სიმდიდრეს მოჰყვება ბიბლიის მუხლები

ეზეკიელი 28:5
შენი დიდი სიბრძნით ივაჭრე და ქონება გაიმრავლე; და აღზევდა შენი გული სიმდიდრით.

ოსია 12:8
თქვა ეფრემმა: „თუმცა გავმდიდრდი და ქონება შევიძინე, მთელ ჩემს ნაშრომში ვერ მიპოვნიან ურჯულოებას, რომელშიც შემიცოდავს”.

მეორე რჯული 8:13-14
როცა გაგიმრავლდება მსხვილფეხა და წვრილფეხა საქონელი, გაგიმრავლდება ვერცხლი და ოქრო, და ყოველივე გაგიმრავლდება;  ნუ გადიდგულდები და ნუ დაივიწყებ უფალს, შენს ღმერთს, რომელმაც გამოგიყვანა ეგვიპტის ქვეყნიდან, მონობის სახლიდან;

იგავნი 30:8-9
ამაოება და ტყუილი განმაშორე, ნურც სიღარიბეში ჩამაგდებ და ნურც სიმდიდრეს მომცემ; ჩემი სამყოფი პურით გამომკვებე,  რომ გამაძღარმა არ უარგყო და არ ვთქვა, ვინ არის უფალი-მეთქი, ან გაღარიბებულმა არ ვიქურდო და არ შევბღალო ჩემი ღმერთის სახელი.

მეორე რჯული 32:15
გასუქდა იეშურუნი და ტლინკების ყრა იწყო; გასივდა, გასქელდა, გათქვირდა და მიატოვა ღმერთი, მოიძულა შემოქმედი მისი, კლდე თავისი ხსნისა.

ნეემია 9:25-26
დაიპყრეს გამაგრებული ქალაქები და ნოყიერი მიწა, დაიმკვიდრეს ყოველგვარი სიკეთით სავსე სახლები, ამოკვეთილი ჭები, ვენახები და ზეთისხილის ბაღები და ნაყოფიერი ხეები მრავლად; ჭამეს, გაძღნენ, გასუქდნენ და განცხრომას მიეცნენ შენი დიდი სიკეთის წყალობით.  მაინც განგიდგნენ და აგიჯანყდნენ, ზურგს უკან მოისროლეს შენი რჯული, შენი წინასწარმეტყველნი კი, რომლებიც შენკენ მოსაბრუნებლად შეაგონებდნენ მათ, დახოცეს და დიდი საგმობი საქმენი ჩაიდინეს.

მათეს 19:22
ეს სიტყვა რომ მოისმინა, დაღონდა ჭაბუკი და წავიდა, ვინაიდან დიდი ქონება ჰქონდა.

მარკოზის 10:22
მაგრამ შეწუხდა იგი ამ სიტყვებზე და დანაღვლიანებული წავიდა, ვინაიდან დიდძალი ქონება ჰქონდა.

იგავნი 28:11
მდიდარს ბრძენი ჰგონია თავი, გონიერი ღატაკი კი გამოიცნობს მას.

იგავნი 18:23
ღარიბი ვედრებით ლაპარაკობს, მდიდარი კი უკმეხად პასუხობს.

მიქა 6:12
რადგან დატაცებულით აივსნენ ქალაქის მდიდარნი! ცრუობენ მასში მცხოვრებნი და მათი ენა საცდურია მათ პირში.

იაკობის 2:6
თქვენ კი უპატიოდ ჰყავით ღარიბი. განა მდიდრები არ გჩაგრავენ და არ მიგათრევენ სამსჯავროებში?

იაკობის 5:4
აჰა, ღაღადებს მუშაკთა საფასური, რომელიც დაუკავეთ თქვენი ყანების მომკელთ, და ცაბაოთ უფლის ყურამდე აღწევს მომკელთა ღაღადი.

იაკობის 5:5
განცხრომას ეძლეოდით ამ ქვეყანაზე და ნებივრობდით, თითქოს დაკვლის დღისთვის დაისუქეთ გულები.

Advertisements