სიღარიბის მიზეზები ბიბლიის მუხლები

იგავები 22:16
ვინც თავისი დოვლათის გასამრავლებლად ღარიბს ავიწროებს და მდიდარს აძლევს, გაღატაკდება.

ესაია 3:1
ვინაიდან, აჰა, ცაბაოთ უფალი აცლის იერუსალიმსა და იუდას საყრდენსა და შეწევნას, პურისა და წყლის მთელ მარაგს.

ლუკას 15:14
ყველაფერი რომ შემოეხარჯა, იმ ქვეყანაში დიდი შიმშილობა ჩამოვარდა და გაჭირვებაში ჩავარდა.

იგავები 13:18
დარიგების უგულებელმყოფელს სიღარიბე და სირცხვილი მოელის, მხილების გამგონე კი პატივდებული იქნება.

საქმეები 20:35
ყოველნაირად გიჩვენეთ, რომ ასეთი შრომით უნდა ეხმარებოდეთ უძლურებს და გახსოვდეთ უფალ იესოს სიტყვა, როგორც თქვა: გაცემა მეტი ნეტარებაა, ვიდრე მიღება.

მსაჯულთა 6:6
მთლად გაღატაკდა ისრაელი მიდიანის გამო და შეჰღაღადეს ისრაელის ძეებმა უფალს.

ლუკას 16:20
ასევე იყო ერთი ღატაკი, სახელად ლაზარე, რომელიც მის ჭიშკართან იწვა წყლულებით დაფარული.

რომაელთა 15:26
ვინაიდან მაკედონიამ და აქაიამ მოწყალების გაღება ინებეს ღარიბი წმიდანებისათვის, რომლებიც იერუსალიმში არიან.

მათეს 8:20
უთხრა მას იესომ: მელიებს სოროები აქვთ, ცის ფრინველებს – ბუდეები. ძე კაცისას კი თავის მისადებიც არ გააჩნია!

იგავები 21:4
ვინაიდან ყველამ მოჭარბებულიდან ჩაყარა, მან კი თავისი სიდუხჭირიდან ჩააგდო მთელი სარჩო, რაც ებადა.

2 კორინთელთა 8:2
რადგან, მიუხედავად დიდი შეჭირვებით გამოცდისა, მათი სიხარულის სიუხვე და მათი სიღატაკის სიღრმე უხვად გამოიხატა მათი ხელგაშლილობის სიმდიდრეში.

იაკობი 2:5
ისმინეთ, ჩემო საყვარელო ძმებო: განა ღმერთმა წუთისოფლის ღარიბები არ აირჩია რწმენით მდიდრებად და იმ სამეფოს მემკვიდრეებად, რომელიც მის მოყვარულებს აღუთქვა?

1 კორინთელთა 13:3
მთელი ჩემი ქონება რომ დავარიგო და ჩემი სხეული დასაწვავად გავწირო, ხოლო სიყვარული არ გამაჩნდეს, არაფერი სარგებელი მაქვს.

ებრაელთა 10:34
ვინაიდან ჩემს ბორკილებსაც თანაუგრძნობდით და თქვენი ქონების დატაცებასაც სიხარულით იტანდით, რაკი იცოდით, რომ უკეთესი და წარუვალი საუნჯე გაქვთ ზეცაში.

ლუკას 21:4
ვინაიდან ყველამ მოჭარბებულიდან ჩაყარა, მან კი თავისი სიდუხჭირიდან ჩააგდო მთელი სარჩო, რაც ებადა.

იგავები 6:30
არ შეიზიზღებენ ქურდს, თუ შიმშილის დასაკმაყოფილებლად მოიპარავს;

Advertisements