მკვირცხლთ აქვთ წარმატება სირბილში და არც ძლიერთ – ომში, არც ბრძენთ აქვთ პური და არც გონიერთ – სიმდიდრე და არც მცოდნეთ – მოწონება; ვინაიდან ყოველივე ჟამსა და შემთხვევაზეა დამოკიდებული.

აბაკუმი 1:11
ქარივით გადაივლიან ზღვას, გადაივლიან და დანაშაულს ჩაიდენენ, მათი ძალა მათი ღმერთია.

იგავნი 5:10
შენი შეძლებით მეძავნი გაძღებიან და შენი ნაჯაფარით სახლი – უცხოტომელისა.

1 მეფეთა 2:31
აჰა, დგება ჟამი და მოვკვეთ შენს მკლავს და მამაშენის სახლის მკლავს ისე, რომ მოხუცებული აღარ დარჩება შენს სახლში.

იერემია 31:11
რადგან უფალი გამოისყიდის იაკობს, იხსნის მასზე ძლიერის ხელიდან.

ეზეკიელი 34:16
„დაკარგულს მოვიკითხავ და გზააბნეულს უკან დავაბრუნებ, მოტეხილს შევუხვევ და ავადმყოფს გავამაგრებ, ჩასუქებულს და გულგასასტიკებულს კი გავანადგურებ; სიმართლით დავმწყემსავ მათ!

ეზეკიელი 7:24
უვარგისზე უვარგისს მოვიყვან ხალხებიდან და დაეპატრონებიან მათ სახლებს. ძლიერთა სიამაყეს დავამხობ და შეიბილწებიან მათი სიწმინდენი.

მათეს 12:29
ანდა, როგორ შეძლებს ვინმე, შევიდეს ძლიერის სახლში და გაიტაცოს მისი ნივთები, თუ ჯერ ძლიერს არ გათოკავს? და შემდეგ გაძარცვავს მის სახლს.

მარკოზის 3:27
ვერავინ შეძლებს შევიდეს ძლიერის სახლში და გაიტაცოს მისი ნივთები, თუ ჯერ ძლიერს არ შებოჭავს. მაშინღა გაძარცვავს მის სახლს.

ლუკას 11:22
მაგრამ, თუ მასზე ძლიერი დაესხმება თავს და დაამარცხებს, წაართმევს იარაღს, რომელზეც იყო მინდობილი და გაანაწილებს ნადავლს.

ამოსი 2:14
მალემსრბოლი ვეღარ გაიქცევა, ვეღარც ძლიერი მოიკრებს ძალას და ვერც მამაცი იხსნის თავის თავს.

Advertisements