სიმდიდრის უღმერთოდ გამოყენება ბიბლიის მუხლები

ფსალმუნები 72:12
აჰა, ბოროტნი ამა ქვეყნისა, უზრუნველნი არიან და დოვლათს იხვეჭენ;

ლუკას 19:21
შემეშინდა, რადგან მკაცრი კაცი ხარ – იღებ, რაც არ დაგიდევს, და იმკი, რაც არ დაგითესავს.

იგავნი 10:2
სარგებელი არ მოაქვს ბოროტებით მოხვეჭილ საგანძურს, სიმართლე კი სიკვდილისგან გიხსნის.

3 მეფეთა 20:5
კვლავ მობრუნდნენ მოციქულები და უთხრეს: „ასე ამბობსო ბენ-ჰადადი: განა არ შემოგითვალე? შენს ვერცხლსა და ოქროს, ცოლებსა და ძეებს მე მომცემ!

იგავნი 13:11
არაკეთილსინდისიერად შეძენილი ქონება დაილევა, შრომით შემგროვებელი კი ამრავლებს მას.

იგავნი 21:6
მატყუარა ენით სიმდიდრის მოხვეჭა წარმავალი ორთქლია და სიკვდილის მახე.

იგავნი 22:16
ვინც თავისი დოვლათის გასამრავლებლად ღარიბს ავიწროებს და მდიდარს აძლევს, გაღატაკდება.

იერემია 17:11
კაკაბი იმ კვერცხებს რომ ჩეკს, რომლებიც თვითონ არ დაუდია, უმართლო გზით ქონების მომხვეჭელივითაა; მისი დღეების შუაძალზე დაკარგავს, დღეთა დასასრულს კი გაბრიყვებული დარჩება.

მიქა 2:1-5
ვაი უმართლობისა და სიავის განმზრახველთ თავიანთ სარეცლებზე, გათენებისთანავე რომ მოჰყავთ სისრულეში, რადგან მათ ხელთ არის ძალა.  მოუნდებათ მიწა – ართმევენ, მოუნდებათ სახლები – იტაცებენ; ძალადობენ ადამიანსა და მის სახლზე, კაცსა და მის სამკვიდრებელზე.  ამიტომ ასე ამბობს უფალი: „აჰა, ისეთი სიავის მოწევას ვაპირებ თქვენი მამების სახლებზე, რომლიდანაც ქედს ვერ დაიძვრენთ და მედიდურად ვეღარ ივლით, რადგან უბედურების ჟამი იქნება.  იმ დღეს ანდაზებს გამოთქვამენ თქვენზე, დიდი გლოვა იქნება და იტყვიან: სრულად გავნადგურდით! ჩემი ხალხის წილხვედრი სხვებს მიეცა, როგორ წამერთვა?! ჩვენი მიწები უცხოთ დაუნაწილდა!  ამიტომ არ გეყოლება შენი წილის საბლით გადამზომი უფლის საკრებულოში.

მიქა 6:10-12
ჯერ კიდევ არის უმართლობის საგანძური ბოროტეულის სახლში და დაპატარავებული საწყაო, რომელიც სისაძაგლეა?  განა ავიტან უმართლო სასწორს და ყალბ საწონებს კალთაში?  რადგან დატაცებულით აივსნენ ქალაქის მდიდარნი! ცრუობენ მასში მცხოვრებნი და მათი ენა საცდურია მათ პირში.

აბაკუმი 2:6-11
განა ყველანი საარაკოდ არ გახდიან მას? შაირებითა და ქარაგმებით ილაპარაკებენ მის წინააღმდეგ. იტყვიან: ვაი მას, ვინც სხვისას იგროვებსო! როდემდე? და მძიმე ვალდებულებებით იმძიმებსო თავს. განა უცებ არ აღდგებიან შენი მევალენი და გამოფხიზლდებიან შენი დამაფრთხობელნი? უსათუოდ მათ ნადავლად იქცევი.  რადგან გაძარცვე მრავალი ერი, ამიტომ გაგძარცვავს ყველა ხალხი ადამიანის სისხლისღვრისთვის და ქვეყანაზე, ქალაქსა და მასში მცხოვრებლებზე ძალადობისთვის.  ვაი უმართლოდ ქონების მომხვეჭელს თავისი სახლისთვის, მაღლა რომ მოიწყოს ბუდე უბედურებისგან თავის დასაცავად. სირცხვილი განგიზრახავს შენი სახლისთვის, მრავალი ხალხის მოსპობა. დანაშაულს სჩადის შენი სული. რადგან ქვა იღაღადებს კედლიდან და ხის ძელი გამოეპასუხება მას.

იგავნი 11:26
მარცვლეულის დამჭერს ერი წყევლის, გამცემის თავზე კი კურთხევაა.

იგავნი 3:27
ნუ დაუკავებ სიკეთეს მას, ვინც ამას იმსახურებს, თუკი ძალუძს შენს ხელს ამის გაკეთება,

იაკობის 5:1-3
მოდით ახლა, მდიდრებო, იტირეთ და ივალალეთ იმ უბედურებისთვის, თქვენზე რომ მოდის.  თქვენი სიმდიდრე დალპა, თქ­ვენი სამოსელი კი ჩრჩილმა შეჭამა.  თქვენი ოქრო და ვერცხლი დაჟანგდა. მათი ჟანგი იქნება მოწმედ თქვენს წინააღმდეგ და ცეცხლივით შეჭამს თქვენს ხორცს. მოგროვებული გაქვთ განძი უკანასკნელი დღეებისთვის.

ფსალმუნები 51:7
აგერ კაცი, რომელმაც ღმერთი არ მიიჩნია თავის სიმაგრედ, არამედ თავისი დიდი სიმდიდრის იმედი ჰქონდა და იმით მაგრდებოდა, როცა სხვებს ანადგურებდა.

იგავნი 11:28
თავის სიმდიდრეზე დაიმედებული დაეცემა, მართალი კი მწვანე ფოთოლივით გაიშლება.

იერემია 9:23-24
ასე ამბობს უფალი: „ნუ დაიქადებს ბრძენი თავისი სიბრძნით, ძლიერი – თავისი ძალით და მდიდარი – თავისი სიმდიდრით.  არამედ, ვინც იქადის, იმით დაიქადოს, რომ შეიგნო და მიცნობს, რადგან მე, უფალი ვიქმ წყალობას, სამართალსა და სიმართლეს ამ ქვეყნად, რადგან ეს მახარებს!” – ამბობს უფალი.

იერემია 48:7
იმის გამო, რომ შენი შრომისა და საგანძურის იმედი გქონდა, შენც შეგიპყრობენ და ქემოშსაც გადაასახლებენ თავის მღვდლებთან და მთავრებთან ერთად.

იგავნი 15:6
მართლის სახლში დიდი განძია, უკეთურის მონახვეჭში კი გასაჭირი.

იგავნი 10:16
მართლის შრომას სიცოცხლე მოაქვს, ბოროტეულთა ნაყოფი კი ცოდვაა.

იგავნი 10:16-17
მართლის შრომას სიცოცხლე მოაქვს, ბოროტეულთა ნაყოფი კი ცოდვაა.  დარიგების შემნახველი სიცოცხლის ბილიკით დადის, შეგონების წამყრუებელი კი გზას ასცდა.

ფსალმუნები 48:10
ის ხედავს: ბრძენებიც იხოცებიან, ბრიყვიცა და უგუნურიც ერთად იღუპება, თავიანთ ქონებას კი სხვას უტოვებენ.

ფსალმუნები 36:8
ნამდვილად აჩრდილივითაა ადამიანი, ამაოდ ფაციფუცობს, აგროვებს და არ იცის, ვის დარჩება.

ლუკას 12:20
მაგრამ უთხრა ღმერთმა: უგუნურო, ამაღამ მოგთხოვენ შენს სულს, და რაც დაიმზადე, ვიღას დარჩება?

ლუკას 6:24
მაგრამ ვაი თქვენ, მდიდარნო, ვინაიდან უკვე ღებულობთ თქვენს ნუგეშისცემას.

ლუკას 16:25
უთხრა აბრაჰამმა: შვილო, გაიხსენე, რომ უკვე მიიღე შენ სიცოცხლეში სიკეთენი, ლაზარემ კი – სიავენი. ამიტომ ახლა ის აქ ნუგეშცემულია, შენ კი იტანჯები.

მათეს 19:16-24
და აჰა, მივიდა მასთან ვიღაც და უთხრა: „კეთილო მოძღვარო, რა სიკეთე ვქმნა, რომ საუკუნო სიცოცხლე მქონდეს?” ხოლო მან უთხრა: „რატომ მიწოდებ კეთილს? კეთილი მხოლოდ ერთი ღმერთია. ხოლო თუ სიცოცხლეში შესვლა გინდა, მცნებები დაიცავი”.  ჰკითხა: „რომლები?” ხოლო იესომ უთხრა: „არ კლა, არ იმრუშო, არ იპარო, არ გამოხვიდე ცრუ მოწმედ.  პატივი ეცი მამას და დედას და შეიყვარე მოყვასი შენი, როგორც თავი შენი”.  უთხრა მას ჭაბუკმა: „ყოველივე ამას ყრმობიდან ვიცავდი. კიდევ რა მაკლია?”  უთხრა მას იესომ: „თუ გინდა, რომ სრულყოფილი იყო, წადი, გაყიდე შენი ქონება და ღარიბებს მიეცი; და გექნება საუნჯე ზეცაში. მერე მოდი და გამომყევი”.  ეს სიტყვა რომ მოისმინა, დაღონდა ჭაბუკი და წავიდა, ვინაიდან დიდი ქონება ჰქონდა.  იესომ კი უთხრა თავის მოწაფეებს: „ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, ძნელია მდიდრისთვის ცათა სამეფოში შესვლა!  კვლავაც გეტყვით თქვენ: აქლემი უფრო ადვილად გაძვრება ნემსის ყუნწში, ვიდრე მდიდარი შევა ღმერთის სამეფოში”.

Advertisements