სიძულვილი ბიბლიის მუხლები

2 მეფეთა 13:15
და შესძულდა ყამნონს ქალი უზომო სიძულვილით, ისე რომ სიძულვილი, რომლითაც შესძულდა, უფრო ძლიერი იყო, ვიდრე სიყვარული, რომლითაც უყვარდა. უთხრა ყამნონმა: “ადე, მოშორდი აქედან”.

ტიტეს 3:3
ვინაიდან ოდესღაც ჩვენც ვიყავით უგუნურნი, ურჩნი, გზააბნეულნი, სხვადასხვა გულისთქმათა და განცხრომათა მონები, ღვარძლითა და შურით ვცხოვრობდით, საძულველნი ვიყავით და ერთიმეორის მოძულენი.

დაბადება 37:4
დაინახეს ძმებმა, რომ მამას იგი ყველა თავის ძეზე მეტად უყვარდა და მოიძულეს. არ შეეძლოთ მასთან მშვიდობიანად ლაპარაკი.

მეორე რჯული 7:15
მოგაშორებს უფალი ყოველგვარ სენს და არ შეგყრის ეგვიპტის საშინელ სნეულებებს, რომლებიც იცი, შენს მოძულეებს კი გაუჩენს.

2 მეფეთა 13:22
აბესალომს არც ცუდი უთქვამს ყამნონისთვის, არც კარგი. შეიძულა აბესალომმა ყამნონი იმის გამო, რომ შეურაცხჰყო თამარი, მისი და.

ფსალმუნები 24:19
შეხედე, როგორ მომრავლდნენ ჩემი მტრები და საშინელი სიძულვილით შემიძულეს მე.

ფსალმუნები 37:19
ჩემი მტრები კი ცოცხლობენ და ძლიერდებიან; გამრავლდნენ ჩემი ამაოდ მოძულენი.

იგავები 10:12
სიძულვილი განხეთქილებას აღვივებს, სიყვარული კი ყველა დანაშაულს ფარავს.

მათეს 24:10
მრავალნი ცდუნდებიან მაშინ; ერთმანეთს გასცემენ და შეიძულებენ ერთი-მეორეს.

გალატელთა 5:19-20
ხორცის საქმეები აშკარაა: ეს არის სიძვა, უწმიდურება და თავაშვებულობა, კერპთმსახურება, მისნობა, მტრობა, ჩხუბი, ეჭვიანობა, რისხვა, შუღლი, უთანხმოება, განხეთქილება,

1 იოანეს 2:9-11
ვინც ამბობს, რომ სინათლეშია, თავისი ძმა კი სძულს, ის ჯერ კიდევ სიბნელეშია. ვისაც თავისი ძმა უყვარს, ის სინათლეში რჩება და საცდური არ არის მასში. თავისი ძმის მოძულე კი სიბნელეშია და ბნელში დადის და არ იცის საით მიდის, რადგან სიბნელემ დაუბრმავა თვალები.

1 იოანეს 3:15
ყოველი, ვისაც სძულს თავისი ძმა, კაცისმკვლელია; ხოლო თქვენ იცით, რომ არც ერთ კაცისმკვლელს არა აქვს საუკუნო სიცოცხლე, რომელიც მასში მკვიდრობს.

1 იოანეს 20:5
თუ ვინმე ამბობს, ღმერთი მიყვარსო, თავისი ძმა კი ეჯავრება, იგი ცრუა; ვინაიდან, ვისაც არ უყვარს თავისი ძმა, რომელსაც ხედავს, არ შეუძლია უყვარდეს ღმერთი, რომელსაც ვერ ხედავს!

ფსალმუნები 80:15
ფეხქვეშ გაეგებოდნენ უფლის მოძულენი და ჟამი მათი სამარადისოდ გაგრძელდებოდა.

რომაელთა 1:29-31
აღვსილნი არიან ყოველგვარი უმართლობით, ბოროტებით, ანგარებითა და სიავით, სავსენი შურით, მკვლელობით, შუღლით, ვერაგობით, უზნეობითა და მაბეზღრობით. ცილისმწამებელნი, ღმერთის მოძულენი, შეურაცხმყოფელნი, ამპარტავანნი, მკვეხარნი, ბოროტგანმზრახველნი, მშობლების ურჩნი, უგუნურნი, ვერაგნი, არასანდონი, არამოყვარულნი და ულმობელნი.

გამოსვლა 20:5
თაყვანი არ სცე მათ და არც ემსახურო, რადგან მე ვარ უფალი, ღმერთი შენი, ეჭვიანი ღმერთი, რომელიც მამათა ცოდვას შვილებს მოვკითხავ, ჩემს მოძულეებს მესამე და მეოთხე თაობაში.

მეორე რჯული 7:10
მაგრამ სამაგიეროს მიმზღველი მის მოძულეთა მიმართ, რათა დაღუპოს ისინი; არ დააყოვნებს იგი, პირადად მიუზღავს თავის მოძულეს.

მეორე რჯული 32:41
თუ ავლესე ჩემი მოელვარე ხმალი და სამართალი მოვიმარჯვე ხელში, შურს ვიძიებ ჩემს მტრებზე და მივუზღავ მათ, ვისაც ვძულვარ.

2 ნეშტთა 19:2
გამოეგება მხილველი იეჰუ ხანანის ძე და უთხრა მეფე იოშაფატს: „განა შეიძლება ბოროტი კაცისთვის დახმარების გაწევა და უფლის მოძულის სიყვარული? ამის გამო უფლის რისხვა დაგატყდება.

ფსალმუნები 49:17
შენ ხომ გძულს დარიგება და უკუმოისროლე ჩემი სიტყვები.

იგავები 1:29
რადგან ცოდნა სძულდათ და უფლის შიში არ აირჩიეს,

იოანეს 3:20
რადგან ყველას, ვინც სჩადის დანაშაულს, სძულს სინათლე და არ ისწრაფვის სინათლისკენ, რათა მხილებული არ იქნეს მისი საქმენი.

იოანეს 15:23-25
ჩემს მოძულეს მამაჩემიც სძულს. მე რომ არ მეკეთებინა მათ შორის საქმეები, რომლებიც სხვას არავის უქმნია, ცოდვაც არ ექნებოდათ. ახლა კი იხილეს და შეგვიძულეს მეც და მამაჩემიც, რათა აღსრულდეს მათ რჯულში დაწერილი სიტყვა: უმიზეზოდ შემიძულეს.

იაკობის 4:4
მრუშნო, განა არ იცით, რომ წუთისოფლის მეგობრობა ღვთის მტრობაა? ასეა, ვისაც წუთისოფლის მეგობრობა სურს, იგი ღმერთის მტერი ხდება!

იოანეს 7:7
წუთისოფელს არ შეუძლია თქვენი შეძულება, მე კი ვძულვარ, რადგან ვამოწმებ, რომ ბოროტია მისი საქმენი.

ესაია 53:3
მოძულებული იყო, კაცთაგან მიტოვებული, გატანჯული და სნეულებანაგემი. სახეს ვარიდებდით, შესაზიზღი იყო და არაფრად ვაგდებდით;

მათეს 12:4
როგორ შევიდა ღმერთის სახლში და შეჭამა საწინაშეო პური, რაც არც მას უნდა ეჭამა და არც მის მხლებლებს; არამედ მხოლოდ და მხოლოდ მღვდლებს?

მათეს 21:46
შეეცადნენ მის შეპყრობას, მაგრამ ხალხისა შეეშინდათ, რადგან წინასწარმეტყველად მიაჩნდათ იგი.

მათეს 27:22
უთხრა მათ პილატემ: “იესოს რაღა ვუყო, ქრისტედ წოდებულს?” ყველამ თქვა: “ჯვარცმულ იქნეს!”

ლუკას 19:14
მაგრამ მისი ქალაქის მკვიდრთ სძულდათ იგი, უკან ელჩები დაადევნეს და დააბარეს: არ გვსურს, რომ მაგან იმეფოს ჩვენზეო.

იოანეს 17:14
მე მივეცი მათ შენი სიტყვა და წუთისოფელმა შეიძულა ისინი, რადგან არ არიან წუთისოფლისანი, როგორც მე არა ვარ წუთისოფლისა.

3 მეფეთა 22:8
მიუგო ისრაელის მეფემ იოშაფატს: არის კიდევ ერთი კაცი, მიქა იმლას ძე. შეგვიძლია მას ვაკითხვინოთ უფლისთვის, მაგრამ მძულს იგი, რადგან სასიკეთოს არ წინასწარმეტყველებს ჩემზე, არამედ ბოროტს. უთხრა იოშაფატმა: ასე ნუ ამბობ, მეფეო.

მათეს 10:22
ყველასგან მოძულებულნი იქნებით ჩემი სახელის გამო; ბოლომდე მომთმენი კი გადარჩება.

ფსალმუნები 34:19
რათა არ გაიხარონ ჩემზე უსამართლოდ გადამტერებულებმა და ნუ ანიშნებენ ერთიმეორეს, უმიზეზოდ ჩემი მოძულენი.

ფსალმუნები 68:4
ჩემი თავის თმაზე მეტად მომიმრავლდნენ უმიზეზოდ მოძულენი; გაძლიერდნენ ჩემი მოსპობის მსურველნი, ჩემზე უმიზეზოდ გადამტერებულნი. რაც არ წამირთმევია, ის უნდა დავუბრუნო.

ფსალმუნები 108:3-5
გარს შემომერტყნენ სიძულვილის სიტყვებით და უმიზეზოდ მეომებიან. 4 ჩემი სიყვარულის წილ ბრალს მდებენ, მე კი ვლოცულობ. კეთილის წილ ბოროტი მომაგეს და ჩემი სიყვარულის წილ – სიძულვილი.

იგავები 29:10
სისხლისმღვრელ კაცს სძულს უბიწო, წრფელნი კი მის სიცოცხლეს მფარველობენ.

ესაია 66:5
ისმინეთ უფლის სიტყვა, თქვენ, რომლებიც თრთიხართ მის სიტყვაზე: “თქვენი ძმები, თქვენი მოძულენი და უარმყოფელნი – ჩემი სახელის გამო – ამბობენ: “გვაჩვენოს უფალმა თავისი დიდება, რომ ვიხილოთ თქვენი სიხარული!” მაგრამ შერცხვებიან ისინი.

ამოსი 5:10
შეიძულეს კარიბჭესთან მამხილებელი და შეიზიზღეს წრფელად მოლაპარაკე.

მათეს 24:10
მრავალნი ცდუნდებიან მაშინ; ერთმანეთს გასცემენ და შეიძულებენ ერთი-მეორეს.

მარკოზის 13:13
და ყველანი შეგიძულებენ ჩემი სახელის გამო; ბოლომდე მომთმენი კი გადარჩება.

ლუკას 21:16-19
გადაცემულ იქნებით მშობლებისა და ძმების, ნათესავებისა და მეგობრების მიერ, ზოგიერთ თქვენგანს კი მოკლავენ. და ყველასგან მოძულებულნი იქნებით ჩემი სახელის გამო. მაგრამ ბეწვიც კი არ დაიკარგება თქვენი თავიდან. მოთმინებით მოიპოვეთ თქვენი სულები.

ლუკას 1:69-71
და აგვიმაღლა ხსნის რქა თავისი მსახურის, დავითის სახლში; 70 როგორც ამბობდა დასაბამიდან თავის წმიდა წინასწარმეტყველთა პირით, 71 რომ გვიხსნიდა ჩვენი მტრებისგან და ყველა ჩვენი მოძულის ხელიდან;

ლუკას 6:22
ნეტარნი ხართ, როცა შეგიძულებენ ადამიანები, როცა მოგიშორებენ და გაგლანძღავენ, ხოლო თქვენს სახელს აბუჩად აიგდებენ, როგორც ბოროტს, ძე კაცისას გამო.

ლუკას 15:18
თუ სძულხართ წუთისოფელს, იცოდეთ, რომ თქვენზე უწინ მე შემიძულა.

საქმეები 9:29
გაბერძნებულთაც ელაპარაკებოდა და ეპაექრებოდა, ისინი კი მის მოკვლას ცდილობდნენ.

საქმეები 23:12-15
რომ გათენდა, იუდეველთაგან ზოგიერთნი შეითქვნენ და დაიფიცეს, რომ არ ეჭამათ და არ ესვათ, სანამ პავლეს არ მოკლავდნენ. ორმოცზე მეტნი იყვნენ შეთქმულები. მივიდნენ ისინი მღვდელმთავრებთან და უხუცესებთან და უთხრეს: დავიფიცეთ, რომ არაფერს ვიგემებთ, სანამ პავლეს არ მოვკლავთ. თქვენ და სინედრიონმა ათასისთავს შეუთვალეთ, რომ თქვენთან მოიყვანოს იგი, ვითომ უფრო დაწვრილებით გინდათ მისი საქმის გამოძიება; ჩვენ კი, ვიდრე თქვენამდე მოაღწევს, მზად ვიქნებით მის მოსაკლავად.

1 იოანეს 3:13
ნუ გაგიკვირდებათ, ძმებო, თუ სძულხართ წუთისოფელს.

ლუკას 6:27-28
ხოლო თქვენ, ვინც მისმენთ, გეტყვით: გიყვარდეთ თქვენი მტრები და სიკეთე უყავით თქვენს მოძულეებს. აკურთხეთ თქვენი მაწყევრები და ილოცეთ თქვენი შეურაცხმყოფელებისთვის.

მათეს 5:43-44
გსმენიათ, რომ თქმულა: გიყვარდეს მოყვასი შენი და გძულდეს მტერი შენი. მე კი გეუბნებით: გიყვარდეთ თქვენი მტრები, ილოცეთ თქვენი მაწყევრებისთვის, კეთილი უყავით თქვენს მოძულეებს და ილოცეთ მათთვის, ვინც გავიწროებთ და გდევნით.

ფსალმუნები 4:5-4
ძრწოდეთ და ნუ შესცოდავთ, გულში იზრახეთ თქვენს სარეცლებზე და იყუჩეთ. შესწირეთ სიმართლის შესაწირნი და მიენდეთ უფალს.

ესაია 61:8
რადგან მე, უფალს, მიყვარს სამართალი და მძულს ძარცვა და უმართლობა; სამართლიანად მივცემ მათ თავიანთ საზღაურს და სამარადისო აღთქმას დავუდებ მათ.

მეორე რჯული 12:31
ასე არ უნდა მოექცეთ უფალს, თქვენს ღმერთს, ვინაიდან რაც სძაგს უფალს, სწორედ იმას უკეთებენ ისინი თავიანთ ღმერთებს – საკუთარ ძეებსა და ასულებს ცეცხლში წვავენ მათთვის.

მეორე რჯული 16:21-22
არავითარი ხე არ დაირგოთ აშერად, უფლის, თქვენი ღმერთის სამსხვერპლოსთან, რომელსაც აიშენებთ თქვენთვის. ნურც სვეტებს აღმართავთ, რადგან სძულს ეს უფალს, თქვენს ღმერთს.

ფსალმუნები 10:5
უფალი გამოსცდის მართალსა და ბოროტს, ძალადობის მოყვარული სძაგს მის სულს.

ესაია 1:14
თქვენი ახალმთვარობანი და კრებულნი შეიძულა ჩემმა სულმა, ტვირთად მექცა, მიმძიმს მათი ზიდვა.

იერემია 12:8
ტყის ლომივით არის ჩემთვის ჩემი სამკვიდრო, ჩემ წინააღმდეგ ღრიალებს, ამიტომ შევიძულე.

ოსია 9:15
გილგალშია მთელი მათი ბოროტება; იქ შევიძულე ისინი მათი ბოროტი საქმეების გამო. გავაძევებ მათ ჩემი სახლიდან და აღარასოდეს შევიყვარებ; მეამბოხეა ყველა მათი მთავარი.

ამოსი 5:21
მძულს და მეზიზღება თქვენი დღესასწაულები, აღარ მსიამოვნებს თქვენი ზეიმები.

ზაქარია 8:17
გულში არავინ განიზრახოს ბოროტება მოყვასის მიმართ და ყალბად დაფიცებას ნუ შეიყვარებთ, რადგან მძულს ეს ყოველივე – ამბობს უფალი.

მალაქია 2:16
რადგან მძულს განქორწინება – ამბობს უფალი, ისრაელის ღმერთი; ის, ვინც ძალადობით ფარავს თავის სამოსელს – ამბობს ცაბაოთ უფალი. მაშ, გაუფრთხილდით თქვენს სულებს და ნუ დაარღვევთ ერთგულებას.

იგავები 8:13
უფლის შიში ბოროტების სიძულვილია; მძულს სიამაყე, ქედმაღლობა, ბოროტი გზა და უკუღმართი ბაგე.

რომაელთა 12:9
სიყვარული იყოს უთვალთმაქცო; შეიძულეთ ბოროტება და მიეკარით კეთილს.

გამოსვლა 18:21
ამასთან ერთად მოძებნე მთელ ერში უნარიანი კაცები, ღვთისმოშიშნი და ერთგულნი, რომელთაც სძულთ ანგარება და ათასისთავებად, ასისთავებად, ორმოცდაათისთავებად და ათისთავებად დაუნიშნე ხალხს.

ფსალმუნები 30:6
შევიძულე ამაო კერპთა თაყვანისმცემელნი და უფალს მივენდე.

ფსალმუნები 96:10
შეიძულეთ ბოროტება, უფლის მოყვარულნო; ის იცავს მის წმიდათა სიცოცხლეს, ბოროტთა ხელიდან იხსნის მათ.

ფსალმუნები 100:3
უკეთურ რამეს თვალწინ არ დავიდებ; განდგომილთა საქმე შევიძულე, ახლოს არ გავეკარები.

ფსალმუნები 118:104
შენი წესებიდან ვღებულობ გონიერებას, ამიტომ მოვიძულე სიცრუის ყოველი გზა.

ფსალმუნები 138:21
უფალო, ნუთუ არ მოვიძულო შენი მოძულენი და არ ვედავო შენს მოწინააღმდეგეთ?!

იგავები 13:5
მართალს სძულს სიყალბე, უკეთური კი სამარცხვინოდ და უღირსად იქცევა.

იგავები 15:17
სჯობს გქონდეს ბოსტნეულის სადილი და სიყვარული, ვიდრე ნასუქალი ხარი და სიძულვილი მასთან ერთად.

ამოსი 5:15
ბოროტება შეიძულეთ, სიკეთე შეიყვარეთ; კარიბჭეში სამართალი დაამკვიდრეთ და იქნებ შეიწყალოს უფალმა, ცაბაოთ ღმერთმა იოსების ნატამალი.

ებრაელთა 1:9
შენ შეიყვარე სიმართლე და შეიძულე ურჯულოება, ამიტომ გცხო ღმერთმა, შენმა ღმერთმა სიხარულის ზეთით, შენს თანამოზიარეებზე მეტად.

ფსალმუნები 44:7
შენ შეიყვარე სიმართლე და შეიძულე ბოროტება; ამიტომ გცხო ღმერთმა, შენმა ღმერთმა, სიხარულის ზეთით, შენს მეგობრებზე მეტად.

გამოცხადება 2:6
ეს კი გაქვს, რომ გძულს ნიკოლაელთა საქმეები, რომლებიც მეც მძულს.

Advertisements