სიმხდალე ბიბლიის მუხლები

იოანეს 12:42-43
თუმცა ბევრი მთავარიც ერწმუნა მას, მაგრამ ფარისეველთა გამო ვერ აღიარებდნენ, რათა სინაგოგიდან არ მოეკვეთათ. რადგან ადამიანთა დიდება უფრო უყვარდათ, ვიდრე ღმერთის დიდება.

იოანეს 9:22-23
ასე უთხრეს მისმა მშობლებმა, რაკი იუდეველების ეშინოდათ. რადგან უკვე შეთქმულნი იყვნენ იუდეველები, რომ სინაგოგიდან მოეკვეთათ ყველა, ვინც მას ქრისტედ აღიარებდა. ამიტომ თქვეს მშობლებმა: „მოწიფულია, მას ჰკითხეთ.“

მათეს 21:25-26
საიდან იყო იოანეს ნათლისცემა: ზეციდან თუ კაცთაგან? ხოლო ისინი ერთმანეთთან თათბირობდნენ და ამბობდნენ: თუ ვიტყვით – ზეციდან, გვეტყვის, მაშ, რატომ არ ერწმუნეთ მას? ხოლო თუ ვიტყვით, კაცთაგან, ხალხისა გვეშინია, რადგან ყველას წინასწარმეტყველად მიაჩნია იოანე.“

მათეს 26:56
მაგრამ ყოველივე ეს მოხდა, რათა აღსრულებულიყო წინასწარმეტყველთა წერილები.“ მაშინ ყველა მოწაფემ მიატოვა იგი და გაიქცა.

1 მეფეთა 13:6-7
როცა დაინახეს ისრაელიანთ, რომ გაუჭირდათ – რადგან ხალხი ძლიერ შეშინებული იყო, – მიიმალნენ მღვიმეებში, კლდის ნაპრალებში, კლდის ნახეთქებში, ორმოებსა და ჯურღმულებში. ზოგი ებრაელი იორდანეს გაღმა გადავიდა გადისა და გალაადის მხარეში. საული კი ჯერ ისევ გილგალში იყო; და მთელი ხალხი, ვინც მას გაჰყვა, დამფრთხალი იყო.

1 მეფეთა 19:2-3
მოციქული გაუგზავნა იეზებელმა ელიას და შეუთვალა: „ასე და ასე მიყონ ღმერთებმა და უარესიც დამმართონ, თუ ხვალ ამ დროს ისევე არ მოგექცე, როგორც შენ მოექეცი თითოეულ იმათგანს.“ შეეშინდა ელიას, ადგა და წავიდა, რათა თავი გადაერჩინა. და მივიდა იუდას ბეერ-შებაყში და დატოვა იქ თავისი მსახური.

მათეს 26:69-75
პეტრე კი იჯდა გარეთ, ეზოში და მივიდა მასთან ერთი მხევალი და უთხრა: „შენც იესო გალილეველთან იყავი.“ მან კი უარყო ყველას წინაშე და თქვა: „არ ვიცი, რას ამბობ.“ როდესაც კარიბჭიდან გამოდიოდა, სხვამ დაინახა და ეუბნება იქ მყოფთ: „ესეც იესო ნაზარეველთან იყო.“ და კვლავ უარყო ფიცით: „არ ვიცნობ ამ კაცს.“ მცირე ხნის შემდეგ მიუახლოვდნენ იქ მდგომნი და უთხრეს პეტრეს: „ნამდვილად შენც მათგანი ხარ, რადგან შენი კილო გამხილებს შენ.“ მაშინ იწყო თავის თავის წყევლა და ფიცილი: „არ ვიცნობ ამ კაცს.“ და მყისვე იყივლა მამალმა. და გაახსენდა პეტრეს იესოს ნათქვამი სიტყვა: „სანამ მამალი იყივლებდეს, სამჯერ უარმყოფ მე.“ გამოვიდა გარეთ და მწარედ ატირდა.

გამოხადება 21:8
ხოლო მხდალთა და ურწმუნოთა, შებილწულთა და მკვლელთა, გარყვნილთა და გრძნეულთა, კერპთაყვანისმცემელთა და ყველა ცრუთა ხვედრი ტბაშია, რომელიც იწვის ცეცხლში და გოგირდში, რაც მეორე სიკვდილია.“

იგავნი 28:1
ბოროტნი მაშინაც გარბიან, როცა არავინ მისდევთ; მართალნი კი ლომივით უშიშარნი არიან.

იგავნი 29:25
კაცის შიში მახეა, უფალს მინდობილი კი ხელშეუხებელია.

გალატელთა 2:11-14
როცა კეფა ანტიოქიაში მოვიდა, დავუპირისპირდი მას საჯაროდ, რადგან მცდარად იქცეოდა. რადგან, ვიდრე ზოგიერთები მოვიდოდნენ იაკობისგან, წარმართებთან ერთად ჭამდა, ხოლო მათი მოსვლისთანავე დაიწყო ჩამოშორება და განზე გადგომა წინადაცვეთილთა რიდით. მასთან ერთად ფარისევლობდნენ სხვა იუდეველებიც, ისე რომ, ბარნაბაც კი ჩაითრია მათმა პირფერობამ. მაგრამ, როცა დავინახე, რომ ისინი სწორად არ მიჰყვებიან სახარების ჭეშმარიტებას, ყველას თანდასწრებით ვუთხარი კეფას: „თუ შენ, იუდეველი, წარმართივით ცხოვრობ და არა იუდეველივით, წარმართებს რაღად აიძულებ, რომ გაიუდეველდნენ?“

მსაჯულნი 7:3
ახლა, მოდი, გამოუცხადე ხალხს ხმამაღლა და უთხარი: ვინც შეშინებულია და კანკალებს, უკან გაბრუნდეს და წავიდეს-თქო გალაადის მთიდან.“ და გაბრუნდა ხალხიდან 22 ათასი, და 10 ათასი დარჩა.

2 ტიმოთეს 1:7
რადგან ღმერთმა მოგვცა ჩვენ სული არა სიმხდალისა, არამედ ძალის, სიყვარულისა და თავშეკავებისა.

Advertisements