სიონი, როგორც სიმბოლო ბიბლიის მუხლები

ფსალმუნები 134:21
კურთხეულ იყოს სიონიდან უფალი, რომელიც იერუსალიმში მკვიდრობს. ადიდეთ უფალი!

ფსალმუნები 75:1-2
ცნობილია ღმერთი იუდაში, დიდია მისი სახელი ისრაელში. შალემშია მისი კარავი, ხოლო მისი სავანე სიონშია.

ფსალმუნები 131:13-14
რადგან სიონი ამოირჩია უფალმა, თავისთვის ისურვა სამკვიდრებლად. „მარადიულად ეს არის ჩემი მოსასვენებელი ადგილი, აქ დავმკვიდრდები, რადგან ასე ვისურვე.

იოველი 3:17
მაშინ გაიგებთ, რომ მე ვარ უფალი, თქვენი ღმერთი; სიონზე, ჩემს წმიდა მთაზე დამკვიდრებული. წმიდა იქნება იერუსალიმი და ვეღარასოდეს გაივლის მასში უცხოელი.

ფსალმუნები 9:14
რათა შენი ყოველი ქება განვაცხადო სიონის ასულის კარიბჭესთან და შენმიერი ხსნით ვილხინო.

ესაია 59:1-2
გაიღვიძე, გაიღვიძე, შენი ძალით შეიმოსე, სიონო! შეიმოსე შენი დიდების სამოსელით, იერუსალიმო, წმიდა ქალაქო, რადგან ვეღარ შემოვა შენში წინადაუცვეთელი და უწმიდური. ჩამოიფერთხე მტვერი, აღსდექ, ტყვე იერუსალიმო, ქედის საკვრელები მოიხსენი, დატყვევებულო სიონის ასულო!

გოდება იერემიასი 2:8-10
განიზრახა უფალმა სიონის ასულის გალავანთა დანგრევა, საბელი გააბა, ხელი არ აიღო მოსპობაზე; რისხვით დასცა მიწაყრილი და გალავანი, ერთად შემუსრა ისინი. მიწაში ჩაეფლო მისი კარიბჭე, აოხრდა და დაიმსხვრა მისი ურდულები; გაიფანტნენ მეფე და მთავარნი უცხო ხალხებში; აღარც რჯულია და ვეღარც მისი წინასწარმეტყველნი ღებულობენ ხილვებს უფლისგან. მდუმარედ სხედან მიწაზე სიონის ასულის მოხუცნი, მტვერი წაიყარეს თავებზე, ძაძებით შეიმოსნენ; მიწისკენ ჩაქინდრეს თავები იერუსალიმის ქალწულებმა.

მიქა 4:6-8
იმ დღეს – ამბობს უფალი – შევკრებ კოჭლებს, შევაგროვებ განდევნილებს და მათ, ვიზეც მე მოვაწიე უბედურება. ნატამალად მოვიტოვებ კოჭლებს და გაფანტულთ – ძლიერ ხალხად; და იმეფებს უფალი სიონის მთაზე ამიერიდან საუკუნოდ. შენ კი, სამწყსოს გოდოლო, სიონის ასულის მთაო, შენთან მოვა, უწინდელივით დაგიბრუნდება მეფობა იერუსალიმის ასულისა!

მათეს 5:21
უთხარით სიონის ასულს: „აჰა, შენი მეფე მოდის შენთან, მშვიდი, მჯდომი ვირსა და ჩოჩორზე, სახედრის ნაშიერზე”.

იოანეს 12:15
„ნუ გეშინია, სიონის ასულო. აჰა, შენი მეფე მოდის ჩოჩორზე მჯდომი”.

ზაქარია 9:9
დიდად იხარე, სიონის ასულო! გამარჯვებით შემოსძახე, იერუსალიმის ასულო! აჰა, შენი მეფე მოდის შენთან, მართალი და ხსნით შემოსილი; თავმდაბალია, ამხედრებულია სახედარზე და ჩოჩორზე, ხრდალი ვირის ნაშიერზე.

ფსალმუნები 132:3
ეს ხერმონის ცვარივითაა, სიონის მთებზე რომ მოედინება! რადგან იქ დაადგინა უფალმა კურთხევა – მარადიული სიცოცხლე!

მიქა 3:12
ამიტომ თქვენ გამო იქნება, რომ მინდორივით მოიხვნება სიონი, ქვის გროვად იქცევა იერუსალიმი, ტაძრის მთა კი – ტყიან მაღლობად.

ფსალმუნები 45:4-7
მდინარის ნაკადები ახარებენ ღვთის ქალაქს, წმიდა სადგომს უზენაესისას.5ღმერთია მის შუაგულში; არ შეირყევა ქალაქი, გარიჟრაჟიდანვე შეეწევა მას ღმერთი. ახმაურდნენ ერები, შეიძრა სამეფონი; როდესაც ის ხმას გამოსცემს დნება – დედამიწა. ცაბაოთ უფალი ჩვენთანაა; ჩვენი სიმაგრეა იაკობის ღმერთი.

იერემია 29:10-14
რადგან ასე ამბობს უფალი: სამოცდაათი წელი რომ შეუსრულდება ბაბილონს, მაშინ მოგიკითხავთ და ავასრულებ თქვენზე ნათქვამ ჩემს კეთილ სიტყვას: დაგაბრუნებთ-მეთქი ამ ადგილზე. ვინაიდან მე ვიცი ზრახვანი, რაც თქვენზე განვიზრახე, ამბობს უფალი, სასიკეთო და არა საბოროტო ზრახვანი, რომ მომავალი და იმედი მოგცეთ. მომიხმობთ და მოვალ, შემევედრებით და მოგისმენთ. ძებნას დამიწყებთ და მიპოვით, როცა მთელი გულით მომძებნით. თავს გაპოვნინებთ, ამბობს უფალი, და დაგაბრუნებთ ტყვეობიდან, შეგკრებთ ყველა ერიდან და ყველა ადგილიდან, სადაც გაგფანტეთ, ამბობს უფალი; და დაგაბრუნებთ იმ ადგილზე, საიდანაც გაგდევნეთ.

ებრაელთა 12:22-23
არამედ მიეახლეთ სიონის მთასა და ცოცხალი ღვთის ქალაქს – ზეციურ იერუსალიმს და ათიათასობით ანგელოზს, მოზეიმე საკრებულოს და ცაში ჩაწერილ პირმშოთა ეკლესიას, ყოველივეს გამკითხავ ღმერთს და განსრულებულ მართალთა სულებს;

რომაელთა 9:33
როგორც წერია: „აჰა, დავდებ სიონში შებრკოლების ლოდს და საცდურის კლდეს; და ყოველი მისი მორწმუნე, არ შერცხვება”.

1 პეტრეს 2:6
ვინაიდან ნათქვამია წერილში: „აჰა, მე ვდებ სიონში ლოდს, ქვაკუთხედს, რჩეულს და ძვირფასს, და მისი მორწმუნე არ შერცხვება”.

ესაია 28:16
ამიტომ ასე ამბობს უფალი ღმერთი: აჰა, ქვას დავაფუძნებ სიონში, გამონაცად ქვას, ძვირფას ქვაკუთხედს, საიმედო საძირკველს და მასზე მინდობილს შიში ვერ ააჩქარებს.

ებრაელთა 11:16
მაგრამ მათ სურდათ უკეთესი, ესე იგი, ზეციური; ამიტომ ღმერთსაც არ რცხვენია, რომ თავს მათი ღმერთი უწოდოს, ვინაიდან მან თვითონ მოუმზადა მათ ქალაქი.

გამოცხადება 14:1
და ვიხილე, აჰა, კრავი დგას სიონის მთაზე და მასთან ას ორმოცდაოთხი ათასი, რომელთაც შუბლებზე აწერიათ მისი სახელი და მისი მამის სახელი.

Advertisements