სიკვდილით დასჯა ბიბლიის მუხლები

დაბადება 9:5-6
და თქვენს სისხლს მოვიკითხავ ყოველი ცხოველისაგან და ადამიანის ხელისაგან, მისი ძმის ხელისაგან მოვიკითხავ ადამიანის სულს. და ადამიანის სისხლის დამღვრელის სისხლი ადამიანის მიერვე დაიღვრება, რადგან ღვთის ხატად შეიქმნა ადამიანი.

ლევიანნი 20:10
„‘ვინც იმრუშებს ქმრიან ქალთან, ვინც იმრუშებს თავისი მოყვასის ცოლთან, სიკვდილით უნდა მოკვდნენ მრუში მამაკაციც და მრუში დედაკაციც.

ლევიანნი 20:11-14
„‘ვინც დაწვება თავისი მამის ცოლთან, თავისი მამის სიშიშვლე ახადა მან. სიკვდილით უნდა მოკვდნენ ორივე.ნი. მათი სისხლი მათზეა. „‘ვინც დაწვება თავის რძალთან, სიკვდილით უნდა მოკვდნენ ორივენი. რაც მათ ქნეს, სისაძაგლეა. მათზეა მათი სისხლი. „‘ვინც დაწვება მამაკაცთან, როგორც წვებიან ქალთან, სისაძაგლე ქნეს ორთავემ. სიკვდილით უნდა მოკვდნენ ისინი – მათი სისხლი მათზეა. „‘თუ ვინმემ შეირთოს ცოლად დედა-შვილი, ეს ურჯულოებაა. ცეცხლში დაწვით იგი მათთან ერთად, რათა არ იყოს ურჯულოება თქვენს შორის.

მეორე რჯული 22:25
თუ მინდორში ნახავს კაცი დანიშნულ ყმაწვილ ქალს და ძალით დაიჭერს მას და დაწვება მასთან, მოიკლას კაცი, რომელიც ქალთან დაწვა.

გამოსვლა 22:18
ჯადოქარს ნუ აცოცხლებ.

გამოსვლა 21:17
თავისი მამისა და თავისი დედის ავად მაგინებელი სიკვდილით უნდა მოკვდეს.

მეორე რჯული 13:1-10
შენს შორის რომ აღდგეს წინასწარმეტყველი ან სიზმრის მხილველი და მოგცეთ ნიშანი ან სასწაული, და ახდეს ეს ნიშანი ან სასწაული, რომელიც გაუწყა და თან გითხრას: „გავყვეთ სხვა ღმერთებს, რომელთაც არ იცნობ, და ვემსახუროთ მათ”, ყურს ნუ დაუგდებ ამ წინასწარმეტყველის ან სიზმრის მხილველის სიტყვებს, რადგან გცდით უფალი, თქვენი ღმერთი, რათა შეიტყოს, გიყვართ თუ არა თქვენ უფალი, თქვენი ღმერთი, მთელი თქვენი გულითა და მთელი თქვენი სულით! გაჰყევით უფლის, თქვენი ღმერთის, კვალს და გეშინოდეთ მისი. და დაიცავით მცნებანი მისი და ისმინეთ ხმა მისი, და მას ემსახურეთ, და მას მიეწებეთ. და ის წინასწარმეტყველი თუ სიზმრის მხილველი კი უნდა მოკვდეს, რადგან მან გირჩიათ განდგომა უფლისაგან, თქვენი ღმერთისაგან, რომელმაც გამოგიყვანათ ეგვიპტიდან და გამოგისყიდათ მონობის სახლიდან, რათა იმ გზიდან აეცდინე, რომელზეც გიბრძანა სიარული უფალმა, შენმა ღმერთმა. და აღმოფხვერი ბოროტება შენი წიაღიდან. თუ წაგაქეზოს შენმა ძმამ, დედაშენის შვილმა, ან შენმა შვილმა, ან შენმა ასულმა, ან შენს უბესთან მყოფმა წიაღის ცოლმა, ან მეგობარმა, რომელიც საკუთარი სულივითა გყავს, და საიდუმლოდ გითხრას: „წავიდეთ და ვემსახუროთ სხვა ღმერთებს”, რომელთაც არც შენ იცნობ და არც შენი მამები არ იცნობდნენ, იმ ხალხთა ღმერთებს, რომლებიც თქვენს გარშემოა, შენთან ახლოს თუ შენგან შორს, ქვეყნის კიდიდან ქვეყნის კიდემდე, არ დათანხმდე და არ უსმინო მას. არ დაინდოს იგი შენმა თვალმა, არ შეიბრალო იგი და არ დაფარო იგი, არამედ მოკალი. პირველად შენი ხელი უნდა აღიმართოს მასზე მოსაკლავად და მერე მთელი ერის ხელი. და ჩაქოლე იგი ქვებით, და მოკვდეს. რადგან განზრახული ჰქონდა, ჩამოეცილებინე უფლისაგან, შენი ღმერთისაგან, რომელმაც გამოგიყვანათ ეგვიპტის ქვეყნიდან, მონობის სახლიდან.

გამოსვლა 21:12
თუ ვინმე კაცს დაჰკრავს და კაცი მოკვდება, თავადაც სიკვდილით უნდა მოკვდეს.

ლევიანნი 24:17
„‘თუ ვინმე სცემს კაცს სასიკვდილოდ, სიკვდილით მოკვდეს იგი.

Advertisements